16 თავი

1.5K 56 6
                                    

ორი დღე ისე მალე გავიდა რომ გააზრებაც ვერ მოვახერხეთ. წესივრად არცერთ ჩვენგანს არ გვეძინა და ეჭვი მქონდა რომ კიდევ 2 დღე ვერ დავიძინებდით.
საბას რაც შეეხება, არაფერიც არ ხდებოდა. არც ის რეკავდა და მე მითუმეტეს.
  ღამის პირველი საათი იყო, ბოლო ღამე სვანეთში და ჩვენც მთელი ენერგიით ვერთობოდით. საკმაოდ მთვრალები ვიყავით. ჯიბეში ვიბრაცია ვიგრძენი და ტელეფონი ამოვიღე, საბა როგორცვე წავიკითხე ეგრევე გარეთ გავედი.
- გისმენ.
-...
- რატომ დარეკე?
- შენი ხმის გაგონება მინდოდა.
-...
რამდენიმე წამიანი სიჩუმე ჩამოვარდა.
- ღამე მშვიდობისა თაია.
-...
გათიშა. გულში რაღაც ჩამწყდა თითქოს. ცრემლები წამომივიდა.

***
სავადმყოფოს კალიდორში ვისხედით მე, მამა, დემე, ნინი და კიდევ რამდენიმე ნათესავი.
როგორცვე თბილისს მოვუახლოვდით მამამ დარეკა და გვითხრა თაკოს მშობიარობა დაეწყოვო. მე და ნინი პირდაპირ სავადმყოფოში მოვვარდით, სახლში არც შეგვივლია. ორივეს გაუბედურებული სახე გვქონდა მაგრამ რას ვიზამდით. ვეხვეწე რომ სახლში წასულიყო დაესვენა და მერე მოსულიყო მაგრამ ვერა.
  ჩემმა ძმამ სურპრიზი მოგვიწყო, დიახ ძმამ. გოგოს მაგივრად პატარა იოანე დაიბადა. სანამ კალიდორში ვისხედით და ველიდებოდით დავინახე ჩვენსკენ მომავალი საბა, ჯერ დემეს ელაპარაკა და შემდეგ მე დამიჯდა სკამზე.
- ჩამოხვედი? მე მეგონა ხვალ მოდიოდი.
- როგორც ხედავ აქვარ.
- როგორც ჩანს ისევ გაბრაზებული ხარ, მერე ვილაპარაკოთ.
სკამიდან ადგა და დემესთან მივიდა.
თავს ძლივს ვიკავებდი რომ არ შავხუტებოდი, ამ 4 დღეში ისე მომენატრა რომ რამის გავგიჟდი მაგრამ არა არავითარ შემთხვევაში საკუთარ სიამაყეს არ გადავაბიჯებდი. 2 საათიანი ლოდინის შემდეგ როგორც იქნა დაიბადა იოანე ახვლედიანი. მთელი ზეიმით შევხვდით მის დაბადებას. სამწუხაროდ მისი ნახვა ვერ მოვახერხე მაგრამ ხვალ დილიდანვე გამოვიქცეოდი და აუცილებლად ვნახავდი. სავადმყოფოდან საბამ წამოგვიყვანა დემემ კიდევ დავრჩები და წამოვალო. ვიფიქრე სახლში მარტო ვიქნებითქო მაგრამ საბამ აიტეხა ვილაპარაკოთო, არც ჩხუბის და ლაპარაკის თავი არ მქონდა ამიტიმ მხოლოდ თავი დავუკარი. დივანზე მივესვენე და საბას შევხედე.
- როგორ დაისვენე?
- სერიოზულად გაინტერესებს?
- კი.
- ნუ ღელავ ილიასთან დიდი კონტაქტი არ მქონია.
- მე მაინტერესებს მოგეწონა თუარა იქაურობა და თუ გაერთე.
-კარგი იყო.
ჩემსკენ წამოვიდა და გვერდით დამიჯდა.
- იციი მომენატრე.
მე ვდუმდი, მასზე ისევ გაბრაზებული ვიყავი თუმცა მინდოდა მეთქვა რომ მეც ძალიან მომენატრა.
- ბოდიში ზედმეტი მომივიდა. მიიღებ შემს ბოდიშს?
- არვიცი.
მხრები ავიჩეჩე ბავშურად.
- კარგი მაშინ სანამ მოიფიქრებ ჩაგეხუტები.
ჩემსკენ გადმოიხარა და ძლიერად ჩამეხუტა. ისე დავდნი მის მკლავებში რამის ჩამთვლიმა.
- ძალიან დაღლილი ვარ, მაპატიე მაგრამ უნდა დავიძინო.
- კარგი ხვალ გნახავ.
ლოყაზე მაკოცა და სახლიდან გავიდა. ოთახში შევედი და როგორცვე დავწექი მაშინვე ჩამეძინა.
  დილით 11საათზე გავიღვიძე, გავიღვიძე არა მამაჩემმა გამაღვიძა საქმეები გაქვსო. კარგა ხანია ასე ტკბილად არც მძინებია. როგორცვე მოვწესრიგდი მისაღებში გავედი. ბიჭების ხმა მოდიოდა, მამას ძმაკაცი თაზო და მისი შვილი გიორგი იყვნენ. გიორგი მოვიკითხე და სამზარეულოში ფუსფუსი დავიწყე. მამამ დამიბარა 4ზე მოვალო. როგორც ჩანს ძეობას აღნიშნავდენენ. გიორგიმ ცოტა ხნით დემეს მოსვლამდე დავრჩები ვნახავ საქმე მაქვს და მერე წავალო. წინსაფარი გავიკეთე და საღამოსთვის ნამცხვრის კეთება დავიწყე.
- რამდენი ხანია არ გვილაპარაკია თაია.
- ხოო გიუშ ერთი წელი იქნება, როდემდე ხარ საქართველოში?
- სექტემბრის ბოლოსკენ დავბრუნდები გერმანიაში.
- მოგწონს იქაურობა?
- აუ კიი, აქამდეც უნდა წავსულიყავი.
უცებ კარზე ზარი დარეკეს მე ხელები ფქვილიანი მქონდა ამიტომ გიორგი წავიდა გასაღებად, დემე იქნებაო. სამზარეულოში საბასთან ერთად შემოვიდა. ღიმილით შევხედე საბას და ისიც ჩემსკენ წამოვიდა, ლოყაზე მაკოცა და მაგიდას დაეყრდნო.
- არ დაგირეკე ეძინება თქო.
- ხო წეღან ავდექი. გაიცანი გიორგი, მამაჩემის ძმაკაცის შვილი.
საბა წამოიწია, ხელი გაუწოდა და გიორგიც არ შეყოვნდა მაშინვე ჩამოართვა.
- საბა თაიას შეყვარებული.
- უი მართლაა?! არ ვიცოდი თუ თაიას შეყვარებული ყავდა.
- ხოო დიდი ხანი არაა.
ვუპასუხე მე. ცომი მალევე გაზქურაში შევდგი, ხელები გადავიბანე და ყავისთვის წყალი დავადგი.
- თაია დემე როდის მოვა?
საბამ მისაღებიდან გამომძახა.
- არვიცი ასე მითხრა მალეო და...
მისაღებში ფინჯნები გავიტანე და დემემაც შემოაღო კარები.  ის და გიორგი აივანზე გავიდნენ სალაპარაკოდ, საბა ჩემთან დარჩა.
- ჩემი ძამიკოს ფოტო ნახეე.
ტელეფონით თაკოს გამოგზავნილ იოანეს ფოტოს ვანახებდი.
- უკვე სასწაულად მიყვარს ეს ბავშვი.
- მეკი შენ მიყვარხარ სასწაულად.
- მომენტს არუშვებ ხელიდან ხო?
- ამდროს უნდა თქვა მეც სასწაულად მიყვარხარ საბაო.
- ანუ მოგატყუო?
სერიოზული სახით ვუთხარი მაგრამ გამეცინა.
- ცუდი გოგო ხარ, მაწყენინე.
- კარგი არ მოიწყინო.
ლოყაზე ვუჩქმინტე და წამოვდექი, დამტენი ავიღე ტელეფონის დასატვირთად. ბიჭები მალევე გამოვიდნენ და გიორგიც წავიდა, კარებამდე მივაცილე და ვუთხარი რომ საღამოს მოსულიყო. მისაღებში ბიჭებთან დავჯექი, 1წუთიც არიყო გასული რომ ისევ ზარი დარეკეს.
- უჰ ახლა ვინღაა.
უნდა ავმდგარიყავი მაგრამ დემემ მანიშნა იყავიო. მეც საბას მივეხუტე და თვალები დავხუჭე, უცებ დემეტრეს ხმა გავიგე.
- ნანაა?
თავი სასწრაფოდ წამოვყავი და ოთახში მომავალი ბებო დავინახე.
- ბებო?
- რაიყოთ რა შეშინებულები მიყურებთ ვერ იცანით ბებიათქვენი? ეგ იმიტო ხშირად რო არ ჩამოდიხართ სოფელში.
- რასამბობ შენ როგორ ვერ გიცნობდით.
დემემ შემომხედა და თვალი ჩამიკრა. მე ბებოსთან მოვედი გადავეხვიე და მოვიკითხე.
  ნანა 5 წელია თბილისში არ ყოფილა, ლეჩხუმში სოფელ უსახელოში ცხოვრობს პაპასთან ერთად.
- პაპა სად არის?
- ქვემოთ მანქანა გააჩერა და ამოვა, როგორ დავიღალე მგზავრობით აი რატო არ მოვდივარ თბილისში აურზაურია აქ და ქაოსი მეტი არაფერი, ნეტა თქვენ როგორ ჩერდებით.
ნანამ თავისი ჩვეული ქოთქოთი დაიწყო, ისე მაწუხებდა ხან მისი გაუთავებელი ბუზღუნი რომ გამოვრიდებივარ კიდევაც. როგორცვე დაამთავრა მაშინვე შენიშნა საბა.
- ეს ყმაწვილი ვინ არის?
- ეს საბაა, დემეს ძმაკაცი და ჩემი შეყვარებული.
საბასთან მივედი და გვერდით დავუდექი.
- ეს მამაშენმა იცის?
- კი.
უცებ ზარი დაირეკა და მივხვდით რომ პაპა მოვიდა. გახარებული კარებთან მივარდი.
- პაპააა...
ბედნიერებისგან წამოვიყვირე და მთასავით კაცს მოვეხვიე.
ყველაზე უბრალო ადამიანი მსოფლიოში, უაბგაროდ კეთილი და მშვიდი. ბებიაჩემს არაფრით არ გავ. ხან ვეკითხები ჩემ თავს როგორ შეირთო ესეთი ქალი თქო.
ნანასგან განსხვავებით საბა რომ გავაცანი ხელი ჩამოართო და თბილად მოექცა.
ოხ ნანა... ისევ ბავშვი რომ გგონივარ მაგის ბრალია. ჩემზე ამბობს ჯერ რა საჭიროა შეყვარებულიო თვითონ ჩემ ასაკში ბავშვი ყავდა აჩრილი და ისე დადიოდა. ამდროს ჩემი ნამცხვარი გამახსენდა და სასწრაფოს ღუმლიდან გამოვიღე.
- ოჰ უგემრიელესი სურნელია.
ჩავილაპარაკე ჩემთვის. ისევ მისაღებში გავედი სანამ ნამცხვარი შეგრილდებოდა. ბებო და პაპა უკვე დივანზე ისხდნენ და ერთმანეთში ლაპარაკობდნენ. ნანა უფრო ბუზღუნებდა ვიდრე ლაპარაკობდა. მივედი და საბას გვერდით დავჯექი, ნანამ იმხელაზე დამიბრიალა თვალები ავდექი და პაპას მივუჯექი. ვერ ვხვდებოდი ასე რატომ იქცეოდა მაგრამ ახლა მისი თავი არმქონდა.  მალევე საბაც წავიდა, როგორც ჩანს ამ სტრესულ გარემოს ვერ გაუძლო. კარამდეც კიარ მიმაცილებინა, დემეს უთხრა გააცილეო. მისი წასვლიდან მალევე მესიჯი მომივიდა.
" როგორც ჩანს დროებით შენთან სიახლოვეს უნდა დავემშვიდობო?"
" უჰ, ხოო რასვიზამთ. არც ნანას ნერვები არმაქ."
" არ ინერვიულო ამას ვეღარ ავიტანთ?😘"
" სხვა გზა გვაქ რო?😄"
- საბას წერ რო იღიმი?
ნანამ ინტერესიანი მზერა მომაპყრო.
- ყავა არ გინდათ?
საუბარი მაშინვე სხვა თემაზე გადავიტანე თორემ რომ მეპასუხა არასწორად ვუპასუხებდი. სამზარეულოში ყავა გავაკეთე და ნამცხვარიც დავჭერი. სანამ გავიტანდი დემე შემოვიდა.
- იმედია მალე წავა.
- იმედია თაია თორემ გაგვაგიჟებს.
თვალები ავატრიალე და ფინჯნები გარეთ გავიტანე.
  მამამ გზა საჭმელი მოიტანა, მხოლოდ მაგიდის გაწყობა და ამ საჭმელების მიხედვა მევალებოდა.
ცოტახანში მამას ძმაკაცებიც მოვიდნენ, ცოტა გვიან გიორგი და სულ ბოლოს საბა.  სუფრასთან ნინის გვერდით ვიჯექი და ჩემს წინ მჯდომარე საბას თვალს არ ვაშორებდი, ნანა კი ჩვენ.
   დღესაც ვერ მოვახერხე ჩემი ძმის ნახვა, ხვალ თაკოს გაწერავენ და პირდაპირ დედამისთან მივალ. ამ ღამეს მე და დემეს ჩემს ოთახში მოგვიწევდა დაძინება, ნანამ დემეს ოთახს დაადო ხელი პირდაპირ და იქ დავწვებითო განაცხადა.
  შუადღისით ია დეიდასთან ვაპირებდი გავლას, თაკო და იოანეც უკვე იქ იყვნენ, ბებო ამეკიდა და ჩემთან ერთად წამოვიდა. პაპა და მამა საღამოს ნახავდნენ ბავშვს. გზაში ნანამ მაინც მოასწრო ჩემთვის ნერვების მოშლა.
- ის მამაშენის ძმაკაცის შვილი როა გიორგი, კარგი ბიჭი ჩანს.
- ხო კარგი ბიჭია.
- აქ ცხოვრობს?
- საზღვარგარეთ არის წასული სწავლობს.
- რამდენი წლისაა?
- 24 ან 25 არვიცი ზუსტად.
- საბას ჯობია.
- ბებო?!
- რა ბებო, სულაც არ მომწონს ეგ შენი საბა და არც შეეფერებით.
- გეხვეწები გაჩუმდი.
- არა ნუ მაჩუმებ, მერო ვგრძნობ მასეა ესეიგი.
- ღმერთო გამაძლებინე.
კიდევ კარგი მალევე მივედით თორე ალბათ გამაგიჟებდა. დიდი ხნით ვერ გავჩერდით არგვინდოდა შეწუხება, ნანა კი ძლივს წამოვიყვანე.
საბას კი უნდოდა ჩემთან ერთად გასეირნება მარა კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, ნანა რას დაგვაცდიდა.
სახლში რომ მივედით დემე და პაპა შემოგვეგებნენ, დემემ დამინახა რომ ნერვები მქონდა მოშლილი და ოთახში შემომყვა.
- რამოხდა რამე გითხრა?
- საბა არ შემეფერება თურმე და გიორგი კი.
- ოხ ნანა... კაი დამშვიდდი ხოიცი რაცაა. მალე წავა და გვეშველება.
  ხო მესმის რო ბებოა და უნდა გვიხაროდეს მისი ჩამოსვლა მაგრამ ისეთი აუტანელია რომ არ გვიხარია და არც სოფელში წასვლა გვინდა ხოლმე. პაპაზე იგივეს ვერ ვიტყვით უზომოდ საყვარელი და თბილია.
  მისაღებში გავედით და როგორცვე დავსხედით დივანზე ნინი შემოვიდა.
- გამარჯობათ.
ყველას მოგვესალმა.
- აუ თაია დამტენი მინდა და მათხოვე რა?
- ჩემს ოთახშია აიღე.
- კაი.
- ნინი იყავი სად მიიჩქარი.
- არა დემე უნდა წავიდე ვჩქარობ.
როგორცვე გავიდა სახლიდან ნანამ თავისი აზრი გამოთქვა.
- არ შეიძლება ესე რო უშვებთ ყველას როგორც უნდათ.
- ნანა ის ყველა არ არის ჩემი დაქალია და როგორც ოჯახის წევრი ისეა.
ავდექი და ჩემს ოთახში შევედი, მალევე მოვწესრიგდი და გავედი.
- სად მიდიხარ თაია?
- სასეირნოდ ბებო.
- გვიანია ვერ წახვალ.
- რა გვიანი 7 საათია ჯერ.
- ბნელდება სახლში დარჩი.
- ბებიაჩემი ხარ და პატივს გცემ მაგრამ ეხლა ვერ დაგიჯერებ, გავიზარდე უკვე და თანაც მამას პრობლემა არაქვს ამდროს რომ გავდივარ და არც დემეს.
- შეხედე რამდენს ტლიკინებს, გაგანებივრეს, იმ დედაშენმა გაგანებივრა და ესეთი თავხედი მაგან გაგზარდა.
- დედაჩემზე ესე ნუ ლაპარაკობ არ გაქვს უფლება.
- რახდება?
მამა შემოვიდა სახლში, მაშინვე გვერდი ავუარე და გავედი გარეთ.
მამა დამედევნა უკან ძახილით.
- რა მამა?
- თაია ბებიაშენს როგორ ელაპარაკები?
- მამა ის გარდაცვლილ დედაჩემსაც კიარ სცემს პატივს ცოცხალზე ხო არაფერს არვამბობ, კარგად იცი რამდენიც აიტანა დედამ ჩვენს გამო. ჩვენც კიარ გვცემს პატივს სულ უნდა მაგის ნებაზე ვიაროთ.
- 3 დღით ვერ აგიტანიათ?
- იმის მაგივრად რომ შეხვიდე და დედაშენს უთხრა რომ ასე არ მოგვექცეს დგახარ და მსაყვედურობ?
- უფროსია და პატივი უნდა სცე.
- კარგი რა მამა, ერთხელ მაინც დადექი ჩემს გვერდით და მაგრძნობინე რომ მამაჩემიც ხარ.
აღარ მოვუსმინე კიბეებზე დავეშვი, დემე დამედევნა და ერთად გავაგრძელეთ გზა.

ახალი თავიც მზადაა♥️ ისევ დავაგვიანე ბოდიში😔

შემიყვარდიWhere stories live. Discover now