10 საათზე ძლივს ავწიე საწოლიდან თავი, გაბრუებული ვიყავი და წუხანდელი დაღლა გამომყოლოდა. კიდევ კარგი რომ ჩემი მეგობრები საღამოთი, 8საათზე მოდიოდნენ.
არავის არ ეღვიძა, ყოველშემთხვევაში არავის ხმა არ ისმოდა. რომ ავდექი ჩავიცვი და გარეთ გავედი, არც მისაღებში არ იყო არავინ. პირველად მოვიდუღე ყავა ადგომისთანავე, ყოველთვის ვსაუზმობდი და ყავას ისე ვსვამდი. ყავის ფინჯნით აუზთან წავედი სარწეველა სკამში მინდოდა ჩაჯდომა მაგრამ დაკავებული იყო. საბა იჯდა და ყავას სვამდა, თან სიგარეტს ეწეოდა. მივესალმე და მის გვერძე სკამზე დავჯექი. თავიდან ორივენი ჩუმად ვისხედით, შემდეგ საბამ დაიწყო ამ უხერხული სიჩუმის გაფანტვა.
- ვიცი რომ სიგარეტის სუნი არ გევასება მაგრამ ეს ერთადერთია რაც გამომაფხიზლებს.
- ამ ერთხელ გაპატიებ.
გამიღიმა და მეც გავუღიმე.
- ისე ასწორებს ეგ ორი ერთად?
- საკაიფოა რა?!
- მომეცი გავსინჯავ.
სიგარეტის ღერისკენ ვანიშნე.
გაკვირვებულმა შემომხედა, როგორც ჩანს არელოდა.
- გეღადავები.
დაიბნა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა.
- არც მიფიქრია რომ სერიოზულად მითხარი.
- რატომ?!
- სიგარეტის სუნსაც ვერვიტან და რომელ მოწევაზეა ლაპარაკი.
- ეგ კი.
ტელეფონზე დაურეკეს და გავიდა. ყავა მშვიდად დავლიე და შიგნით შევედი, ნინი დამხვდა კართან ატუზული. ნახევრად ეძინა და თან მეკითხებოდა რაზე ვილაპარაკეთ. თავი როგორც იქნა დავაღწიე ნინის სულელურ კითხვებს და სახლის მილაგება დავიწყეთ. დიდი დრო არ დავკარგეთ ამაში, თან წავიხემსეთ ცოტაც და აზრზე მოვედით.
ამინდი კარგი იყო ამიტომ აუზში ჩავედით. საბა, დემე და ლაშა გავიდნენ საქმეზე თბილისში. მხოლოდ გოგოები დავრჩით და ჩვენებურად მოლხენა დავიწყეთ. ცივი ყავა გავაკეთე და მზეს მივეფიცხეთ. ჩვენი ბიჭებიც გავჭორეთ ცოტა.
რომ მოვიდნენ ღადაობა დაიწყეს და აუზში ჩაცვივდნენ, უნდა ვაღიარო რომ მათთან ერთად უფრო მოვილხინეთ.
6 საათისკენ მზადება დავიწყე. ტანზე მოვირგე მუქი ლურჯი მოკლე კაბა, გვერდებზე ოდნავ შეხსნილი. ფეხზე შავი ოდნავ მაღქუსლიანი ფეხებსაცმელები მეცვა. საბას ნაჩუქარი ულამაზესი ყელსაბამი გავიკეთე და მისაღებში გავედი. ლაშამ ბევრი კომპლიმენტი მომაყარა, არც დემეს დაუკლია, საბა იჯდა და მიყურებდა ხმას არ იღებდა. მიყურებდა არა უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი რომ მომშტერებოდა. თავი უხერხულად რომ ვიგრძენი ხელი ავუქნიე.
- ჰეი შენ რასიტყვი?
დავტრიალდი რომ უფრო კარგად შევეფასებინე. არანაირი ემოცია არ დაეტყო სახეზე რობოტივით მითხრა.
- კარგად გამოიყურები.
- ვსო, უბრალოდ მეტყვი რომ კარგად გამოვიყურები?
თავი დამიქნია და ოთახიდან გავიდა დასარეკი მაქვსო. ისევ გამაკვირვა მისმა საქციელმა, როცა ვფიქრობ რომ შეიცვალა ჩემს მიმართ მაშინვე საპირისპირო ხდება, ორმაგად უარესად მექცევა. ვეცადე ჩემი ყურადღება სტუმრებზე გადამეტანა, უკვე მალე მოვიდოდნენ და ცოტა ავღელვდი.
ჩემი კლასიდან მნიშვნელოვანი ადამიანები დავპატიჟე მხოლოდ და რამდენიმე ჩემი მეგობარიც.
ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა, ვცდილობდი რომ ჩემი სტუმრებისთვის თანაბრად დამეთმო დრო. ცოტა ცოტას ვსვამდი, მინდოდა მთელი დრო რაც ვიქნებოდით სმაში გამეტარებინა. უკვე საკმაო დოზა მქონდა მიღებული როდესაც ილიამ დამირეკა. სიმღერების ფონზე წესივრად არ ისმოდა რას მეუბნებოდა ამიტომ ეზოში გავედი.
- ხო ილო.
- ჭიშკართან მოდი.
გამითიშა, მეც წავედი ჭიშკრისკენ და რომ გავაღე ულამაზესი ვარდების თაიგულით ხელში დამხვდა.
- ილია რატომ შეწუხდი?!
- მე შენსგამო არაფერზე არ ვწუხდები.
- ძალიან საყვარელი ხარ, მადლობა.
ჩავეხუტე და ლოყაზე ვაკოცე. მანაც შემაქო და კომპლომენტებით ამავსო.
- შემოდი შიგნით.
- არა არა, უნდა წავიდე შენკი გაერთე.
- გამიხარდებოდა რომ შემოსულიყავი.
- შენი ნახვაც საკმარისია ჩემთვის.
სანამ წავიდა კოლოფიც მომცა. საბა მომიახლოვდა და გვერძე დამიდგა. ხმა არ გავეცი მარტო ვანიშნე არაფერი არ არისთქო და სახლში შევედი. გოგოებმა რომ დაინახეს ჩემსკენ წამოვიდნენ ვარდების თაიგულს აშტერდებოდნენ და თან ჯერჯერით კითხვებს მისმევდნენ.
ძალიან დამაინტერესა ყუთში რა იდო ასეთი და გავხსენი. სამაჯური უსასრულობა და ულამაზესი ბეჭედი. ეს ბეჭედი ცოტა ნიშნობისას გავდა. რომ არავის არ დაენახა სასწრაფოდ ყუთი დავხურე და ყვავილებთან ერთად ოთახში შევიტანე. უკვე ტორტს ამზადებდნენ რომ ჩამექრო. იუბილარის ადგილას დავდექი და დაველოდე. ტორტის მოტანას თან მოყვა ფეიერვერკის ცაში გასროლა და სიმღერა. ღრმად ჩავისუნთქე და სული შევუბერე. ყველა ერთად ჩამეხუტა და კიდევ ერთხელ მომილოცეს დაბადების დღე. ამ ცერემონიას მხოლოდ საბა გამოაკლდა. თავისთვის კუთხეში იჯდა, ჩემი კლასელი ნანკა მივიდა და ის ელაპარაკებოდა. ნინიმ ტორტის ნაჭერი გამომიწოდა და მეც მას დავხედე შემდეგ ისევ საბას.
" სამაგიეროს გადახდის დროც მოვიდა" ჩავილაპარაკე და საბასთან წავედი. ნანკა უკვე ამდგარიყო ამიტომ საბას გვერძე დავჯექი. შემომხედა მაგრამ ხმა არ გამცა ისევ სასმელს მიუბრუნდა.
- ბევრს სვამ მერე ჩემი მისახედი უნდა გახდე იცოდე.
შემომხედა და გამიღიმა, ისევ ჩუმად იყო.
- ტორტი არ გინდა?
უარის ნიშნად თავი გაიქნია.
- როგორც გინდა.
უკვე ვაპირებდი მისთვის წასმას რომ თეფშზე ხელი ამიკრა და მთლიან სახეზე წამესვა. საბას სიცილის ხმა მესმოდა და ამაზე უფრო გავმწარდი.
- რაო პრინცესავ გეგონა მაგას მე წამისმევდი?
სახიდან ტორტის ნაჭერი მოვიშორე და საბას წავუსვი. აქედან დაიწყო ტორტით ომი, საბოლოოდ კი აუზში აღმოვჩნდით. სიცილს ვერ ვიკავებდი როდესაც საბას გაბრაზებულ სახეს ვხედავდი.
ომი რომ დავასრულეთ ორივე ოთახში წავედით და გამოვიცვალეთ. სარკეში რომ ჩავიხედე თმები ტკბილიანი მქონდა და სააბაზანოში გავეშურე. აბაზანის შესასვლელთან საბას შევეჩეხე, როგორც ჩანს არცერთი არ ვაპირებდით დათმობას. წავკინკლავდით ისევ ვინ ავიდოდა მეორე სართულზე აბაზანაში. 5 წუთი დავკარგეთ ამის გარკვევაში. ბოლოს დემე ჩაერია საუბარში.
- ამჯერად რა ვერ გაიყავით?
- სააბაზანო.
- სააბაზანო.
- 3 წლის ბავშვებს თქვენზე მეტი ჭკუააქვთ. მეორე სააბაზანოც ხოარის ერთი იქ წადით.
- საბა წავიდეს.
- მე რატო თაია წავიდეს.
დემემ თვალები აატრიალა.
- თაიაზე შესაძლებელია თქვა რომ ბავშვია მაგრამ შენ რაღამ გაგაგიჟა?! დროზე მოგვარდით და 15 წუთში ორივენი გარეთ იყავით.
მკაცრი მზერა გვიბოძა და გავიდა. საბას მოსწყინდა ომი და ზემოთ ავიდა. შხაპი მალევე მივიღე და გამოვედი, საბას მოვკარი თვალი ისევ მაისური არ ეცვა. რომ არ მივშტერებოდი სასწრაფოდ წავედი ოთახში.
აღარ გამოვპრანჭულვარ, კომფორტულად ჩავიცვი და ისე გავედი მეგობრებთან. სასმელი ავიღე და გართობა დავიწყე. დრო ისე გავიდა ვერ გავიგე, თითქოს ამ სამყაროდან გამოვეთიშე. ვცეკვავდით, ვსვამდით ვმღეროდით და დროს მშვენივრად ვატარებდით. მინდოდა დასამახსოვრებელი ყოფილიყო ეს დღე ჩემს ცხოვრებაში.
ძილი მომერია და არამარტო მე, ტემპი შევანელეთ. 5 საათი იყო რომ დავიშალეთ. ბევრი ვეცადე რომ დამეძინა, ნინი და თათა როგორცვე დაწვნენ დაეძინათ. ძალიან მეძინებოდა მაგრამ ვერ ვისვენებდი, ვდგებოდი მერე ვწვებოდი მაგრამ არაფერი არ მშველიდა. მეორე სართულზე ავედი და აივანზე გავედი. მოაჯირს მივეყუდე და ღრმად ამოვისუნთქე.
- შენც ვერ იძინებ?
უცებ ხმა გავიგე და ძალიან შემეშინდა. საბა იჯდა კუთხეში და ლუდი ეჭირა.
- ვერ შეგამჩნიე. არვიცოდი თუ აქ იყავი.
- ვერც მე დავიძინე.
- კიდევ სვამ?
- ცოტას.
სკამი იყო მაგრამ არ ჩამოვჯექი, ფეხზე დგომა ვარჩიე. აივნიდან მცხეთა ჩანდა და ჩემი ყურადღება მას მივაპყარი. ცოტახანში ისევ საბას ხმა გავიგე.
- ილია შენც მოგწონს?
- საიდან მოიტნე?
- რავიცი მაშინ რომ ნახე თბილად ჩაეხუტე და ლოყაზე აკოცე.
- ესეიგი დაინახე...
- მიპასუხე.
- არა არ მომწონს, თან მაშინ ნასვამი ვიყავი და რას ვაკეთებდი არვიცოდი.
- კაი ბიჭი ჩანს, როგორც დავინახე ძალიან მოსწონხარ და მგონი უყვარხარ კიდევაც.
- მე არმაქ მის მიმართ გრძნობები.
- საერთოდ შენ ვინმე გყვარებია? ან უბრალოდ მოგწონებია თუ მაინც.
- მოწონებით კი მაგრამ არავინ არ მყვარებია.
- ცხოვრების აზრი სიყვარულშია.
- ამას ლუდი გალაპარაკებს თუ?
- ასეა ასე, დამიჯერე არც გიცხოვრია.
- არმჯერა რომ ამას შენ ამბობ.
რამდენიმე წამიანი პაუზა ჩამოვარდა ჩვენს შორის, შემდეგ ისევ მე დავიწყე საუბარი.
- გიყვარს ვინმე?
შემომხედა და ჩაეღიმა, ჯერ ჩუმად იყო შემდეგ ალაპარაკდა.
- ახლა არა მაგრამ მყვარებია.
- ასე მგონია რომ სიყვარულს ტანჯვის და ტკივილის მეტი არაფერი არ მოაქვს.
- ბედნიერიერება და ტკივილი თანაბრად არის სიყვარულში.
- და რა არის სიყვარული?
დაფიქრდა თითქოს დააკვირდა ჩემს შეკითხვას.
- ყველა სხვანაირად განმარტავს სიყვარულს, ჩემთვის კი უბრალოდ ლამაზი გრძნობაა.
- როგორც ჩანს ჯერ მე ვერ გავიგებ.
ნელ-ნელა ვარსკვლავები ქრებოდნენ, შორიდან სინათლე მოჩანდა და ცას ლამაზად დასთამაშებდა. ცას ფერი შეეცვალა, უფრო გაღიავდა. საათი 6:00 აჩვენებდა. უკვე თენდებოდა, საბასკენ შევტრიალდი და დავემშვიდობე.
YOU ARE READING
შემიყვარდი
Romance- საბა ახვლედიანო ოცნება აგიხდა, შემიყვარდი. ბოლო სიტყვას ჩემი გულიც თან გავაყოლე. ასე ხმამაღლა არასდროს არ მიღიარებია. ხარბად მივაშტერდი ტუჩებზე და შემდეგ ძლიერად ვაკოცე.