18 თავი

1.4K 62 9
                                    

საბას მანქანაში წინა სავარძელში გამოვიჭიმე და დაველოდე რომ ჩამჯდარიყო. მალევე საბაც თავის ადგილას მოკალათდა და დავიძარით. წვიმდა და აგრილებულიყო, მოვიბუზე და საბას მხარზე თავი ჩამოვადე.
- გინდა ავარიაში მოვყვეთ?
- არა რატომ უნდა მინდოდეს?!
- აბა ასე რომ აკეთებ ვიბნევი და მარტო შენზე ვფიქრობ.
ამ სიტყვების გაგონებაზე გავხალისდი და ლოყაზე ვაკოცე. საყვარლად გაიღიმა და ჩამომხედა.
- გცივა?
- ცოტა.
მანქანა ნაპირზე გააჩერა და უკან გადაძვრა, მისი ლურჯი ჟაკეტი გადმოიღო და მომაწოდა.
- რა კაი ჟაკეტია.
- მაგას არ გაჩუქებ.
უკმაყოფილო სახით შევხედე.
- პრინცესავ შენი წყალობით ჩემი გარდერობი დაცარიელდა.
- რავქნა თუ გემოვნებაში ვემთხვევით?! თანაც სულ რაღაც 2 ჰუდი მაჩუქე.
- კიდევ ერთი ჟაკეტი და ხოო, კიარ გაჩუქე იჩუქე.
- არ მჭირდება შენი არაფერი.
ხელები სასაცილოდ გადავიჯვარედინე და თავი ფანჯრისკენ მივაბრუნე.
- პატარა პრინცესა გაიბუტა?
ლოყაზე მიჩქმინტა უცებ თავი გავწიე და ფანჯარას მივარტყი.
- აუ...
- აი ბუტიაობამ რა იცის.
- თავი დამანებე რა?!
ისევ გააჩერა და მე შემომიტრიალდა.
- მანახე ფუფუა გეტინაა?
დაბღვერილმა შევხედე მაგრამ თავი ვეღარ შევიკავე და გამეღიმა.
- ესე მალ-მალე თუ გააჩერებ ჩავალთ ალბათ ხვალ.
არაფერი არ მითხრა გადმოიწია თავზე მაკოცა და მანქანა დაძრა.
მთელი გზა ხან რა თემას განვიხილავდით ხან ვის ვჭორავდით, უცებ წავკინკლავდებოდით და შემდეგ ისევ მშვიდად გავაგრძელებდით ლაპარაკს. ხანდახან მეგონა რომ გვერდით დაქალი მეჯდა და არა შეყვარებული, იმდენად ღია და გულახდილი ვიყავი მასთან. არასდროს არ მეგონა რომ ადამიანთან ასე თავისუფლად ვიქნებოდი.
მანქანა ჩემს კორპუსთან გააჩერა და ჩანთა ავიღე.
- შენ არ გადმოხვალ?
- არა სახლში წავალ დავისვენებ თორე ისევ თავი მტკივა.
- გინდა წამალი ჩამოგიტანო?
- არა სახლში ვიპოვი რამეს.
- შეცდომით არ დალიო რამე და მერე სახლში არ გიპოვო გასკვანჩული.
- მაგას ვერ მოესწრები.
- უიი, მეწყინა. იცოდე პირდაპირ სახლში წადი.
- არა ჯერ გოგოებთან გავივლი და მერე წავალ.
- რაც გინდა ის ქენი.
ჟაკეტის გახდა დავიწყე.
- არა გეცვას.
- გიბრუნებ, ხო მითხარი არ გაჩუქებო.
- ისე მოგეწონა რა ნამუსით გამოგართვა ეხლა.
- მასე არ მინდა.
- დაიტოვე და ხშირად დაყნოსე ხოლმე, ჩემს სურნელს რომ შეიგრძნობ უფრო შეგიყვარდები.
- იდიოტო.
- იცოდე შენც მაჩუქებ მერე რამეს რომელსაც შენი სურნელი ასდის.
- კაბა გინდა?
- არა რამე ტოპი მაიკა.
გავიცინე და მოვეხვიე, ლოყაზე ვაკოცე და მანქანიდან გადმოვედი, კურპუსისკენ სწრაფად გავიქეცი რომ არ დავსველებულიყავი. დემეს მანქანა დავინახე და გავიფიქრე მოვიდა თქო. სახლის კარი როგორცვე შევხსენი მისაღებში ჩახუტრბულმა წყვილმა შემომანათა.
- ოპააა არაფერი არ დამინახიაა.
თვალებზე ხელი ავიფარე და ჩემი ოთახისკენ გავძვერი.
- თაია.
დემეს ძახილი გავიგონე და ნელნელა გავაღე კარი.
- გამოდი ნუ მაიმუნობ.
- უხერხულ დროს შემოვედი.
- უბრალოდ ჩახუტებულები ვისხედით.
- ხოო.
დაეთანხმა ლილიც.
- მაშინ...
მივედი და შუაში ჩავუჯექი.
- შენ და საბას ესე გიხტებით ხოლმე?
ამოიწუწუნა დემემ
- ხო კაით.
ფეხზე წამოვდექი და ლილიც წამოდგა.
- მე წავალ.
- არა ლილი, ცუდად თუ გამიგე ბოდიში.
- არა თაია უბრალოდ შემოვიარე ცოტახნით.
- წავიყვან და მოვალ.
- კარგად თაია.
ლილის ხელი დავუქნიე და ჩემს ოთახში შევედი. ცოტახნით დავისვენე და მეცადინეობას შევუდექი. იმდენი რამე დამრჩა სასწავლი რომ 2 საათი მეცადინეობას მოვანდომე. როგორცვე წამოვდექი საბამ დარეკა.
- რაო ჩემს გარეშე ვეღარ ძლებ?
- თავში ნუ აგივარდება ქალბატონო პრინცესა.
- ხოო კაი.
- ეხლა გავიღვიძე და მომინდა შენი ხმის გაგონება.
- სულ რაღაც 2 საათის წინ მნახე.
- აუ შენ რა ყინულის დედოფალი ყოფილხარ.
- ვის იყვარებდი არ იცოდი?
- გავთიშავ იცოდე.
- როგორც გენებოს.
წამებში ხმა გავიგონე და ტელეფონს შევხედე, მართლა გათიშა. 1 წუთი არც იყო გასული რომ დარეკა ისევ.
- რაიყო?
- ნერვებს ნუ მიშლი.
- მიდი გამო ჩემთან და ყავით დაგამშვიდებ.
- დემე სად გყავ?
- ალბათ თავის ოთახში, ვმეცადინეობდი და ოთახიდან არ გავსულვარ რაც მოვედი.
- კაი ესე 1 საათში მოვალ
- ხო მართლა კატუშა და კუსა მყავ ნინის დედასთან და გამომაყვანინე რა?!
- კაი ნახევარ საათში მოვალ.
გავუთიშე და გამზადება დავიწყე, მალევე საბამ დამირეკა და ქვემოთ ჩავედი. სანამ კატებს გამოვიყვანდი მამასთან შევედი და იოანე ვნახე.
- თაკო როგორ ხარ?
- კარგად თქვენ გვრიტებო.
საბამ უპასუხა ჩემს მაგივრად. მისაღებში რომ შევედი მამა იოანეს რაღაცეებს უყვებოდა და ისიც უცინოდა.
- მაა როგორ ხარ?
- თაია არ გელოდი.
- ხო კატების წასაყვანად მოვედი და შემოვირბინე.
- ისედაც უნდა მოხვიდე ხოლმე, შენი ძმა მაინც არ გენატრება?
თაკო ჩაერია საუბარში და მისმა წინადადებამ ცოტა გამაკვირვა. ცოტახანი კიდევ დავრჩით, მე იოანეს ვეთამაშებოდი, მამა და საბა ლაპარაკობდნენ. ჯერ წამოსვლას არ ვაპირებდით მაგრად საბას დედამისმა დაურეკა და სხვა გზა არიყო.
- თაია საყვარელო თუ გინდა იყავი მერე გამოვალ და წაგიყვან?
- არა რაღას გატარო წამოვალ ეხლავე.
- იყავი ისედაც იშვიათად ნახულობ შენ ძმას.
- კარგი მაშინ.
საბა რომ მივაცილე კარამდე და შემოვედი მამამ გვერდით დამისვა.
- როგორ მიხარია რომ საბასნაირი ადამიანი გყავს გვერდით.
- ხოო ესეც არ მყავდეს დიკაბრიო.
გავიცინე.
- რაგინდა უსიმპატიურესი ბიჭია.
თაკო ჩაერია ჩვენს ლაპარაკში და შეყვარებული შემიქო. ცოტახანი იოანესთან გავერთე, იმდენი ვაცინე რომ ქანცი გამომელია. ძილის დროც მოუვიდა და რომ დავაძინე საბამაც დამირეკა მოვდივარო. ნინის დედისგან კატები წამოვიყვანე თან უამრავი მადლობა გადავუხადე და საბასთან ჩავედი. კუსას ძალიან უყვარს საბა და რომ დაინახა უკანა სავარძლიდან წინ გადმოცოცდა და კალთაში ჩაუჯდა. საბას კატები დიდად არც უყვარს მაგრამ კუსაზე გიჟდება და კატუშასაც ნელ-ნელა ეჩვევა. იმხელა საცობები იყო რომ ერთი საათი მანქანაში გავატარეთ, უაზრობისგამ ცოტაც და ჩამეძინებოდა. საბამ კატები სახლში ამაყვანინა, დამშვიდობებისას ლოყაზე ვაკოცე და ჩემს ოთახში შევედი. როგორცვე დავწექი იმწამსცე ჩამეძინა. მალევე ვიღაცის შუბლზე შეხებამ გამაღვიძა. თვალები ზანტად გავახილე და საბას ავხედე ზემოთ. თმებზე მეფერებოდა და მიღიმოდა.
- რამე ხომ არ გაწუხებს?
- არა ძალიან მოვითენთე და დავიძინე.
- კარგი მე წავალ და შენ განაგრძე ძილი.
- აუ არა არწახვიდე.
ხელით დავქაჩე.
- მთავაზობ დავრჩე? თან მაშინ როცა დემეა სახლში?
- ოოო, სანამ ჩამეძინება მანამდე იყავი.
- კარგი ტკბილი ძილი.
ხელზე ხელი მომკიდა, თმაზე ფერება დამიწყო და პერიოდულად შუბლზე მკოცნიდა. ისეთი სასიამოვნო იყო რომ არ მინდოდა დამძინებოდა მაგრამ საბას თბილმა საქციელმა ჩემზე იმოქმედა და მალევე ჩამეძინა.
დილით ადრე გავედი სახლიდან, ნინის გავუარე და მეტროთი უნივერსიტეტში გავედით. ლექტორმა რაღაც გაცვლითი პროგრამა ახსენა და დამაინტერესა. მთელი გზა მხოლოდ ამერიკაზე და ჩემს იქაურ მომავალზე ვფიქრობდი, ყოველ წამს უფრო მეტად მომწონდა ეს იდეა.
1 კვირა ამაზე ფიქრში ისე გავატარე რომ ამ ამბის შესახებ არავის არ ვუთხარი მხოლოდ მამას ვუთხარი რაღაც გადაკვრით, ისიც უბრალოდ მისი აზრის გაგება მინდოდა. მოთხოვნა გავგზავნე უნივერსიტეტებში და სანამ დადებით პასუხს არ მივიღებდი, არ მინდოდა ვინმესთვის წინასწარ მომეყოლა თუმცა, ნინის მაინც ვერ დავუმალე ბოლომდე.
- 1 კვირა ისე შეიცვალე ვეღარ გცნობ, რაგჭირს არიტყვი?
- კაი ნინი დაჯექი და გეტყვი. მოკლედ, ზურამ რო გაცვლითი პროგრამის შესახებ გვითხრა...
- ხოო მერე...
- 1 კვირაა მაგაზე ვფიქრობ და სანამ შემოხვიდოდი ნახევარი საათით ადრე მოთხოვნა გავაგზავნე 3 პრესტიჟულ უნივერსიტეტში და ორ ან სამ კვირაში პასუხი მომივა.
- რა ქენი?
გაკვირვებისგან ფეხზე წამოდგა.
- რა არ გაგიხარდა?
- მაგაზე მერე ვილაპარაკოთ, ის მითხარი  საბამ იცის?
- არავინ შენ გარდა.
- რატო თაია?
- ჯერ პასუხი მომივიდეს და მერე ვეტყვი.

შემიყვარდიWhere stories live. Discover now