21 თავი

1.6K 71 18
                                    


- მიდი ქურთუკი მოიცვი და წავედით.
- სად მივდივართ?
- გავისეირნოთ.
- ეხლა?
საათს დავხედე და თორმეტის ნახევარი იყო.
- ხო წამო დროზე.
კარისკენ გამაქანა და ქურთუკი მომაცვა.
- ბავშვებთან სირცხვილია.
- ორ თვეზე მეტია წესივრად ვერ გნახე, ვერ გეხუტები და გეფერები. გგონია ეხლა რამის შემრცხვევა? თან კიდე გაიგებენ არაფერია.
- კარგი მაშინ წავიდეთ.
ხელი მოვკიდე და რესტორნიდან გავედით. ჯერ ჩვენი სახლისკენ წავედით ტანსაცმელი უნდა გამომეცვალა თორემ ამ მოკლე კაბაში გავიყინებოდი.
- გცივა ხო?
- ცოტა.
- აბა ეგეთი კაბა რომ გაცვია მაშ რა მოგივა?!
- არ მოგწონს ჩემი კაბა?
- საეხლავო არაა.
- აბა რამექნა ხო უნდა მეეჭვიანებინე და...
შემომხედა, გაიღიმა და ხელი გადამხვია.
სახლში რომ მივედი ჩემს ოთახში ავედი მაშინვე, სასწრაფოდ გამოვიცვალე და ისევ საბასთან ჩავედი.
- თბილად გაცვია?
- კი, სად მივდივართ?
- გავუყვეთ გზას და სადაც წაგვიყვანს წავიდეთ.
- რო დავიკარგოთ?
- პრინცესავ განა ამერიკაში ვართ.
წამოდი ერთმანეთი დავიბედოთ.
განათებულ ქუჩას სეირნობით გავუყევით. ისეთი ბედნიერი ვიყავი რომ სიტყვებით ვერ გადმოვცემდი. მის ცქერაში სიცივესაც ვერ ვგრძნობდი. მინდოდა მთელი ღამე ესე გვევლო და მისთვის მესმინა და მეყურებინა. სად მივდიოდით არცერთმა არ ვიცოდით, ღამის 12 საათზე მარტო ჩვენ ვიყავით ქუჩაში.
- ისე მომენატრე სიტყვებით ვერ გადმოგცემ.
- მაშინ გაკოცებ და გავიგებ.
ვუპასუხე და მისკენ გადავიწიე. ხელები მაგრად მოვხვიე და ვაკოცე. მანაც იგივე გააკეთა, ხელში ამიყვანა და დატრიალდა.
- ერთმანეთი დავიბედეთ.
მიჩურჩულა და ისევ მაკოცა.
დაბლა რომ ჩამომსვა იქვე თოვლში ჩავწექი და ხელ-ფეხი გავაქნიე, გვერდით მომიწვა და მომბაძა. რომ ავდექით ჩვენს ნაკვალევს ბედნიერი სახით დავაკვირდით. პირველ საათამდე დავსეირნობდით, ამ 2 თვის მანძილზე იმდენი რამე გვქონდა მოსაყოლი რომ დროის გასვლა ვერ გავიგეთ. ძალიან აცივდა ამიტომ სახლში წავედით, ეზოში მთვრალი ლაშა, დემე და რატი შემოგვეგებნენ. გოგოები გვერდით ყავდნენ და ცეკვავდნენ. ისეთი სასაცილო სანახავები იყვნენ რომ თავი ვეღარ შევიკავეთ და ხარხარი დავიწყეთ.
- ჩემი და და სიძე მოსულაან.
დემე ჩვენსკენ წამოვიდა და ორივეს მოგვეხვია.
- ესე რაა, რას დაგვტანჯეთ ხალხი.
- წამო შიგნით შევიდეთ და იქ ვიცეკვოთ.
საბამ ბიჭებს ხელით ანიშნა შევიდეთო. შიგნით რომ შევედი გოგოები დამეხვივნენ და ყველაფერი დაწვრილებით მომაყოლინეს. მათაც დაისვენეს და მეც.
იმდენად ემოციური დღე იყო რომ სახეზე დამეტყო და მოვითენთე. დივანზე ვიჯექი როდესაც საბა, მოვიდა გვერდით მომიჯდა ხელი გადამხვია და მიმიხუტა.
- რამე მოხდა?
- არა უბრალოდ დაღლილი ვარ.
- ადი ოთახში დაიძინე, ესენი არ აპირებენ ჯერ დაშლას.
- ხო წავალ.
- ტკბილი ძილი.
ლოყაზე მაკოცა და გამიღიმა.
საწოლში როგორცვე ჩავწექი ტელეფონმა დამირეკა და ასაღებად წამოვიწიე.
- ალო.
უცხო ნომერი იყო.
- გილოცავ ახალ წელს თაია.
- მადლობა. რომელი ხარ?
- ვეღარ მიცანი ხო?! გიორგი ვარ.
- გიორგი საქართველოში ხარ?
- კი ახალ წლებზე ჩამოვედი და მამაშენმა მითხრა ბაკურიანშიაო.
- ხო რამდენიმე დღეა წამოვედით.
- ხვალ მოვდივარ და ვიფიქრე ვნახავდი ორივესთქო.
- ხო მოდი, ორივეს ძალიან გაგვიხარდება. დემეს დაგალაპარაკებდი მაგრამ ისეთი მთვრალია არაფერი არ ახსოვს.
- იყოს ხვალ დავურეკავ. კარგი უნდა წავიდე გამიხარდა შენთან ლაპარაკი.
- მეც ძალიან.
- კარგად.
- კარგად.
ტელეფონი გავთიშე და ტუმბოზე დავდე. როგორცვე ლოგინში ჩავწექი ვიღაცამ ნელა შემოაღო კარები.
- არ გძინავს?
- არა საბა.
საწოლთან მოვიდა და საბანი გადასწია.
- ჩაიჩოჩე.
კედლისკენ მივიწიე. საბამ ხელი გაშალა, მეც მის ხელზე თავი დავდე და მივეხუტე.
- სუნამო შეიცვალე?
- არაა.
დაბნეულმა ვუპასუხე და საკუთარ თმებს დავსუნე. ისეთი სუნი ასდიოდა კინაღამ გული ამერია. სასწრაფოდ წამოვდექი და პირსახოცის ძებნა დავიწყე. ამ დროს ნინიმ შემოაღო კარები.
- უკაცრავად ოთახი შემეშალა.
ლაშაც შემოყვა.
- ვაა გვრიტებიი.
ისეთი მთვრალები იყვნენ ძლივს ლაპარაკობდნენ.
- წამოდი ლაშიკო გავიდეთ ხელს ვუშლით.
ორივე გაკვირვებულები ვუყურებდით, რომ გავიდნენ ერთმანეთს შევხედეთ და გაგვეცინა.
- კარგი მე წყალს გადავივლებ და მოვალ, შენ წადი და დაიძინე.
საწოლიდან გადმოძვრა და ხელზე დამექაჩა. თავი ვერ შევიკავე და საწოლზე დავეცი, უცებ მის ქვემოდან როგორ მოვხვდი ვერ გავიგე, თვალები რომ გავახილე მიყურებდა.
- მოგენატრე?
ეშმაკური სახით ჩამომხედა და შემეკითხა.
- ძალიან.
- არ მჯერა.
- როგორ დაგაჯერო?
თავი ჩემსკენ დაწია და ცოტა ეკლდა რომ ხელი ტუჩებზე ავაფარე.
- ნუ დაგავიწყდება რომ ჩემი ძმაა დაბლა და შესაძლოა ყოველ წამს ამოვიდეს.
ხელზე კოცნა დამიწყო და ისე მოიქცა თითქოს არაფერი არ მითქვამს. ჩემი ხელი მოირიდა და ლოყაზე მაკოცა. უცებ გადაიწია და გვერდით გადაწვა.
- წადი და მალე მოდი.
საწოლიდან დაბნეული წამოვდექი და აბაზანაში გავედი.

***
ბანაობას რომ მოვრჩი ფენით თმის გამშრალება დავიწყე და კარებზე ბრაგუნის ხმა გავიგე, სასწრაფოდ გამოვრთე ფენი და კარები გავაღე.
- საბა რახდება?
- სად ხარ ამდენი ხანი, ნინი შემოვიდა ოთახში და გამომაგდო.
- დაიშალნენ?
- კი.
არც შემეკითხა ისე შემოაღო კარი და შემოვიდა.
-მომეცი ფენი.
მეც გავუწოდე. თმების გაშრობა ნელ-ნელა დაიწყო, თითქოს არ უნდოდა დამწიწკნოდა ისე ფაქიზათ მეხებოდა თმებზე დრო და დრო იხრებოდა და სურნელს ისუნთქავდა თან რბილად მკოცნიდა თავზე. ნაწილი რომ გამიშრო ფენი გამორთა და თმების დავარცხნა დაიწყო.
- წვერები როდის უნდა შეითხელო, ან გაიპარსო.
- შეთხელებას ვაპირებ მაგრამ გაპარსვას არა.
- თუ აქ გაქ გამოიტანე და შეგითხელებ.
- მოვრჩები შენი თმების გამშრალებას და მერე.
აღარ ვუპასუხე მისკენ შევტრიალდი და თვალებში შევხედე. სანამ მიშრობდა არცერთი წამით არ მომიშორებია მზერა. რომ მორჩა ფენი დადო და თავის ოთახიდან "მაშინკა" გამოიტანა.
- არადა უწვეროდ უფრო საყვარელი ხარ.
- წვერიანად სიმპატიური ვარ სამაგიეროდ.
წარბები ამიწია და გაიღიმა.
- გადაპარსულ თმებში "hot" ბიჭი ხარ, არ მომტაცონ შენი თავი.
- რა სულელი ხარ.
ცხვირზე დამკრა თითი.
- აჰაა მე ვთქვი და მერე არიყოს რო აქეთ-იქით გეძებდე.
- ხო მიდი წვერი შემითხელე თორე დაგვათენდა.
წვერის შეთხელებაში ოსტატი გამოვდექი და ისე ვქენი რომ ბოლოს საერთოდ გაპარსვა მოუწია. ჯუჯღუნი დაიწყო მაგრამ ისე საყვარლად რო სიცილი ვერ შევიკავე.
- რა გინდა ძალიან გიხდება.
- ხოო 14 წლის ბიჭს ვგავარ.
- სამაგიეროდ უფრო ახალგაზრდა შეყვარებული მყავ.
- უნდა მოგკლა.
უცებ ცხვირის წვერზე მაკოცა და ხელები მხრებზე დამადო.
- რომ ვერც გიბრაზდები?
- მალე გაგეზრდება.
- სულელო.
უცებ მაკოცა და ხელები ძლიერად შემომხია. ტანზე ავეკარი და ხელები სახეზე მოვკიდე.
- გვიანია.
მის ტუჩებთან დავიჩურჩულე.
- ხო წადი თორემ მაგიჟებ.
- ოჰ, შენი სიგიჟეც მე დამაბრალე აბა.
- ტკბილი ძილი ჩემო სულელო.
- შენც დებელო.
ლოყაზე ვაკოცე და აბაზანადან სასწრაფოდ გამოვიქეცი.

ბოდიშით დაგვიანებისთვის იმედი მაქვს მოგეწონებათ❤
ცოტახნით შესვენების აღებას ვაპირებ ვფიქრობ რომ ისე შინაარსიანათ ვეღარ ვწერ როგორც ადრე😕 ვეცდები რომ რაც შეიძლება მალე დქვაბრუნო ჩემი წერის მოტივაცია❤
მადლობა რომ მოგწონთ და ყოველ თავს
ასე ელოდებით❤

შემიყვარდიWhere stories live. Discover now