11 თავი

1.9K 78 2
                                    

საბა მართალი იყო, მშვიდად ლაპარაკი ყოველთვის ჭრიდა. მამას მშვიდად ავუხსენი ყველაფერი და ბოლოს იმ აზრზე შევჯერდით  რომ თაკოს დაელაპარაკებოდა და მასაც აუხსნიდა ყველაფერს.
ამ ამბავმა ცოტა ხასიეთზე მომიყვანა უფრო დამამშვიდა, მაგრამ მაინც ცუდ გუნებაზე ვიყავი. სახლიდან გასვლა არ მინდოდა მაგრამ ჩემს მეგობარს ძალიან ვჭირდებოდი და ამიტომ ნინისთან წავედი. სახლში არ დამხვდა სასეირნოდ იყო გასული და მეც სახლში გამოვტრიალდი. ჩემს ოთახში შევედი და საწოლზე წამოვწექი, ფიქრებში ვიყავი გართული და უცბად საბას მესიჯი მომივიდა.
" დაელაპარაკე მამაშენს?"
" მართალი იყავი, მშვიდად ლაპარაკი ყველაფერს შველის"
" ანუ მოაგვარეთ"
" ასე მითხრა თაკოს დაველაპარაკები და გადავაფიქრებიბებო"
" ძალიან გამიხარდა. შენ როგორ ხარ?"
" ისევ უაზრო ხასიეთზე"
" როგორ გაგართო?"
" არ მგონია შეძლო"
" ასე ცუდადაა საქმე?"
" სამწუხაროდ. წავალ დავიძინებ"
" მტოვებ?"
" ბუტიაობები არ გავიგონო."
" კარგი კარგი ხომ ხედავ ვერაფერს ვერ გეუბნები. სიზმრად ჩემს თავს გისურვებ პრინცესა♥️"
" მე კი ჩემს თავს საბუშ♥️"
ტელეფონი გვერდით გადავდე და თავი ბალიშზე დავდე, ჯერ ვერ ვიძინებდი შემდეგ ფიქრში ჩამეძინა.
  დილით ადრე გავიღვიძე, უფროსწორად კუსამ გამაღვიძა მოშივდა. აღარ გავაგრძელე ძილი და სკოლისთვის მოვემზადე.  თებერვალი უკვე იწურებოდა და ძალიან მიხაროდა რომ მალე ჩემი საყვარელი სეზონი მოვიდოდა. 1 თვეში საბას დაბადების დღე ქონდა და მე უკვე ვარჩევდი საჩუქარს. რამე ორიგინალური მინდოდა და მთელი დღე ამაზე ფიქრში ვიყავი გართული.
  1 მარტი განსაკუთრებულად ავღნიშნე, პარკში ჩემს ადგილას დავჯექი და გარშემო ფოტოები გადავიღე რამდენიმე მათგანი მომეწონა და დასაბეჭდად წავედი. ამ დროს საბას საჩუქარიც მომაფიქრდა. ჩვენი ფარული შეხვდდრებიდან საკმაო რაოდენობის ფოტოები გვქონდა და მათი დაბეჭვდა გადავწყვიტე.  ჯერ არ მქონდა მოფიქრებული როგორ მომეწყო თუმცა მაგასაც მალევე მოვიფიქრებდი. საბას დაბადების დღემდე ორი კვირა რჩებოდა. კახეთში იხდიდა კერძოდ სიღნაღში, თავის აგარაკზე. უფრო სწორად 13ში ღამე მის სახლში ახლო მეგობრები გავათენებდით და გავერთობოდით ხოლო 14ში რესტორანში წავიდოდით. ცოტას ვღელავდი, კაბა არ მქონდა ჯერ შერჩეული და საჩუქარიც არ ვიცოდი ბოლომდე რა. ორი საჩუქარი მჭირდებოდა ერთი ბანალური და მეორეც ძალიან ორიგინალური. ნინი აუცილებლად დაინტერესდებოდა და მოსატყუებლად იმ ბანალურ საჩუქარს ვანახებდი.
კაბას რაც შეეხება, ისიც უბრალო მაგრამ ძალიან ლამაზი და გამორჩეული მინდოდა. ვერავის ვეღარ შევაკერინებდი რადგან ორ კვირაში არცერთ ჩემს ნაცნობ მკერავს არ ეცალა. თითქმის მთელი დღე ონლაინ მაღაზიების გვერდებზე ვიჯექი და ვათვალიერებდი. ახლოს მდებარე მაღაზიებიც დავათვალიერე მაგრამ უშედეგოდ. სახლში დაღლილი მივედი და გახარებული ვიყავი იმით რომ პარასკევი იყო და შაბათ-კვირას ყველა მასწავლებლისგან ვისვენებდი. ამოსუნთქვა არ მაცადეს როდესაც დემემ შემომიღო კარი.
- რაიყო დემე მოგდევდნენ?
- ბავშვები ავდივართ ლაშასთან საგურამოში და ხო წამოხვალ?
- ვინები?
- მე, ლაშა, საბა, თათა, რატი და ნინიმაც თუ თაია წამოვა წამოვალო.
- წამოვალ მაგრამ ამაღამ მარტო?
- არვიცით თუ მოგვეწონა სიტუაცია კვირას წამოვალთ.
- კარგი მოვემზადები.
- მიდი დროზე, საბა გამოგივლით და შენ და ნინის ამოგიყვანთ.
- კაარგი.
სიტყვა ოდნავ გავწელე და ტელეფონს გადავწვდი. თან ბარგის ჩალაგება დავიწყე.
- საბუშ როგორ ხარ?
- კარგად პრინცესა შენ?
- კარგად. დრო რამდენი მაქვს?
- ესე 1საათში მანდ ვიქნები, ხომ გეყოფა დრო?
- კი, ნინისაც დავურეკავ.
- კარგი საყვარელო დროებით.
ტელეფონი გვერდით გადავდე და 1საათში ჩვენს სადარბაზოსთან ჩავედით. საბა უკვე მოსული იყო და ჩემდა გასაკვირვად გვერდით ლილი ეჯდა. მომღიმარი სახე შემეცვალა და დავსერიოზულდი. რომ დაგვინახა მანქანიდან გადმოვიდა და ჩვენსკენ წამოვიდა. ნინიმ 5 წუთით სახლში ავირბენო და ავიდა. გარშემო არავინ არ იყო ლილი კიდე ძალიან მეკიდა. 2 დღე ვერვნახე საბა და ძალიან მომენატრა. მაგრად ჩავეხუტე და ლოყაზე ვაკოცე მანაც საპასუხოდ თავზე მაკოცა და მომცილდა.
- არ მეგონა ლილიც თუ მოდიოდა.
- დილით დემე დამადგა სახლში ამ ამბის სათქმელად და ლილი რომ დაინახა აიჩემა წამოიყვანეო.
- შენთან დარჩა?
- არა, ადრე მოვიდა საქმე ქონდა.
- კარგი, მანქანაში ჩავჯდები თორე გავიყინე.
- აი ნინიც მოვიდა.
საბამ ჩანთები საბარგულში ჩაალაგა და წავედით. სარკეში ვუყურებდი და ვიღიმოდი, ცოტა ნერვებიც კი მეშლებოდა რო მე არ ვიჯექი მის გვერდით. 45 წუთში უკვე აგარაკზე ვიყავით ყველანი. სახლი საკმაოდ დიდი იყო, ორ სართულიანი ხის სახლი უკანა ბაღში აუზით.  4 პატარა ორ კაციანი საძინებელი იყო, 2 აბაზანა, დიდი მისაღები და საშუალო ზომის სამზარეულო. მე და ნინი ერთ ოთახში მოვეწყვეთ და ბარგი ამოვალაგეთ. საიდუმლოს ვეღარ ვუმალავდი და მალე შეიძლება გავმსკდარიყავი როარ მეთქვა ამიტომ წინ დავისვი და მივემზადე.
- ნინი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც უნდა გითხრა.
- გისმენ თაია, კარგა ხანია ასეთი სერიოზული აღარ ყოფილხარ.
- მოკლედ მე...
უცებ კარები საბამ შემოხსნა.
- გოგოებო ტყეში უნდა გავიდე ცოტა გავიარო და მეგზური ვერავინ ვერ ვიპოვე, თქვენ მაინც წამოდით.
მე და ნინიმ ერთმანეთს გადავხედეთ და მხრები ავიჩეჩეთ, ძალიან მეზარებოდა სიარული მაგრამ მაინც წავედი. საბა რაღაც ამბებს გვიყვებოდა და გვაცინებდა ცოტა ნინიც შეაშინა, ნადირები დადიანო და არ შეგეშინდეთო.  სიმართლის სათქმელად ყველაზე კარგი დრო ახლა ვიპოვე, საბას გვერდით დავდექი და ჩავისუნთქე.
- ნინი ახლა დავასრულებ სათქმელს. მოკლედ მე და საბა თითქმის უკვე 1 თვეა ერთად ვართ.
ხელი მოვკიდე და საბას გავუღიმე. როგორც ჩანს არ უნდოდა რომ ნინის ცოდნოდა მაგრამ რას ვიზამდი. ისე დავისვენე რომ ვუთხარი, ვერ ავღწერ. ნინის თავიდან გაკვირვებული სახე ქონდა მერე გვითხრა რაღაცა ვიეჭვეო მაგრამ მანაც დემეს და საბას ძმაკაცობაზე დაიწყო ლაპარაკი. ძლივს გავაჩუმეთ და ვთხოვეთ რომ საიდუმლოდ დაეტოვა და მე ვუთხარი რომ ყველაფერს მოგვიანებით დაწვრილებით ვეტყოდი. მაინც ვერ შეიკავა თავი და რაღაცეები მოგვაყოლინა, რომ ვბრუნდებოდით ტელეფონზე დაურეკეს და იქით გავიდა სალაპარაკოდ, მე საბას მივუბრუნდი.
- ვეღარ ვუმალავდი.
- არარის პრობლემა, შენი დაქალია და ძნელია ვიცი.
თმა ყურზე გადამიწია დაიხარა და ყურთან მაკოცა. ვერ მოვითმინე და ლოყაზე ვაკოცე. ნინიმ ჩაახველა და ჩვენც მოვშორდით ერთმანეთს, ერთმანეთს სიცილით შევხედეთ და შემდრგ ნინის.
- ხოარ დაგტოვოთ მარტო.
- არ იქნება ცუდი იდეა.
საბამ დამასწრო პასუხი მეკი გამეცინა და თვალები დავუბრიალე თან. მალევე დავბრუნდით ბავშვებთან და საბას დროებით დავემშვიდობე. ნინიმ დრო იხელთა და მივხვდი რომ იქ დამერხა.
- რატომ არ მეუბნებოდი?
- იმიტორო შენც სხვებივით ფიქრობდი.
- რას?
- რომ საბა დემეს ძმაკაცია როგორც და ისე უნდა ვყავდე და ასე შემდეგ.
- თაია მე პირველ რიგში შენი დაქალი ვარ და გამიხარდება შენი ბედნიერება. ვისთანაც გინდა იმასთან იყავი ოღონდ ყველაზე ბედნიერი მყავდე.
- ილიაც შედის იმ ყველაში?
- ილია არა ის, საბა გყავ გვერდით და ილიაზე რანაირად ფიქრობ?!
- კარგი, კარგი ოღონდ ეს ამბავი მხოლოდ ჩვენ სამმა ვიცით და...
- და...
- მგონი ლილიმაც.
- ოოო ეტა აპასნი...
საბა მოაყომარებს მაგასთან.
- ხო ალბათ. კარგი წამოდი თათა ისე დავტოვეთ და მივეხმაროთ.
გოგოებთან მივედით და ჩვენც მათთან ერთად დავიწყეთ საღამოსთვის მზადება. ბიჭები ეზოში ტრიალებდნენ მაგიდებს აწყობდნენ და მწვადებს წვამდნენ.
სამზარეულოდან კარგად მოჩანდა უკანა ეზო და საბას თვალს ვერ ვაშორებდი. უფრო სიმპატიური იყო დღეს, ქარიზმატული და ეშხიანი. რამდენჯერმე ნინიმ მხარი წამკრა გონს მოდიო და მეც ცოტახნით თვალს ვაცილებდი მაგრამ ეს რამდენიმე წამი გრძელდებოდა.
სუფრას შემოვუსხედით, ჩემს მარცხნივ თათა მოკალათდა ხოლო მარჯვნივ საბა. უცებ ნინი გამოჩნდა არ საიდან და საბას გვერდით გაწევა აიძულა. შუაში ჩაგვიჯდა როგორც მურმანის ეკალი, მე თვალებით ვანიშნებდი რომ როცა დავიმარტოხელავებდი მივახრჩობდი. ბოროტული ღიმილი დაკრავდა ნინის და საბას გამწარებული სახის დანახვაზე მეც მეცინებოდა. საბას გვერდით ლილი იჯდა და ცოტა არ მომწონდა მისი საქციელი. ზედმეტად ეპრანჭებოდა საბას. უკვე სიმთვრალეში ვდგამდი ნაბიჯს და ცოტაღა მაკლდებოდა რომ ის გოგო არ გამეგლიჯა. ტელეფონზე დაურეკეს ლილის და ცოტახანი გარეთ გავიდა.
- ეე საბუშ, შენს ვითომ მეგობართან რამე ხოარ ხდება?
ლაშამ წამოიწყო საუბარი და მეც ინტერესიანი თვალებით წამოვიწიე და შევხედე.
- საიდან რა მოიტანე?
- აშკარად მოსწონხარ.
დემე ჩაერია.
- ნუ ბოდავთ.
- რას ვბოდავთ, ის გოგო ისე გეკეკლუცება რომ შენს მაგივრად მე დავიკერე.
- ისე ძმაო კარგი გოგოა.
დემემ ხელი მხარზე დაარტყა და თვალი ჩაუკრა.
ბავშვებს სიცილი აუვარდათ მეკი სერიოზული სახით ვუყურებდი. ლილი შემოვიდა და ყველანი გაჩუმდნენ. ისედაც გავბრაზდი ჩემი ძმის სიტყვებზე და ამ სიმთვრალემ უარესად გამაცეცხლა. ავდექი და ჩემს ოთახში გავედი, ვუთხარი რაღაც საქმე მაქვს თქო. სააბაზანოში შევედი და წყალი შევისხი გამოსაფხიზებლად. კარები რომ გავაღე საბა დამხვდა კედელთან იყო ატუზული.
- თაია ცუდად ხომ არ ხარ?
- არა საბა კარგად ვარ, ცოტახანი ოთახში შევალ შენ დაბრუნდი ლილი მარტო არ დატოვო.
გვერდი ავუარე და ოთახში შევედი, კარის მიკეტვა არ მაცადა რომ შემოაღო და შემოვიდა, თან კარები გადაკეტა.
- რასაკეთებ?
- ეჭვიანობ?
- არა.
- კი ეჭვიანობ.
- ხო ვეჭვიანობ და ნერვები მეშლება რომ ჩემს წინ შენი ძმაკაცები ასე გელაპარაკებიან.
- არიციან და მაგიტომ.
- არ მაინტერესებს, არც ლილი და არც არავინ და იმ გოგო იმ თითებს მივატეხავ მხარზე რომ გითათუნებს.
- შენ რა ეჭვიანი ყოფილხარ.
ერთი ხელი წელზე შემომხვია და თავისკენ ნელ-ნელა მიმიზიდა.
- დიახ ვარ და იცოდე. ჩემი ხარ და მარტო ჩემი იქნები.
- შენი ვარ და მხოლოდ შენი ვიქნები.
ცხვირზე გამეთამაშა და უცებ ყელზე მაკოცა. ნელ-ნელა ზევით ავიდა და ბაგეებსაც შეეხო.
- მიყვარხარ.
დაიჩურჩულა ჩემს ტუჩებთან და უფრო დიდი მონდომებით მაკოცა, ორივე ხელი წელზე შემომხვია და მაღლა ამიტაცა. ფეხები მის წელზე შემოვხვიე და ხელები კისერზე. ნელი მოძრაობით საწოლზე ჩამოჯდა და კალთაში ჩამისვა. მის მოშორებას არ ვაპირებდი მაგრამ " რუჩკის" ჩამოწევის ხმა გავიგე და სასწრაფოდ მოვცილდი. ნინის ხმა გავიგონე და კარები გავაღე. საბას დანახვაზე გაეღიმა.
- ბოდიშით ხელი შეგიშალეთ მაგრამ საბა გკითხულობენ და ქვემოთ უნდა ჩახვიდე.
- სანამ გამოგვიჭირეს წავედი.
წამოდგა და ჩემს წინ გაჩერდა, ლოყაზე მაკოცა და კიბეებზე დაეშვა.
ცოტახნით საწოლზე წამოვწექი და ბედნიერი სახით დავიწყე მაღლა ყურება. ნინიმ კარები მიკეტა და თავზე დამადგა.
- თქვენ ორნი აქ, მარტო ოთახში რას აკეთებდით? თანაც ჩაკეტილები.
- ნერვები მომეშალა ლილიზე და მიხვდა. გამომყვა და დაწყნარება სცადა.
- კოცნით?
- ნუ სულელობ.
გამეცინა და უცებ მუცელში არასასიამოვნო გრძნობა  ვიგრძენი. პირზე ხელი ავიფარე და აბაზანაში გავქანდი. პირღებინება მქონდა, როგორც ჩანს ან სასმელმა მაწყინა ან რომელიმე საჭმელმა. ოთახში დავბრუნდი და წამალი ამოვიღე ჩანთიდან.
- მაშინებ, თქვენ შემთხვევით რამე ხოარ...
- ნინი გაჩუმდი სისულელეებს ნუ ამბობ.
მალევე ქვემოთ ჩავედით, ლილი სამზარეულოში იყო გასული და საბას გვერდით ადგილი იყო თავუსუფალი  ამიტომ დრო არ დავკარგე და მივუჯექი. რომ დამინახა გაიღიმა და გიტარა აიღო, უკრავდა და თან მღეროდა. ლილიმ მის ადგილზე რომ დამინახა სახეზე დაეტყო რომ არ ესიამოვნა. მაგრად მეკიდა ამიტომ ყურადღება არ მივაქციე და ისევ საბას ყურებით და მოსმენით ტკბობა გავაგრძელე.       
   არვიცი საიდან გავახსენდი ილიას ღამის 12საათზე, ტელეფონი ავიღე და მესიჯი გავხსენი. ძალიან მეზარებოდა მასთან მესიჯობა ამიტომ ყურადღება არ მივაქციე და დავბლოკე. საბამ ჩამოიწია და ყურთან დაიჩურჩულა.
- რა უნდა ილიას?
- არვიცი მომიკითხა უბრალოდ.
- მაღიზიანებს ეგ ტიპი.
- მეც მაღიზიანებს ჩემს გვერდით მჯდომი მაგრამ ჩუმად ვარ.
ნაძალადევად გავუღიმე და ლუდი მოვსვი.
- ნუღა სვამ.
- უკაცრავად?
- შენთვის გეუბნები, ცუდად გახდები.
- არ მაინტერესებს.
- რა გჭირს?! ხომ მოვაგვარეთ.
- არაფერი.
ცივად მივუგდე პასუხი და ლაშას ისტორიებს დავუგდე ყური. არვიცი რამ გამაბრაზა მაგრამ საშინელ გუნებაზე დავდექი. 2საათამდე ძლივს გავძელი, ოთახში ავედი და ტანსაცმლიანი საწოლში ჩავწექი. თანდათან ბინდდებოდა გარშემო და მეც უკვე სიზმრების სანახავად მივდიოდი.
  8 საათი იყო რომ ავდექი, ნინის გაგუდულს ეძინა ამიტომ ოთახიდან გავიპარე და ქვემოთ ჩავედი იმ იმედით რიმ ვინმე იქნებოდა. არ შევმცდარვარ, დივანზე წამომჯდარი ლილი დამხვდა. მივესალმე და სამზარეულოში გავედი, ტონა ჭურჭელი იყო ნიჟარაში. ერთი ამოვიფრუტუნე და რეცხვას შევუდექი. ლილი არ შემოსულა რამაც ძალან გამახარა.
  დაახლოებით 1 საათი მოვუნდი და ამ დროში ბავშვებიც ჩამოლაგდნენ.
ლაშა შემოვიდა სამზარეულოში, მომესალმა და თავზე მაკოცა, მას ნინი შემოყვა რაღაცას ებუზღუნებოდა. შემდეგ თათა და რატი შემოვიდნენ ისეთი საყვარლად საუბრობდნენ რომ მომინდა შეყვარებულ წყვილს ჩავხუტებოდი. ბოლოს ვაი ვაის ძახებით სამზარეულოში შემოაბიჯა დემე ახვლედიანმა, თავზე ხელი ქონდა მიდებული და ჩემს სახელს გაიძახოდა. ბავშვებისთვის ყავა ნინიმ გააკეთა და მეც ვეხმარებოდი.
- ლაშას მოთმინებას ნუცდი იცოდე.
სიცილით მივუგე და ოთახი მოვათვალიერე, არავინ არ იყო.
- ისე რასაც ეგ ბიჭი გითმენს საღოლ, მართლა საღოლ.
დავამატე და ნინის გაღიმებულ სახეს დავაკვირდი.
- მგონი სანამ არ მივიღებ ვერ დავისვენებ.
- ზუსტად.
ყავა ბავშვებს გავუტანეთ და რატის გვერდით მოვთავსდი.
- თაია ჩემი ძმაკაცი გწერდა ხო?
ჩემსკენ მოტრიალდნენ რატი და თათა.
- კი რამდენიმე კვირის წინ.
- რაუთხარი ესეთი რო დააფრთხე.
- ავუხსენი რომ მარტო მეგობრობა მინდოდა სხვა არაფერი და იმის შემდეგ არც მოუწერია.
- რა ბიჭი გაუშვი ხელიდან.
თათამ დაამატა
- უკეთესი ბიჭი მოვა.
გამუდმებით კიბეებისკენ ვიყურებოდი მაგრამ საბა არ ჩანდა.  ლაშა ავიდა გასაღვიძებლად მაგრამ ქვემოთ დანებებული სახით დაბრუნდა. ნინიმ წამოაყრანთალა რომ მისი გაღვიძება მხოლოდ მე შევძელი და ბავშვებმაც საქმე დამავალეს.
საქმეები გავინაწილეთ, ბიჭები მაღაზიაში გავიდნენ რაღაც პროდუქტების მოსატანად, თათა და ლილი სამზარეულოში იფუსფუსებდნენ ხოლო ნინი ოთახებს მიალაგებდა. აი მეკი ყველაზე რთული თუმცა ძალიან სასიამოვნო საქმის გაკეთება დამავალეს. საბას ოთახისკენ გავემართე, ჯერ დავაკაკუნე მერე კი შევედი. საბას ისევ ეძინა და თან ისე საყვარლად რომ თავი ვეღარ შევიკავე და ფოტო გადავუღე. მის საწოლზე ჩამოვჯექი და დავაკვირდი. თმებზე ნაზად მოვეფერე, შემდეგ ლოყაზე და გამობუშტულ ტუჩებზე ვაკოცე. გაეღიმა და ტანი შეარხია. იმდენად საყვარელი იყო რომ მისი გაღვიძება გადავიფიქრე და საწოლიდან წამოვდექი, საბამ ხელი დამავლო და მასთან მიმაწვინა. მის გვერდით გადამიყვანა და საბანი დამაფარა, თან ძლიერად მეხუტებოდა და მიკრავდა. მისკენ გადავტრიალი და ყელზე ვაკოცე.
- დილამშვიდობისა საბუშ.
- დილამშვიდობისა პრინცესავ. ასე ტკბილად ცხოვრებაში არ გამიღვიძია.
- ვინმე არ შემოვიდეს გამიშვი.
- დამშვიდდი ნინი იქ არ გვყვავს?
- ეგეც მართალია.
ხელები ძლიერად შემოვხვიე და რამდენიმე წამი გავჩუმდი.
- საბა ასე შეიძლება დამეძინოს.
- დავიძინოთ მე წინააღმდეგი არ ვარ.
- ხო დემესაც დავუძახოთ და შუაში ჩავიწვინოთ.
- არ არის ცუდი იდია.
დემეეე
უცებ დაიყვირა მეკი ტუჩებზე ხელი ავაფარე რომ გამეჩუმებინა.
- რას სულელობ მოკეტე არ გაიგონ.
დრო არ დაკარგა და ხელისგულზე მაკოცა. ლოყაზე მომეფერა და ნაზად მაკოცა. ასე გაჩერება აღარ შემეძლო და წამოვდექი. დაბლა გელოდები თქო და ოთახიდან გამოვედი. ბიჭები უკვე მოსულიყვნენ და რომ დამინახეს უფიქრეს არ გამოუვიდაო მაგრამ საბა რომ დანახეს ტაში დამიკრეს. მეც შევიფერე და თავი დავუკარი.
- პრინცესა მეორედ ჩემს გასაღვიძებლად არ გამოუშვათ.
ამოიწუწუნა საბამ და მივხვდი რომ რაღაც სპექტაკლს დგამდა.
- რატო?
ჩაეძია ლაშა.
- დამაფეთიანა ეს ვინ არის?!
გამეცინა და დანარჩენებსაც გაეცინათ.
საბა გვერდით ამომიდგა და ძმაკაცივით ხელი გადამხვია, ყურთან ტუჩები მომიტანა და ჩამჩურჩულა.
- მზად ხარ სათამაშოდ პრინცესა?
შევხედე და თავი დავუკარი.
მისი ხელი მოვიცილე და სამზარეულოში გავედი გოგონებთან,  ხილისგან ალკოჰოლური სასმელი მოვამზადე და რომ მოვრჩი ცეზარის მზადებას შევუდექი.  მგელივთ მშიერი ვიყავი როდესაც შემოვუსხედით მაგიდას, მაშინვე დავიწყე ჭამა. საჭმელები განსაკუთრებულად გემრიელი მომეჩვენა, ან ნამდვილად გემრიელი იყო ან ძალიან მშიოდა.
- პრინცესა გავიგე ეს სალათი შენ გაგიკეთებია და სავადმყოფომდე მივასწრეებთ?
- კარგი საბა, უკვე მოძველდა შენი უკბილო ხუმრობები.
- მე სერიოზულად გკითხე.
- მაშინ შეჭამე და ვნახოთ.
თვალები ვითომ უსიამოვნოდ ავატრიალე და საბას შევხედე.  გამიღიმა და დიდი ლუკმა გაიქანა პირში. ტელეფონი აიღო და როგორცვე დადო მაშინვე შეტყობინება მომივიდა.
" ძალიან გემრიელია😘"
ტელეფონი ჩავაქრე და ჯიბეში ჩავიდე. კმაყოფილი გავიღიმე და ჩემი გაკეთებული სალათი გავსინჯე.
მალევე მოვრჩით საუზმობას და მაგიდა ავალაგეთ. რომ მივალაგეთ თბილად ჩავიცვი და გასეირნება გადავწყვიტე, ნინიც უკან ამედევნა და ჩემთან ერთად წამოვიდა.
- მგონი ლაშა მომწონს.
ისე მოულოდნელი იყო რომ გაოცებისგან პირი დავაღე.
- რა? ვინ ლაშა? რა ლაშა?
-  თაია ნუ გამოდებილდი.
- სერიოზულად ამბობ?
- მგონი ხო.
- ცუდი ბიჭი არარის, მაგრამ...
- მაგრამ?
- რავიცი ვერ გეტყვი ის რას გრძნობს.
- ნუ ხო.
უცებ ვიღაც მოგვეპარა და ხელში ამიყვანა.
- საბა.
დავიკივლე და ხელებზე ძლიერად ჩავაფრინდი რომ არ გავვარდნოდი.
- დამშვიდდით გოგოებო, საიდუმლოს შეგინახავთ.
- გაიგე?
თვალები დააჭყიტა ნინიმ.
- ისე ნინ სიმპატიური ძმაკაცი მყავ, შეეფერებით.
- გაჩუმდი საბა.
ნინი ვითომ გაუბრაზდა მაგრამ სახეზე დაეტყო რომ ძალიან ესიანოვნა.
- მე წავედი შეყვარებულ წყვილს მარტო დაგტოვებთ.
- სად მიდიხარ?
- გავისეირნებ მარტო.
- კაი.
მხრები ავიჩეჩე და მე და საბა გზას გავუდექით.

შემიყვარდიWhere stories live. Discover now