19 თავი

1.2K 58 5
                                    

ორი კვირა გავიდა უკვე. არ გეგონოთ ჩემთვის ადვილი იყო ორი კვირა. საკუთარ თავზე ვბრაზობდი რომ ისე ვერ შევიყვარე რომ მის გამო რაღაცა დამეთმო. აღარ მივფრინავდი, სამუდამოდ არა, მხოლოდ რამდენიმე თვე. ალბათ ზაფხულში გავემგზავდებოდი.
  ჩემი ძმაც ძალიან გააბრაზა ამ ამბავმა და წესივრად არც მელაპარაკებოდა. მთელი ორი კვირის განმავლობაში მხოლოდ სახლიდან უნივერსიტეტში და შემდეგ უკან. საბას ვხედავდი უნივერსიტეტში და ისუც მხედავდა მაგრამ ისე იქცეოდა თითქოს არც მიცნობდა. ვერ ვბედავდი მისვლას მაგრან ერთ დღესაც შევძელი მასთან მისვლა სა დალაპარაკება.
- საბა ერთი წამი.
ჩემსკენ შემოტრიალდა და არაფრის მთქმელი სახით შემომხედა.
- ასე ნუ იქცევი გთხოვ.
- არ წასულხარ ჯერ?
- არა არ მივდივარ.
თითქოს კმაყოფილება დაეტყო მაგრამ ჩემმა სიტყვებმა წამშივე გაუქრო.
- კურსს დავამთავრებ და შემდეგ.
- კარგი.
ისევ ტრიალდებოდა როდესაც ხელი მოვკიდე მკლავში და შემოვატრიალე. ჯერ ხელს დააკვირდა შემდეგ გაიცინა და ხელი უკან გასწია.
- ნუ იქცევი ისე თითქოს არ ვარსებობ.
- რაც არ უნდ იყოს ჩემი ძმაკაცის და ხარ და შენი შეუმჩნევლობა არ გამოვა.
- მხოლოდ ძმაკაცის და?
- აბა სხვა სტატუსი შეირჩინე?
ირონიულოდ ჩაიცინა და ის საბა დამიდგა თვალწინ რომელიც სანამ მეტყოდა რომ ვუყვარვარ. ცივი, უკარება.
მეტკინა, ძალიან მეტკინა. ყელში ბურთი გამეჩხირა, ცრემლი მომადგა და ვეღარაფერი ვეღარ ვუთხარი. უკან გამოვტრიალდი და სახლში წამოვედი. დემე სახლში არიყო, პირდაპირ ჩემს ოთახში შევედი და ყურადღების გადატანა სწავლაზე ვცადე. ყველაფერი უშედეგოდ, თავში მხოლოდ საბა მიტრიალებდა და უარესად ვბრაზდებოდი. სიმღერები დინამიკებში ჩავრთე და საწოლზე გადავეშვი. ფიქრებმა იმდენად შორს წამიღო რომ რეალობის აღქმა დავკარგე. ცოტახანში მსხვრევის ხმა გავიგე, მალევე მოყვა გინებაც. საწოლზე წამოვჯექი და სიმღერები გამოვრთე. მეორე ბიჭის ხმა გავიგე და ვიფიქრე ლაშა იყო. კარი ნელა გამოვაღე და მისაღებ ოთახში გავედი.
- გამარჯობა ბიჭებო.
ყურადღება არც ერთმა მომაქცია.
- იმისთვის მსჯით რომ მომავლისთვის ზრუნვა დავიწყე?
ლაშა შემომიბრუნდა და ლაპარაკი დაიწყო.
- არავინ არ გსჯის უბრალოდ ცოტა გვეწყინა.
- მე აქვარ და ჯერ არსად არ მივდივარ და ძალიან გთხოვთ გლოვის დღეები ნუ მომიწყეთ.
ბიჭებთან მივედი და დახმარება შევთავაზე.
- ძალიან კარგი, მოდი და ეს ყველაფერი როგორც საჭიროა ისე გაანაწილე. ჩვენ ლუდზე წავალთ და მალე დავბრუნდებით.
- ისე ლუდს ერთი ადამიანიც წამოიღებს მაგრამ კარგით.
ჩემი სიტყვები ვისღა ესმოდა, უკვე კარში იყვნენ და გადიოდნენ. ყველაფერი გავამზადე და ტელეფონის ასაღებად ოთახში შევედი. ნინისთვის და თათასთვის უნდა დამერეკა სად იყვნენ. ზარის ხმა გავიგე და ვიფიქრე რომ მოვიდნენ.
- ღიაა შემოდიი.
დავიყვირე და წამებში საბამ შემოხსნა კარები. ადგილზე გავშეშდი და მხოლოდ მივაშტერდი.
- ბიჭები არ მოსულან?
- კი და ლუდზე წავიდნენ.
- კარგი დაველოდები.
თავი დავუკარი და სამზარეულოში გავედი. სხეული ამიცახცახდა და ჰაერის უკმარისობა დამემართა. ფანჯარა გამოვაღე და გრილი ნიავი ჩავისუნთქე. მალევე ზარის ხმა გავიგე და ფანჯარა მივკეტე, სამზარეულოდან რომ გავედი ნინი და თაია დავინახე, ვანიშნე შემოდითთქო.
- ბიჭები არ არიან?
თათამ გარშემო მიმოიხედა.
- ლუდზე ჩავიდნენ.
- საბას აქ რაუნდა იმათ არ გაყვა?
- არა მოსულები ეგონნენ უკვე.
- რამე გითხრა?
- ისე იქცევა თითქოს არც ვარსებობ.
- კაი არ ინერვიულო, გაბრაზებულია.  ხო იცი როგორ უყვარხარ მალე გადაუვლის.
თათა ჩამეხუტა და ჩემი დამშვიდება სცადა. ძალიან ვაფასებდი მათ თანადგომას მაგრამ ყველა სიტყვა ფუჭი იყო, აღარაფერი აღარ იქნებოდა ძველებურად.
მალევე ბიჭებიც მოვიდნენ და ცხელცხელი ხინკალი შემოიტანეს სამზარეულოში. ისეთი გემრიელი სუნი დატრიალდა რომ ჩემმა მუცელმაც ვერ გაუძლო და ახმაურდა.
სუფრასთან ბიჭებმა ბაკურიანში წასვლის თემა ახსენეს.
- დეკემბერში წავიდეთ და ბარემ ახალწელსაც იქ შევხვდეთ.
- კარგი აზრია.
ყველა დაეთახმა.
უცებ ლილი გამახსენდა და დემესკენ გადავიხარე.
- ლილი არ მოვა?
- აქ არაა რამდენიმე დღით გურიაში წავიდა.
- ააა.
როგორცვე ჩემს ადგილზე დავბრუნდი მაშინვე საბას მზერა ვიგრძენი და მეც რომ შევხედე აუღელვებლად გვერდით გაიხედა.  სუფრაზე ის ძველებური სიხარული არიყო. თითქოს ყველას გადასდებოდა ჩვენი ხასიეთი.  საბა მალევე წამოდგა და განაცხადა სახლში მივდივარო. არავის წინააღმდეგობა არ გაუწევია. მეც მთელი საღამო მოღუშული ვიჯექი და მარტო მაშინ ვლაპარაკობდი თუ მკითხავდნენ რამეს.  ბავშვები იმაზე მალე დაიშალნენ ვიდრე გვჩვევია მხოლოდ ნინი დარჩა ჩვენთან.  ოთახში როგორცვე შევედით დავწექი და დაძინება ვცადე.
- საბას ელაპარაკო სჯობია.
ნინისკენ გადმოვტრიალდი და მივაშტერდი.
- რა ვუთხრა?
- არვიცი მაგრამ ყველაზე გადადის თქვენი ხასიეთი.
- ვიცი მაგრამ რავქნა? ისე იქცევა თითქოს არც ვარსებობ.
- მესმის მისი.
- კარგი არ დაიწყო. ძილინებისა.
გადავტრიალდი და თვალები დავხუჭე. მთელი ღამე ვერ დავიძინე, ბოლოს ავდექი და ფანჯრის რაფაზე დავჯექი. მიწყნარებულ თბილისს ვუყურებდი და დედას ვნატრობდი.
დილით როგორცვე ირიჟრაჟა სახლიდან გავედი და დედას საფლავზე წავედი.  რომ მივედი გაყინულ ქვაზე დავჯექი და დედას სურათს მივაშტერდი. არვიცი რამდენი ხანი ვიჯექი იქ და ვტიროდი მაგრამ გონზე ტელეფონის ზარმა მომიყვანა.
- გისმენ ნინი.
- სად ხარ თაია?
- დედასთან მალე მოვალ.
ტელეფონი გავუთიშე და ავდექი. სახლამდე ფეხით მივედი, ნინი უკვე წასული იყო და დემეც არ ჩანდა. აბაზანაში შევედი და ჩემმა კურსელმა სალომემ დამირეკა. გოგოები კაფეში მიდიოდნენ და წამოდიო, ძაან კი მეზარებოდა მაგრამ გულის გადაყოლება არ მაწყენდა. მოვემზადე და კაფეში წავედი. თიკო და სალომე უკვე ადგილზე იყვნენ და ჭორაობდნენ.
- სალამით გოგოებო.
- თაია როგორ ხარ?
- კარგად თქვენ?
- კარგად.
- ვისღა ველოდებით?
- იაკო არ მოსულა.
მალევე იაკოც გამოჩნდა და შევუკვეთეთ.  მე ცივი ყავა ნაყინით და ნამცხვარი ავიღე.
სწორი გადაწყვეტილება მივიღე რომ წამოვედი ისე გავერთე ყველაფერი დამავიწყდა. საღამოს გადავწყვიტე მარტომ თბილისის ქუჩები დამელაშქრა და გზას გავუყევი. შემთხვევით ილიას გადავეყარე გზაზე.
- ილოო რამდენი ხანია არ მინახიხარ როგორ მომენატრე?!
- მეც თაიაა.
- რას დადიხარ მარტო?
- რავი ვსეირნობ შენ?
- მეც მასე.
- ხოდა ერთად  ვისეირნოთ მაშინ თუ რამე პრობლემა არაა.
- არანაირი პრობლემა.
ნელნელა მივუყვებოდით თბილისის ქუჩებს და ძველ ამბებს ვიხსენებდით. ისეთი იუმორი ქონდა რომ შეუძლებელი იყო მის გვერდით მოწყენილი ყოფილიყავი. შეცვლილი მეჩვენა, ძველი ქარაფშუტა ბიჭი აღარ იყო. ახლა ყოველ სიტყვას დაფიქრებით ამბობდა. აღარც ძველებურად მიყურებდა, თითქოს სცხვენოდა მოგონებების.  უნდა ვაღიარო რომ ასეთი დღე 2 კვირაა არ მქონია. თუმცა ჩემი დღე არასდროს ყოფილა იდეალური და დღესაც ეგრე აღმოჩნდა. ჩემს კორპუსთან ახლოს ვიყავით რომ საბას მანქანა შევნიშნე სუპერმარკეტთან. მალევე საბაც გამოჩნდა და ილიასთან მომღიმარი სახით რომ დამინახა გაბრაზდა. მანქანაში ჩაჯდა და ისე გავარდა რომ წამებში გაუჩინარდა.
- ხოარ გაგიბრაზდება?
- არაუშავს გაბრაზდეს.
- ყველაფერი კარგად გაქვთ?
- დავშორდით.
- რატო?
- ამერიკაში მივდივარ ზაფხულში და ეს ამბავი ცოტა გვიან ვუთხარი ხოდა...
- მესმის.  არადა ძალიან მაგარი წყვილი იყავით.
მხოლოდ გავიღიმე, არაფერი ვუპასუხე. დავემშვიდობე და ჩემს ოთახში ავედი.
იმ დღის შემდეგ 2 თვე საბასთვის თვალი არ მომიკრავს, ბიჭების ლაპარაკი გავიგე რომ ცოტახნით ბათუმში გადავიდაო.

შემიყვარდიWhere stories live. Discover now