12 თავი

1.8K 68 1
                                    

ხელი-ხელ ჩაკიდებულები მივსეირნობდით.  შორს თუ მოკრავდით ჩიტების ჭიკჭიკის ხმას, ბუნებაც თითქოს იღვიძებდა მაგრამ ჯერ ისევ უფერო იყო გარემო. " კურტკის" ჯიბეში გაყინული ხელები ჩავიწყვე და ცხვირი კაპიშონში ჩავმალე. საბამ რომ დამინახა გაეცინა და უკან დაბრუნება შემომთავაზა  მაგრამ უარი ვუთხარი, მინდოდა მასთან ერად ყოფნა. ერთი ხელი ამოვყავი და მის თითებში ავხლართე. იქვე სკამი ვიპოვეთ და იქ ჩამოვსხედით, მზეს მივეფიცხე და ზურგით საბას მივეყუდე. ხელები ძლიერად მომხვია და ჩამეხუტა, ცოტახანი მის მკლავებში ვინებივრე მაგრამ ძალიან შემცივდა და წავედით. ნინის ვურეკავდი მაგრამ გათიშული ქონდა, ბოლოს ვიფიქრეთ რომ ტელეფონი დაუჯდა და სახლში წავიდოდა. რომ მივედით ნინი არ იყო, ლაშამ მე თქვენთან მეგონაო.
- თქვენთან არ იყო?
- ხო მაგრამ შესცივდა და დაბრუნდა მალევე.
ტყუილი უცებ მოვიფიქრე და თავი დავიძვრინე.
ნინისთან უშედეგოდ ვცდილობდი დარეკვას და არა მარტო მე ლაშიკოც ძალიან ნერვიულობდა. გარეთაც კი წავიდა მოსაძებნად.
  2 საათი ისე ვისხედით არ მინდოდა დედამისთან დამერეკა და ისიც ამენერვიულებინა. ვფიქრობდი ნინის ცუდი პერიოდი ედგა და განმარტოება უნდოდა მაგრამ ის ჩემს გაუფრთხილებლად ერთ ნაბიჯსაც არ დგამდა. ტელეფონი ავიღე და უკვე დედამისისთვის ვაპირევდი დარეკვას რომ რაღაც ნომერი მირეკავდა.
- ალო.
- თაია ნინი ვარ.
- ნინი, სად ხარ?
ნინი როგორცვე ვთქვი ყველა მე მომმვარდა.
- თბილისში წამოვედი მამასთან, ვერ დაგირეკეთ ტელე დამიჯდა.
- აღარ მოხვალ?
- კი ტაქსს გამოვიძახებ.
- კარგი მოდი და მერე ვილაპარაკოთ.
გავუთიშე და ლაშას ინტერესიან თვალებს წავაწყდი.
- რაოვო?
- თბილისში ვარო, ტაქსს გამოვიძახებ და ამოვალო.
- არა მე წავალ და მოვიყვან, წავედი და თაია ნომერი მომწერე.
თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარით რომ ლაშა ოთახში აღარ დაგვხვდა.
  ცოტა რო დავმშვიდდი სამზარეულოში შევედი და ყველასთვის ცხელი შოკოლადი გავაკეთე, როდესაც ვაკეთებდი საბა შემოვიდა და ლოყაზე მაკოცა, უხერხულად მივიხედე კარებისკენ ვინმე ხომ არ იყო.
- რამდენი წელია რაც გიცნობთ მაგრამ ლაშა ასეთი არ მინახია.
- ხო განერვიულებული იყო.
ცხელი შოკოლადი გაზქურიდან გადმოვიღე და ჭიქებში დავასხი.
- გამატანინე რა?
საბამ ფინჯანს ხელი მოკიდა.
- ცხე...
ვერ მოვასწარი დასრულება რომ ხელი გაიქნია და გადაისხა. შეშინებულებმა წამოვიკივლე და საბას მივვარდი, ჩემს ხმაზე ყველა შემოვარდა. საბამ მაისური გაიხადა და სააბაზანოში გავიდა. მეც გავქანდი და ჩემს ჩანთაში თუ რამე მალამო ვიპოვე მივუტანე. აცრემლებული თვალებით ვუყურებდი მის შეწუხებულ სახეს. ლილი მივიდა მასთან და მალამო დამწვარ ადგილებზე წაუსვა. დემემ რატის და თათას ანიშნა გადითო, შემდეგ ჩემკენ გადმოიხარა.
- მარტო დავტოვოთ.
უხმოდ გავყევი დემეს და მისაღებ ოთახში დავსხედით.
- რა საყვარლები იყვნენ, როგორ უვლიდა ლილი თან როგორ უყურებდა.
- მგონი უყვარს.
დაამატა თათამ.
- არც საბა ჩანს გულგრილი.
უპასუხა რატიმ.
- შენ რას იტყვი თაია, ხო შეყვარებულ წყვილს გავ?
მინდოდა ამდგარიყო და მეყვირა რომ საბა ჩემზე იყო შეყვარებული და ერთად ვიყავით. არ შემეძლო, ეს საიდუმლო მკლავდა. იმისთვის რომ არ გამომჟღავნებულიყო ყველაფერი, მეც ავყევი თვალთმაქცობაში.
- ლილის უყვარს მგონი მაგრამ საბას ხომ გრძნობები არ გააჩნია.
ვითომ ირონიულად ჩავიცინე მაგრამ უკვე ტირილის პირის ვიყავი.
- ოთახში ავალ ცოტახანი წამოვწვები მეძინება.
წამოვდექი და ზევით ოთახში ავედი, საბას ოთახთან გავიარე კარები შეხსნილი იყო და ლაპარაკის ხმა გავიგე.
- ძალიან ვნერვიულობ ხო კარგად ხარ?! აღარ გეწვება?
- ცოტათი, ნუ ნერვიულობ კარგად ვარ უკვე.
უცებ ლილი გადაიწია და მოეხვია, საბამაც ხელები მოხვია. გამოვბრუნდი და ჩემს ოთახში შევედი, საწოლზე წამოვწექი და ჭერს მივაშტერდი. არვიცი რამდენი ხანი ვიყავი ასე, მალევე მომწყინდა ასე წოლა და მისაღებში ჩავედი ისევ. საბას ოთახს ჩავუარე და უცებ მისი ხმა გავიგე, მე მეძახდა. მისკენ წავედი და თვალები მის შეხვეულ ხელზე გამიშტერდა.
- აღარ მეწვება.
- ტანზე?
- ცოტათი.
- დაწექი და დაისვენე.
- ინერვიულე?
- კი.
- ჩამეხუტე მაშინ.
- ვინმე რო შემოვიდეს?!
- არავინ არ შემოვა.
თავისკენ მიმწია და ჩამეხუტა,  ხელები რომ შემოვხვიე ამოიოხრა მაშინვე მოვცილდი მაგრამ ისევ მისკენ მიმწია და ჩამეხუტა. ხელები დიდი სიფრთხილით შემოვხვიე და მთელი სხეულით ვიგრძენი მისი სურნელი. ხმაური მიგვესმა ქვემოდან და ჩავედით. ნინი და ლაშა მოსულიყვნენ. ნინის მოვეხვიე და ცოტახნით ოთახში ავედით, თურმე მამამისთან წასულა სალაპარაკოდ.  რომ დავილაპარაკეთ ქვემოთ ჩავედი და სამზარეულოში გავედი. ნამცხვრის რეცეპტი ვიპოვე და მზადებას შევუდექი. თან ვაკეთებდი და თან რატის და თათას ვეჭორავებიდი, ცოტახანში ისინიც სასეირნოდ წავიდნენ. ლაშამაც ნინი სასეირნოდ წაიყვანა და თან დემე და ლილიც გაიყოლეს. დაიბარეს საბა რჩება სძინავსო. მასა მოვამზადე და ღუმელში შევდგი, წინსაფარი მოვიხსენი და საბასთან ავედი. საწოლზე იყო წამოწოლილი და ტელეფონზე თამაშობდა. ყურადღება არ მომაქცია ისე გააგრძელა თამაში, მივედი და მის გვერდით წამოვწექი, თან ტკიპასავით მივეკარი.
- თაია დავიმტვრევი.
წამოიძახა, მეკი ტელეფონი გამოვგლიჯე და გვერძე დავდე.
- ცუდი პრინცესა ხარ.
მომიღუტუნა მეკი სიცილი დავიწყე, უკვე ჩაბჟირების პირას ვიყავი რომ მომცილდა.
- როგორც ჩანს სახლში არ არიან.
- ხო სასეირნოდ გავიდნენ.
- და შენც დრო იხელთე ხო?!
- დიახ.
- ძალიან გაცუღლუტებულხარ.
- აბა რავქნა ჩემი შეყვარებული თავისუფლად ვერ მინახია, სულ დამალვა გვიწევს.
- ცოტაც მოითმინე პრინცესა.
გადმოიწია და კოცნა დააპირა სულ ცოტაღა გვეკლდა მაგრამ გამახსენდა ჩემი ნამცხვარი და გიჟივით წამოვხტი. გაზქურიდან გამოვიღე  და დაწვას გადავარჩინე. საბა მომადგა უკან და გავიგე როგორ შეისუნთქა სურნელი. მივხვდი რომ მოეწონა და გამეღიმა.
ცოტა მოვაჭერი და გავასინჯე ძალიან მოეწონა და საჩუქრად კოცნაც დავიმსახურე. ნინისგან მესიჯი მივიღე რომ მოდიოდნენ. საბა ოთახში ავიდა ვითომ ეძინა მეკი ნამცხვრის დაჭრა გავაგრძელე. მალევე მოვიდნენ და ჩემი გემრიელობის გასინჯვა გადაწყვიტეს. ცხელი შოკოლადი თავიდან გავაკეთე და ნამცხვართან ერთად გავიტანე. საბამაც ვითომ გაიღვიძა და ქვემოთ ჩამოვიდა. ყველამ გემრივლად მივირთვით და საღამოსთვის მზადება დავიწყეთ.

შემიყვარდიDonde viven las historias. Descúbrelo ahora