6 თავი

1.8K 76 0
                                    

შავი მერსედესის კარი გაიღო და იქიდან საბა გადმოვიდა. მე და ნინიმ გაოცებულებმა შევხედეთ ერთმანეთს და მისკენ წავედით. სერიოზული სახით იყურებოდა როგორც სჩვევია. მასთან მივედი და თავაზიანობის გამო გადავკოცნე თან ძალით გავუღიმე. მანქანისკენ გვანიშნა დასხედითო, არმინდოდა იქვე დამეკითხა ამიტომ ჩავჯექი. ილიას მზერაც შევნიშნე და არმინდოდა ილიასთან საუბარი და ამიტომ უფრო დავთანხმდი. რომ ჩავსხედით კითხვების კორიანტელი დავაყარე.
- საბა აქ რაგინდა? რატომ მომაკითხე?
- თქვენთან მივდივარ და დემემ მთხოვა რომ შენთვის გამომევლო.
- სახლში არ მოვდივარ.
- აბა გასართობად კლუბში მიდიხართ?
- კლუბში ღამით დადიან იდიოტო.
გადმომხედა და ძალით გამიცინა, მეც ანალოგიურად გავაკეთე.
მასწავლებელთან დატოვება ვთხოვე, მთელი გზა არცერთს ხმა არ ამოგვიღია. მანქანაში სიმღერა ჩაირთო და სასწრაფოდ გადავიწიე და გამოვრთე, მიხვდებით რა სიმღერაც. ჩემს საქციელზე საბას ჩაეცინა უკნიდან კი ნინის სიცილის ხმა გავიგე მაგრამ ყურადღება არცერთს მივაქციე და ფანჯარას მივაშტერდი. მალევე მივედით მასწავლებლის სახლთან, მანქანიდან რომ ჩამოვედით თავაზიანად მადლობა გადავუხადე და დავემშვიდობე. სახლში რომ დავბრუნდი იმედი მქონდა არავინ არ იქნებოდა მაგრამ შევცდი, საბა, დემე, მისი შეყვარებული და ლაშა დამხვდნენ. რომ შევედი მათი სიცილის ხმა გავიგე, პირველი საბამ შემამჩნია და შემდეგ სხვებმაც მომხედეს. უხასიეთოდ ვიყავი და არაფრის ხალისი არ მქონდა, თუმცა ბავშვებთან არაფერს ვიმჩნევდი.
ცოტა მათ ავყევი სიცილში, მაგრამ არ მიშველა მაინც უხასიეთოდ ვიყავი. საბა ჩემს ბეჭედს აშტერდებოდა და შემდეგ სერიოზული სახით მიყურებდა, მისი თავი არ მქონდა ამიტომ ყურადღება არ მივაქციე. სამზარეულოში გავედი ყავის გასაკეთებლად, ცოტახანში კარის ხმა გავიგე და ნინი მეგონა.
- ნიი უნდა დავასხა უკვე და დამე...
რომ შევტრიალდი დავინახე საბა იყო და კარები მიხურა, ჩემსკენ ჩუმად წამოვიდა. დავიძაბე, გავშეშდი, მეტყველების უნარი წამერთვა. მოვიდა და წინ დამიდგა მარცხენა ხელზე დამხედა.
- ეს ბეჭედი მოიხსენი.
- რატომ უნდა მოვიხსნა?
- არ არის ლამაზი ამის ტარება.
- შენ არავინ არ გკითხავს, გაიწიე.
ხელი მხარზე ვკარი მაგრამ არ განძრეულა.
- დემეს ვეტყვი იცოდე რომ ილიამ გაჩუქა.
- არცკი გაბედო და ჩუმად თორემ გაიგო.
- მოიხსნი მაგ ბეჭედს თუ წავიდე.
- დემეს თუ ეტყვი რომ ეს ბეჭედი ილიამ მაჩუქა, მაშინ მე ვეტყვი რომ მაკოცე.
გაიცინა და გვერდით გაიხედა.
- წადი და უთხარი მე არ მეშინია უბრალოდ იფიქრე შემდეგ რა იქნება.
თვალი ჩამიკრა ლოყაზე მაკოცა და გავიდა. გავბრაზდი და მივაძახე რომ მეზიზღებოდა.
ბეჭედი მოვიხსენი და ჯიბეში ჩავიგდე, ფინჯნებით ხელში დავბრუნდი ბავშვებთან. საბამ რომ დაინახა თითზე ბეჭედი აღარ მეკეთა სიამოვნებასგან ჩაიცინა და
საზურგეს მიეყუდა. უფრო დავიძაბე და გავბრაზდი, უცებ ფინჯანს დავხედე და თავში ბოროტულმა აზრმა გამიელვა.
" დიდი სიამოვნებით გადაგასხამდი ამას თავზე საბა ახვლედიანო"
ჩემს ფიქრებზე გამეცინა, რაზეც ბავშვების ყურადღება მივიპყარი და კითხვების კორიანტელი დამისვეს მაგრამ სასწრაფოდ გამოვძვერი სიტუაციიდან. კუსა დადიოდა ოთახში, ხელი დავავლე და კალთაში ჩავისვი. მას ვეფერებოდი და თან ბიჭების ხუმრობებზე ვიცინოდი. ცოტახანში წავიდნენ და დემეც თან გაყვა, მე ჩემს ოთახში შევედი. გაკვეთილების მომზადებას ისე შევყევი რომ როგორ მოსაღამოვდა ვერ გავიგე. თაკოს ხმა გავიგე მე მეძახდა, ოთახიდან გავიხედე და სულელივით მივაშტერდი. სადღაცას ეჩქარებოდა და ფეხსაცმელებს სწრაფად იცვამდა.
- რახდება?
- მე და მამაშენი 3 დღით ქუთაისში მივდივართ ჩემი და სავადმყოფოში დააწვინეს ცუდადაა ხოდა უნდა მივხედო.
- უი ცუდია ძაან.
მართალია თაკო გულზე არ მეხატება თუმცა მისი და სოფო კარგი ქალია და მიყვარს.
- ჭკვიანათ იყავით და წესივრად მოიქეცით სანამ ჩამოვალთ.
დაამთავრა წინადადება თუ არა სახლიდან გავიდა და კარი მიიხურა.
- ღმერთო გამაძლებინე.
მაღლა ავიხედე და თვალები ავატრიალე. ოთახში შევტრიალდი, ისევ მაგიდას მივუჯექი და დავალების მომზადება გავაგრძელე. ერთ საათში დემეც მოვიდა, სამზარეულოში ჭიქის გატეხვის და გინების ხმა გავიგე. მაშინვე მოვცილდი წიგნებს და სამზარეულოში წავედი. ნამსხვრევები ყველგან ეყარა და დემეს ხელიდან სისხლი გასდიოდა.
- დემე წადი სამზარეულოში და ხელი მოიბანე, რომ გამოხვალ მოგხედავ.
- არაფერი არარის დაიკიდე. მიდი შენ ყავა გამიკეთე.
- იდიოტო ვერ ამჩნევ რამხელაზეა? ან ამხელათი როგორ მოახერხე. წადი დროზე აბანოში ნერვები არ მომიშალო.
ცოცხი და აქანდაზი ავიღე და ნამსხვრევები შევაქუჩე, ამასობაში დემეც გამოვიდა. სამედიცინო ყუთი ავიღე და ხელის დამუშავებას შევუდექი, ცოტა ეწვებოდა მივხვდი სახეს უსიამოვნოდ ჭმუხნიდა. რომ მოვრჩი სამზარეულოში გავედი ყუთი გავიტანე ამდროს შეტყობინება მომივიდა. საბა იყო.
" დემე მოვიდა?"
" კი სახლშია"
პასუხი აღარ დამიბრუნა.
დემეს გვერძე ჩამოვჯექი და მხარზე თავი დავადე. ცოტახანში ალაპარაკდა.
- დედა მომენატრა.
გატეხილი ხმა ქონდა, ალბათ ცოტაც და ატირდებოდა.
- მეც ძალიან მომენატრა.
ძლივს ვუპასუხე. გული ამიჩუყდა და ცრემლები თავისით წამომივიდა.
- ახლა ისე მჭირდება დედას ნუგეში.
- ვიცი მე დედას ვერ შევცვლი მაგრამ არც მე დაგიდგები გვერდში ნაკლებად.
- ვიცი საყვარელო და მადლობელი ვარ.
-- მომიყევი რახდება.
- კატო მიდის.
- სად?
- ინგლისში მიდის და დავშორდით.
- წასვლის გამო დაშორდით?
- არვიცი მან მოინდომა დაშორება.
- ამასაც გადაიტან ხომ იცი?
თავი კალთაში ჩამიდო და თვალები დახუჭა.

შემიყვარდიWhere stories live. Discover now