22 თავი

1.3K 53 15
                                    

დილით ადრე გამეღვიძა, არვიცი რატომ მაგრამ 10 საათზე უკვე თვალები მეჭყიტა.  საწოლში დიდხანს ვერ გავძელი და წამოვხტი. სახლში არავის არ ეღვიძა ამიტომ გადავწყვიტე ცოტახნით გარეთ გამესეირნა და აქაურობით დამტკბარიყავი.  მზე ანათებდა და ცოტას მათბობდა. გზად ყავა ვიყიდე და სასეირნოდ წავედი, ხალხი უკვე  გამოშლილიყო გარეთ. ზოგი გუნდაობდა, ზოგი ციგაობდა, ზოგიც თხილამურებით ხელში საცურაოდ მიდიოდა მთისკენ. ახლოსვე თავისუფალი სკამი ვიპოვე, ჩამოვჯექი, ყავას ხელები შემოვხვიე და არემარეს დავუწყე თვალიერება.
  თითქოს სიზმარში ვიყავი, რეალობას ვერ აღვიქვამდი. იმ მომენტში საოცრად მშვიდად ვიგრძენი თავი. შეუმჩნევლად ვიღაც გვერდით მომიჯდა, ყურადღება არ მივაქციე და ყავა მოვსვი.
- ლამაზი გარემოა.
ხმა რომ გავიგე შევკრთი. გიორგის ხმა ვიცანი.
- გიო...
- თაია როგორ ხარ?
გადამკოცნა და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა.
- შენ როგორ ხარ? მე მეგონა შუადღეს ჩამოხვიდოდი.
- ადრევე წამოვედით და ეხლა მოვედით, შევამჩნიე რო მარტო იჯექი სკამზე და მოვედი.
- კარგია რომ მოხვედი, ძალიან გამახარე.
ვიღაც ბიჭიც მოგვიახლოვდა და გიორგიმ გამაცნო, ჩემი მეგობარიაო. მალევე წამოვდექით და სეირნობით ქუჩას გავუყევით. გიორგის მალევე უწევდა წასვლა ამიტომ დიდიხანი ვერც ვისეირნეთ. საღამოს ჩვენთან დავპატიჟე ის და თავისი მეგობარი. მისი წასვლის მერე მეც სახლში დაბრუნება გადავწყვიტე. გზად მაღაზიაში შევიარე და საუზმისთვის რაღაცეები ვიყიდე. ეზოში რომ შევედი საბას ზარი შემოვიდა მაგრამ არ ვუპასუხე. რომ შევედი სახლში კიბეებზე ჩამოდიოდა და ამთქნარებდა.
ისე საყვარლად ასჩეჩოდა თმები რომ მასთან მივარდნა და ჩახუტება მომინდა.
- თაია სად იყავი ასე ადრე?
- გარეთ გავედი სასეირნოდ და თან რაღაცეებიც გამოვაყოლე მაღაზიიდან.
- აუ ძალიან მშია.
სამზარეულოში შევედი და პარკები მაგიდაზე დავაწყე.
- გიორგი ხომ იცი?
- ვინ გიორგი?
- მამაჩემის ძმაკაცის შვილი.
- კი.
- წუხელ ველაპარაკე და დღეს თან აქ შემხვდა, ხოდა საღამოს დავპატიჟე ჩვენთან და აქ მოვა. იმედი მაქვს გიორგიზე არ იეჭვიანებ.
ბოლო წინადადებაზე თვალებში შევხედე და ისე ვუთხარი.
- შუაღამისას რატო დაგირეკა?
- მომილოცა ახალი წელი.
- დღე არ არსებობდა?
- საბა არ დაიწყო.
- აბა მე მირეკავდეს ვიღაც გოგო შუაღამისას და მერე გნახავდი.
- ჯერეცერთი გიორგი ვიღაცა არარის, ძალიან კარგად იცი რომ ახლობელია ჩვენთვის და მეორე, ვიღაც გოგო რომ გირეკავდეს დიახაც ვიეჭვიანებდი.
- კარგი ამაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს. ბუტერბროდებს გავაკეთებ და ხო შეჭამ?
- კი.
- ვაა გვრიტებოო.
ლაშა შემოვიდა სამზარეულოში და მალევე ნინიც შემოყვა. ერთმანეთს მიეხუტნენ და ჩვენ წინ ჩამოდგნენ.
- არა უნდა გითხრათ, რომ გიყურებთ ვდნები.
კომენტარი გავაკეთე მათ სისაყვარლეზე.
ორივემ გაიღიმა და ლაშამ ნინის ლოყაზე აკოცა.
- ხო მართლა, ამ საღამოს გიორგი დავპატიჟე მამას ძმაკაცის შვილი, ჩვენი ნახვა უნდოდა და...
- არაა პრობლემა მოვიდეს, კაი ტიპია გიორგი.
ლაშამ ბიჭი შეაქო და საბასთან ერთად სამზარეულოდან გავიდა. ნინი ჩემთან მოვიდა და გვერდით ჩამომიდგა.
- საქართველოში როდის ჩამოვიდა?
- არვიცი მაგრამ წუხელ მელაპარაკა მოვდივარო და თქვენი ნახვაც მინდაო, წეღან კიდე გარეთ ვიყავი მაღაზიაში და მაშინ შემხვდა. ავდექი და დავპატიჟე.
- ხო მოვიდეს, არმგონია სხვებსაც ქონდეთ პრობლემა.
  ყველას გავაგებინე რომ გიორგი საღამოს სტუმრად მოვიდოდა და მოვმზადებულიყავით.
  დრომ სწრაფად გაირბინა, ისე რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი. საჭმელების საშინელი სუნი ამდიოდა ამიტომ აბაზანაში თავი მოვიწესრიგე და ისე ჩავედი. როგორცვე სამზარეულოში შევედი კარებზე ზარის ხმა გავიგე და გასაღებად წავედი.
- გიო მოდი. ძმაკაცი სად გყავს?
- მეგობრები ნახა და იქ წავიდა.
- ქურთუკი მომეცი.
ტკბილეულით სავსე პარკი მომაწოდა და ქურთუკი გაიხადა. ბავშვები სათითაოდ გავაცანი და სუფრას მივუსხედით. საბა თავიდან მკაცრი სახით იყო, შემდეგ მოლბა და მომღიმარი სახე გაუხდა.
საბოლოოდ ისე მოეწონა გიორგი და ისე დაუახლოვდა რომ მემგონი ცოტა ვიეჭვიანე. ყველა კარგ დროს ვატარებდით. ვცეკვავდით, ვმღეროდით, ვთამაშობდით და არცერთი წუთი უაზროდ არ გაგვიტარებია.
- შენ და საბა შერიგდით?
ჩემსკენ გადმოიწია გიორგი და ყურჩი ჩამჩურჩულა.
- რა იცოდი რომ დავშორდით?
- მამაშენმა მითხრა.
- ააა გასაგებია, კი რამდენიმე დღეა შევრიგდით.
- კარგია გამიხარდა.
გამიღიმა და თავის ადგილს დაუბრუნდა. სახლში წასვლა უნდოდა მაგრამ არ გავუშვით და დემესთან და საბასთან ერთად ოთახში დავაძინეთ. საკმაოდ გვიან დავიშალეთ, ზოგი ისეთი მთვრალი იყო ხმას ვერ იღებდა. საბედნიეროდ მე ასე არ ვყოფილვარ, რადგან დილით წუწუნი მეზარებოდა.

შემიყვარდიWhere stories live. Discover now