13 თავი

1.8K 70 5
                                    

შაბათიც გათენდა და ბედნიერი სახით დავხედე საათს. 10:00.
ტელეფონი ავიღე და მშვიდად დავიწყე "ფბს" სქროლვა. ამ ხნის მანძილზე პირველად გამომიჩნდა თავუსუფალი დღე და ამ დროსაც საბას დავუთმობდი. დაახლოებით ერთი საათი ვინებივრე და შემდეგ თავის მოწესრიგებას შევუდექი. მე და ნინი სახლიდან ერთად გავედით, ჩემმა ძმამ იცოდა რომ მასწავლებლებთან მივდიოდი მაგრამ დემეს და მამას სულაც არ ეცალათ ჩემთვის და არც თაკოს. სამივენი ქუთაისში წავიდნენ, ჩემ წაყვანასაც აპირებდნენ მაგრამ ვუთხარი რომ მასწავლებლებთან მივდიოდი.
ჩემი და ნინის გზა მარჯანიშვილის მეტროსთან გაიყო, მე საბას სახლში ფეხით გავედი. 2 სართული ავიარე და მის კარზე დავაკაკუნე. ცოტახანი ველოდე ხმა არ ისმოდა მაგრამ, ისტერიული კაკუნი რომ ავტეხე მაშინ გავიგე მისი ხმა. კარები თმა აბუებულმა საბამ გამიღო, წელს ზემოდან შიშველი. მივხვდი რომ მე გავაღვიძე და საათს დავხედე პირველის ნახევარი იყო.
- ამდროს ძილი?
- თაია რამე მოხდა?
- მომენატრე.
გავუღიმე და ჩავეხუტე.
- მეც ძალიან.
საპასუხოდ თავზე მაკოცა.
- ასე გძინავს?
შევათვალიერე და ცოტა უკმაყოფილო სახით შევხედე.
- არა შარვალ-კოსტუმით.
- ჰაჰაჰაა...
ძალით გავიცინე და მოსაცმელი გავიხადე.
- მიდი გონს მოდი და ვჭამოთ, ძალიან მშია.
- იქნებ დაგვეძინა.
- თუ ძილი ჩემს თავს გირჩევნია მაშინ წავალ.
- კარგი, კარგი ეხლავე მოვალ.
სამზარეულოში გავედი და საუზმის კეთებას შევუდექი. 5 წუთში საბაც დაბრუნდა და უკნიდან ჩამეხუტა, ლოყაზე მაგრად მაკოცა და თავი ჩემს კისერში ჩამალა.
- რამდენი ხანია წესივრად არ მინახიხარ.
- ხოდა დღეს ვეცდებით რომ დრო ავინაზღაუროთ.
- მთელი დღე?
- მთელი დღე.
- მერე აქ რას ვაკეთებთ, წამოდი სადმე გემრივლად ვჭამოთ.
- მოიცა ამით რისი თქმა გინდა რომ ჩემი გაკეთებული უგემური იქნება?
- არა საყვარელო უბრალოდ ამ დროს სახლში ვერ გავფლანგავთ.
ხელი დამავლო და წამებში აღმოვჩნდით მანქანასთან.  შარდენზე ფეხით გავისეირნეთ და ერთ-ერთ კაფეში დავსხედით.
- ცოტა გამაოცა შენმა გადაწყვეტილებამ.
- ხო ერთ საღამოს დავფიქრდი და აი...
- არასდროს არ გითქვამს რომ სამედიცინო გაინტერესებდა.
- ხო მაინტერესებდა მაგრამ სერიოზულად არც მიფიქრია.
- ძალიან კარგია მაგრამ ასე რომ იღლები.
- რაო საბუშ ყურადღება მოგაკლდა?!
გავიცინე და ლოყაზე ხელი მოვუსვი.
- ეგეც მაგრამ შენზე უფრო ვღელავ.
- 2 თვეც და შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდება. ცოტა ადრე რო მიმეღო ეს გადაწყვეტილება ყველაფერი უფრო ადვილად იქნებოდა მაგრამ ხო იცი რა ჩამოუყალიბებელიც ვარ.
- 3 წელი ვიცდიდი და 2 თვეც გავძლებ.
გამიღიმა და ხელი მომკიდა, მეც გავუღიმე და ბურგერი  ავიღე.
  ყველაფერი უგემრიელესი იყო. იქიდან რომ ავდექით ცოტაც გავისეირნეთ და შემდეგ ჩვენი საყვარელი ადგილისკენ წავედით.

შემიყვარდიWhere stories live. Discover now