17 თავი

1.5K 53 8
                                    

- იცი დემე, ყოველთვის მინდოდა რომ ნინის ნაირი მამა მყოლოდა. თბილი, მოსიყვარულე, მზრუნველი. მამა რიმლისთვისაც შვილები ყოველთვის პირველ ადგილზე იქნებოდნენ. არ დაგვჭირდებოდა შეხსენება რომ მისი შვილები ვართ მაგრამ ოცნება ოცნებად დარჩა...
- თაია ჩვენ ერთმანეთი გვყვავს, სხვა არავინ არ გვინდა.
მის მკლავებში ჩავიმალე და ცრემლები წამომცვივდა. ეს ცრემლები იმედგაცრუებისა იყო, მეგონა მამასთან ურთიერთობა ავაწყეთ მაგრამ დღეს კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა რომ ჩვენ მის ცხოვრებაში ბოლო ადგილი გვიკავია.
  ყველა ბავშვი და არა მხოლოდ ბავშვი, ოცნებობს საუკეთესო მშობლებზე. დედა ნამდვილად საუკეთესო იყო მაგრამ მამაში არ გაგვიმართლა. ადრე ყოველთვის საკუთარ თავში ვეძებდი რაღაც პრობლემას რის გამოც მამა დიდ ყურადღებას არ მაქცევდა.
  დედას გარდაცვალებამდე ყველაფერი იდეალურად იყო, შემდეგ ყველაფერი აირია. მამა საკუთარ თავში ჩაიკეტა, ჩვენ დროებით დედაჩემის დედასთან გადავედით რეგიონში. კვირები ისე გადიოდა რომ ვერ ვნახულობდით. 6 თვის მერე გამოგვიცხადა ცოლი მომყავსო, დემეს დიდად არ აინტერესებდა ეს ამბავი და არაფერი არ უთქვამს. აი მეკი პროტესტი გამოვთქვი, ჯერ დედას გამო მომეშალა ნერვები რომ ასე მალე გააქრო ცხოვრებიდან და შემდეგ იმაზე რომ ჩვენ არაფრად არ ჩაგვაგდო. გაბრაზებული 2 კვირა ბებოსთან დავრჩი კიდევ, შემდეგ მამამ მომთაფლა და სახლში წამიყვანა. აი იქიდან დაიწყო ჩვენი ახალი ცხოვრება და დღემდე გრძელდება.
- თაია ერთი რამე მოვიფიქრე.
- რა დემე?
- დედას ბინაში გადავიდეთ.
- მე და შენ?
- ხო რაიყო? მგონი გავიზარდეთ.
- გადავიდეთ.
- მართლა წავიდეთ?
- კი, მშვიდად მაინც ვიქნებით.

1 თვის შემდეგ...
ბოლო ჩემოდანი შევკარი და მისაღებში გავედი, თაკოს იოანე ეჭირა და სამზარეულოს კართან იდგა, დემე ჩანთებს დაბლა ეზიდებოდა. მამა გაბრაზებული ტელევიზორს შეყურებდა თუმცა ეს ყველაზე ნაკლებად მაინტერესებდა.
    რამოხდა 1 თვის წინ?
რასაც ველოდით ის, მამა გაბრაზდა და უარი გამოაცხადა. მაგრამ ყველაფერი გავაკეთეთ და 1 თვეში ჩვენი მომავალი სახლი მოვაწესრიგეთ.
   კარებში აცრემლებული ნინი იდგა და უკან დედამისი ედგა, ყველაზე მეტად ისინი წუხდნენ რომ მათგან ცოტა მოშორებით ვიქნებოდით. არა ძაანაც შორს არ მივდიოდით, 2 ქუჩის იქით. ჩემს ძმას ტკბილად ვაკოცე ამ ოჯახში მხოლოდ ეს ბავშვი მომენატრებოდა, კარებისკენ წამოვედი და დივანთან შევჩერდი. მამას გაქვავებულ სახეს დავაკვირდი და მაშინვე ცრემლი ჩამომიგორდა თვალიდან, სასწრაფოდ მოვიცილე და სადარბაზოში გავედი. ნინის დედას გადავეხვიე და დავპირდი რომ ხშირად ვნახავდი, ნინის ხელი მოვკიდე და  კუსა ავიყვანე, შენდეგ კი დაბლა დავეშვით. დემეს ნივთები უკვე ჩაელაგებინა, პირდაპირ მანქანაში ჩავსხედით და ჩვენი ახალი სახლისკენ ავიღეთ გეზი.
რაღაცეები გადმოსვლამდე მოვაწესრიგეთ და დიდი საქმე არ გველოდა წინ. საბა სახლთან დაგვხვდა და ერთად ავედით. ჩვენი ახალი ბინა მეორე სართულზე იყო ამიტომ პრობლემა არ შემექნებოდა. მალევე ლაშიკო, თათა და ლილიც მოვიდნენ, ყველა ერთად შევუდექით სახლის დასუფთავებას და 2 საათში ყველაფერი ბზინავდა. მე და საბა მაღაზიაში წავედით და საღამოსთვის საჭირო პროდუქტები ვიყიდეთ. რომ ვბრუნდრბოდით ვილაპარაკეთ.
- გიორგი ძაან გაბრაზდა?
- არ ესიამოვნა რომ დავუპირისპირდით.
- თაია მომხედე.
მისკენ შევტრიალდი.
- მამაშენს უყვარხართ ნუ ფიქრობ სისულელეებს.
- ვერ ვგრძნობთ.
- გაანალიზებს და მიხვდება ყველაფერს.
- არგვინდა რა ამაზე საუბარი, კარგად ვარ და მინდა ასე იყოს სულ.
გზა გავაგრძელეთ და სახლში მალევე მივედით. საღამოსთვის ყველაფერი მზად გვქონდა და ჩვენს ახალ სახლობას ავღნიშნავდით.  ისე ვიყავი დაღლილი და მოთენთილი რომ სასმელი როგორ მომეკიდა ვერ გავიგე.
  დილით რომ გავიღვიძე ნინი გვერდით მეწვა და ტკბილად ეძინა. მისაღებში გამოვედი და აივნის კარები შევაღე. ცოტახნით სიჩუმეში ტკბობა გადავწყვიტე და დივანზე ჩამოვჯექი. ისე მტკიოდა მინდოდა მეყვირა და მეწივლა. ცრემლები თავისით ჩამომდიოდა.

შემიყვარდიWhere stories live. Discover now