2 თავი

2.1K 84 0
                                    

- ნინი რამდენჯერ გაგიმეორო რომ არ ვღადაობ და მართლა გადავიხდი დაბადების დღეს?
- ხო კარგი უბრალოდ ცოტა არიყოს არმჯერა.
სადარბაზოს კიბეები ჩავირბინეთ და მთაწმინდაზე ავედით, დიდი ხანია იქ არვყოფილვარ და მომნატრებია. ნაპირზე დავდექი და მთლიან თბილისს გადმოვხედე. მთელი მთაწმინდა შემოვიარეთ და უამრავი ფოტო გადავიღე. ატრაქციონები ბავშობიდანვე ძალიან მიყვარდა და პირველი "ეშმაკის ბორბალზე" დავჯექი. ნინი არ გამომყვა რადგან სიმაღლის შიში აქვს. რაც უფრო მაღლა ავდიოდი მით უფრო ვტკბებოდი თბილისის ცქერით და თან ფოტოებს ვიღებდი.
ისე მომეწონა რომ იქ კიდე მინდოდა მაგრამ ნინის ვერ ვალოდინებდი ამიტომ ჩამოვედი. ცოტა ფეხით გავისეირნეთ, ისეთი დაღლილები ვიყავით რომ სახლამდე ტაქსით წავედით. სადარბაზოში რომ შევედით ერთი ამოვიოხრე.
- მეხუთე სართულზე რაავა.
ნინიმ დაიწუწუნა.
- შენ ლიფტით ადი და მე ამოვჩანჩალდები.
- იქნებ ერთად ავიდეთ.
- ხომ იცი რომ რაღაც სისულელეს მეუბნები.
- მაინც ვცადე.
ლიფტში ფეხი არ შემიდგავს არასოდეს, ბავშობიდანვე მეშინოდა. მეგონა რომ თუ იქ შევიდოდი ამოვიხუთებოდი და ცოცხალი ვეღარ გამოვიდოდი.
ყოველდღე ფეხით ავდივარ და ჩავდივარ მეხუთე სართულზე. არც მეზარება ერთგვარი ვარჯიშია და თან მომწონს კიდევაც. დღევანდელი დღე გამონაკლისი იყო, საშინლად დაღლილი და ძალა გამოლეული ვიყავი თუმცა სხვა გზა არმქონდა. ნინიმ მარტო არ გამიშვა და ჩემთან ერთად ფეხით წამოვიდა, ცოცხალი თავით ჩემთან არ შემოვიდა ძალიან დავიღალე და მეძინებაო. სახლის კარები როგორცვე შევაღე ბიჭების სიცილის ხმა შემომესმა. 3 განუყრელი მეგობრები ისხდნენ და ლუდს სვამდნენ. მამა და თაკო სხვაგან რჩებოდნემ და ამათ დრო იხელთეს. მათკენ წავედი და ლაშიკოს მოვეხვიე, შემდეგ საბას ჯერიც იყო. გადავკოცნე და უკან დავიხიე.
- პრინცესა როგორ ხარ?
- შენ როგორ ხარ საბუშ?
- საბუშას ნუ მეძახი.
სერიოზული სახე მიიღო.
- შენკიდე პრონცესას ნუ მეძახი.
ხმა აღარ გამცა ისე დაჯდა დივანზე. ცოტახნით ოთახში შევედი, გამოვიცვალე და კომფორტულად ჩავიცვი. რომ გავედი სამივე გაჩუმდა.
- განაგრძეთ მე არგისმენთ.
ლაშამ ხელით მანიშნა ჩემს გვერდით დაჯექიო. მეც არ გავუტეხე და მის გვერდით მოვკალათდი.
- მშვენივრად გამოიყურები დაიკო.
- მადლობა ლაშიკო.
გავუღიმე, მან ხელი გადამხვია და თავზე მაკოცა. ლუდის სუნი ვიგრძენი და მივხვდი რომ უკცე კარგად ქონდათ დალეული.
- გინდა გითხრა ჩემი სილამაზის საიდუმლო?
- აბა გისმენთ.
- იყავი ბუნებრივი.
საბას მზერა შევამჩნიე მაგრამ როგორცვე დამინახა რომ შევხედე მაშინვე დაიბნა და გვერძე გაიხედა. გაკვირვებული ვიყავი მისი საქციელით.
- ყოჩაღ ჩემო ლამაზო.
ლაშამ შემაქო და ისევ მაკოცა.
- ზეგ უკვე დაბადების დღე გაქვს და რას აპირებ?
- როგორც გითხარი უნდა ავღნიშნო.
- მე არ დამპატიჟებ პრინცესა?
მაცდურად შემომხედა საბამ.
- კი საბუშ.
- საბა მქვია.
- მე კი თაია და არა პრინცესა.
- არადა ზუსტი ზედმეტ სახელია.
- აი მაგალითად რატოა?
- ვაიმე მძიმეა, აუ აქ ჭიაა, თეთრი კეტები მაცვია აქ ვერ გავივლი.
საბამ მე დამაჯავრა რაზეც ბიჭების სიცილი მოყვა.
- გრცხვენოდეს დემე, შენ დას დასცინის და შენ იმის მაგივრად რო რამე უთხრა ყვები? - ან შენ ლაშა?
- რავქნა სიმართლეა და...
გავბრაზდი და ავდექი, ჩემს ოთახში გავედი. 5წუთში საბამ შემოაღო კარები. გაბრაზებული ვიყავი ისედაც და რომ დავინახე რომ უკითხავად შემოვიდს უფრო გავბრაზდი.
- შენ რაა დაკაკუნება არიცი?
- უჟმურო სულ ნუ ჩხუბობ.
- წეღან პრინცესა ვიყავი და ეხლა უჟმური ვარ?
- რატომ ბრაზდები პრინცესას რომ გეძახი?
- იმიტომ რომ არასწორად ფიქრობ ჩემზე.
- როგორ გგონია რომ ვფიქრობ?
- გათამამებული წიკებიანი გოგო გგონივარ, რომელსაც ყველაფერზე პრეტენზია აქვს.
- არ ხარ ასეთი?
- არა!
მტკიცე ხმით მივუგე.
- რატომ გადარდებს ასე ძალიან რას ვფიქრობ შენზე, შენ ხო მაინც არ გევასები. თან მგონია რომ მაგრად ვერ მიტან.
- პირველი, მე შენთან პრობლემა არ მაქვს, შენ მექცევი რაღაცნაირად და სულ ირონიით მელაპარაკები. მეორე ის რომ ჩემთვის ისიც კი მნიშვნელოვანია რას ფიქრობს უცხო ადამიანი ჩემზე, და მესამე მინდა რომ გახვიდე.
- აქედან ერთად გავალთ.
- მე არ მოვდივარ, წადი.
- გელოდები...
რამდენიმე წამში წამოვდექი და კარისკენ წავედი, საბამ ჩაიღიმა და უკან გამომყვა. კართან რომ მივედი მისკენ შევტრიალდი რაღაც უნდა მეთქვა. ერთმანეთის პირისპირ აღმოვჩნდით, სანტიმეტრებიღა იყო დარჩებილი ჩვენს შორის. თავიდან დავიბენი, ცოტა უხერხულად ვიგრძენი თავი. გონს მალევე მოვედი და ხელით უკან დავწიე. თვალი არ მოუცილებია ერთი წამითაც. ლაპარაკი ისე წამოვიწყე ვითომ არაფერი არ მომხდარა, დაბნეულობა არ შევიმჩნიე.
- შენს გამო არ მოვდივარ, უბრალოდ დალევა მინდა.
- ლოთი პრინცესა ყოფილხარ.
- საბა!
- კარგი, კარგი.
ისევ ირონიულად ჩაიღიმა. ღმერთო როგორ მიშლიდა ნერვებს მისი ასეთი საქციელი.
მისაღებში რომ გავედი ისევ ლაშას მივუჯექი გვერძე. დემემ საბას გადაულაპარაკა ყოჩაღო და ორივემ გაიცინა. როგორცვე ჩემი მკაცრი მზერა შეამჩნიეს მაშინვე გაჩერდნენ. ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ, ზოგი მეგობრობაზე ზოგიც სიყვარულზე. გაირკვა რომ საბას 3 წელია ურთიერთობა არ ქონია, ლაშიკო ახლახანს დაშორდა, ჩემი ძმა კი ჯერ ისევ შეყვარებულიანია თუმცა არ მგონია ეს ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდეს. ბოლოს ჩემი ჯერიც დადგა და ლაშიკო შეყვარებულზე კითხვებით მომადგა.
- შენს შეყვარებულს ხომ გაგვაცნობ 30ში.
- მანამდე თუ ვიშოვე კი.
- გეყოლება უკვე.
- არმყავს.
- შენ ვინ გაგიძლებს უჟმურო.
საბამ ისევ ირონიით ჩაიცინა.
- შენნაირი უჟმური.
მეც ირონიით მივუგე.
რამდენიმე წამი გაჩუმდა, თითქოს დაიბნა კიდევაც ცოტა, შემდეგ ისევ დაამატა.
- უნდა ილოცო რომ ჩემნაირი შეგხვდეს.
- ღმერთმა დამიფაროს.
გამეცინა და ბიჭებსაც გაეცინათ. დემე სიტუაციის გასამუხტად ისევ ჩემს დაბადების დღეს მიუბრუნდა. დარბაზის მორთვა შემომთავაზა და მეც დავთანხმდი. დემეს გემოვნებას ვენდობოდი, თანაც ძალიან მეზარებოდა მორთვა და არც გამომდიოდა დიდად.
ბიჭები მალევე წავიდნენ, ისეთი დაღლილი ვიყავი და ცოტა ნასვამი, რომ არაფრის თავი არმქონდა და დავიძინე. ღამით ორჯერ გამომეღვიძა ძლივს დავიძინე.

შემიყვარდიWhere stories live. Discover now