15 თავი

1.6K 58 2
                                    

ოთხმა დღემ ძალიან სწრაფად გაირბინა, ბოლო დღეს მოღუშული ამინდი იყო და ამიტომ გადავწყვიტეთ რომ შემდეგი 3 დღე ციხისძირში გაგვეტარებინა. ულამაზესი იყო იქაურობა, ისე მომეწონა რომ კიდევ რამდენიმე დღით მომინდა დარჩენა მაგრამ არ გამოდიოდა.
  მგონი ამ დროში თაკოს ჯიჯღინიც კი მომენატრა. უკვე დიდი მუცლით დაგვხვდა სახლში.  1 თვეში დაიკო გვეყოლებოდა და ეს ამბავი მგონი თაკოსთან შეგუების შესაძლებლობასაც მაძლევდა. 
  კლასელებმა დავილაპარაკეთ და გადავწყვიტეთ რომ აგვისტოს დასაწყისში 4 დღით სვანეთში წავსულიყავით. პარალელებიც ჩვენთან ერთად მოდიოდნენ რაც საბას დიდად არ ესიამოვნა, რათქმაუნდა ილიას გამო. ამის გამო ჩხუბიც კი მოგვივიდა და 2 დღე ერთმანეთს არ ვეკონტაქტებოდით.
  მისაღებ ოთახში ვიჯექი და ბავშვის ბოდეებს ვათვალიერებდი თაკოსთან ერთად. ხოო არ მოგესმათ თაკოსთან ერთად. ბოლო რამდენიმე დღეა შევეჩვიე და მგონი დავუახლოვდი კიდევაც. უცებ ტელეფონმა დარეკა და ეკრანს რომ დავხედე საბა იყო. ტელეფონი ავიღე და აივანზე გავედი.
- მომენატრე.
სიტყვის თქმაც ვერ მოვასწარი რომ მითხრა.
- ჩემი სახლის გზა იცი.
- თაია კარგი რა?!
- მე ისევ ნაწყენი ვარ შენზე.
- აქეთ გეწყინა?
- გითხარი რომ ილიას აღარ ვუყვარვარ.
- კი მჯერა.
- კარგი მაშინ სალაპარაკოც არგვაქ.
- მოიცადე.
- რა?
- არ მოგენატრე?
- მგონი.
- გამოგივლი და წავიდეთ სადმე.
- კარგი 2 საათში.
- კარგი დროებით.
გავუთიშე და ოთახში შევტრიალდი. ცოტახანი კიდევ ვიყავი თაკოსთან და შემდეგ ოთახში შევედი მოსამზადებლად. 2 საათში საბასგან მესიჯი მივიღე რომ ქვემოთ მელოდებოდა, მეც კარისკენ წავედი და როგორცვე გავაღე თაკოს დედა იზა დამხვდა. იზა სახლში შემოვიპატიჟე და მეც დროებით გავჩერდი სტუმრის გამო. ქვევით რომ ჩავედი საბა მანქანაში მელოდებოდა და ტელეფონში თამაშობდა. სადღაცას მივდიოდით მაგრამ არმითხრა სად.
- რაღაცეებიის ყიდვა მინდა და ხომ ამარჩევინებ?!
- კი თან მეც მინდა რაღაცეების ყიდვა.
ხელი მომკიდა და ტუჩებთან მიიტანა. მეგონა მაკოცებდა მაგრამ მიკბინა. მოულოდნელობისგან წამოვიკივლე.
- დამპალო რატომ მიკბინე?
- ეგ იმისთვის რომ გამაბრაზე.
- დამპალი ხარ.
ისეთი სახე მივიღე ვითომ გავბრაზდი.
რომ გადავედით მანქანიდან ხელი გადამხვია და ლოყაზე მაკოცა. ჯერ მისთვის შევარჩიეთ ტანსაცმელი შემდეგ ჩემი მომავალი დაიკოსთვის შევედით ბოდეების საყიდლად. რომ ვათვალიერებდით გამყიდველი გოგო მოვიდა ჩვენთან.
- რამდენი თვის ხართ?
- უკაცრავად?!
გაოგნებულმა შევხედე.
- ვაიმე დიდი ბოდიში მე მეგონა ორსულად იყავით და მაგიტიმ არჩევდით.
გოგონას აშკარად დაეტყო რომ შერცხვა.
- შეყვარებულები ხართ?
- დიახ.
- თქვენი შვილი ძალიან ლამაზი იქნება.
უცებ გავწითლდი გვერდიდან კი საბას სიცილის ხმა გავიგე.
- ჯერ ამაზე ფიქრი ადრეა მაგრამ მადლობა.
უხერხულად გავუღიმე.
სალაროსთან რიგში ჩავდექით და დაველოდეთ. საბას მზერა შევნიშნე მუცელზე მიყურებდა.
- მოგიხდება.
თვალები დავუბრიალე და იდაყვი გავარტყი.
სულელო თაია, მაშ რა გეგონა შეყვარებული ბავშვის ბოდეების საყიდლად რო მიგყავდა.
რომ მოვამთავრეთ საყიდლები მანქანაში ჩავსხედით.  ლაშამ დაურეკა და საბას შეაწერეს ამ საღამოს შენთან ვგუგუნებთო. სადმე წასვლა გადაგვედო ამიტომ გზად რაღაცეები ვიყიდეთ და საბას სახლში წავედით პირდაპირ.  უფრო მყუდრი მომეჩვენა ეს ბინა, ალბათ ხმაურიანი თბილისისგან დაღლილი სახლში რომ სიმშვიდე იყო მაგიტომ. სამზარეულოს წინსაფარი მოვირგე და სამზადისს შევუდექი. დემემ რომ დამირეკა ვუთხარი რომ უკვე საბასთან ვიყავი. ერთ საათში ნელ ნელა ბავშვებმა იწყეს მოსვლა, პირველი როგორც ყოველთვის ლაშიკო მოვიდა. პარკები ხელში შემომაჩეჩა და ტელევიზორს მიუჯდა. ლაშიკოს მალე ნინი მოყვა, ხო ამათი ისტორიის მოყოლა დამავიწყდა და შემდეგ მოგიყვებით. ნინის მერე რაც არ უნდა გასაკვირვი იყოს ჩემი ძმა და ლილი მოვიდნენ, სულ ბოლოს კი თათა და რატი. დემემ წინსაფარში გამოწყობილი რომ დამინახა გაკვირვებულმა გამომხედა.
- გიხდება დიასახლისობა.
- ნუ ბოდავ დიმიტრი. შენ ის მითხარი ლილისთან რახდება.
- ცოტა გრძელი ამბავია სახლში მოგიყვები,ნუ რათქმაუნდა თუ მოდიხარ.
- გეშველება ოდესმე?
სამზარეულოში შევტრიალდი და გავაგრძელე საქმიანობა. მალევე ნინი შემოვიდა და გვერდით დამიდგა.
- რამოხდა ნინი?
- ლაშამ გადაწყვიტა ყველას ყველაფერი უთხრას.
- ძალიან კარგი.
- ცოტა ვნერვიულობ.
- არაფერი არაა სანერვიულო, მშვიდად.
რამდენიმე წუთში ყველაფერი მზად იყო და მაგიდას შემოვუსხედით.
საბა გვერდით მეჯდა და ერთი ისეთი მიჩქმინტა ბარძაყზე რომ კინაღამ წამოვხტი.
- მარტო დამილურჯდეს და მერე ნახე შენ.
დავემუქრე მაგრამ მაინც გამეცინა.
უცებ ლაშა ადგა და ნინიც ააყენა.
- მეგობრებო მე და ნინი ერთად ვართ.
ტაში დავუკარი და გახარებული ორივეს გადავეხვიე. ბავშვებს ცოტა გაოგნებული სახე ქონდათ.
- რაარი ეს დაქალები ჩემ ძმაკაცებს რო გადაეკიდეთ, ვიღაცას ხო უნდა გავუხეთქო თავი არაა?
დემემ დაიწუწუნა.
- ძმაო მგონი უნდა გიხაროდეს რო  თავის გასახეთქი ხალხი არ არის.
- ეგეც მართალია მაგრამ თუ რამეა ამათაც მოუწევთ.
ხელი ბიჭებისკენ გაიშვირა და ანიშნა გიყურებთო. საბას გვერდიდან მივეხუტე და ლოყაზე ვაკოცე. საბამ ნინის გადასძახა გიტარა გამომიტანეო. გიტარა მუხლზე დაიდო და photograph დაუკრა თან ამღერდა.  ისეთი სასიამოვნო მოსასმენი იყო რომ სიტყვებით ვერ ავღწერ. პირველი საათისთვის თანდათან დაშლა დავიწყეთ, საბა საკმაოდ მთვრალი იყო და ამიტომ გადავწყვიტე რომ კიდევ ცოტახნით დავრჩენილიყავი და სახლისთვის მიმეხედა.
- დემე მე ცოტახანი კიდევ ვიქნები, მივხედავ აქაურობას და წამოვალ.
- ამ შუაღამისას სადღა უნდა იარო დარჩი ბარემ.
- მამა?
- მამას მე მივხედავ, თან ეძინება უკვე და ვერც გაიგებს დილით კიდე ადრე გამოდი.
- კაი.
მოვეხვიე და ლოყაზე ვაკოცე. ბავშვები წავიდნენ და მეც სახლის მილაგებას შევუდექი. საბა დივანზე იჯდა და იქიდან მელაპარაკებოდა.
- გაანებე თავი წამო დავიძინოთ.
- შენ წადი მე მივალაგებ უცებ.
- დაგეხმარები.
ფეხზე წამოდგა და ჩემთან მოვიდა. დასარეცხი ჭურჭელი სარეცხ მანქანაში შევალაგე. ამდროს შევამჩნიე საბას მზერა.
- რა?
- იციი რომ ძალიან ლამაზი ხარ?!
ტრადიციულად ისევ გავწითლდი. ხელები შევიმშრალე და საბასთან მივედი.
- წამოდი და რამე მომეცი.
მის ოთახში შევედით, თავის შარვალი და მაიკა მომაწოდა.
- მეორე ოთახში დავიძინებ.
- რა მეორე ოთახში აქ ვერ დაწვები?
- შენი ოთახია და შენ დაიძინე აქ.
- თაია ჩემო ლამაზო, მიდი გამოიცვალე და მოდი გელოდები.
სააბაზანოში შევედი და ტანსაცმელი გამოვიცვალე. ოთახში რომ დავბრუნდი საბა უკვე საწოლში იწვა. გვერდით მივუწექი, ხელები ძლიერად შემომხვია და უფრო ახლოს მიმწია.
- ტკბილი ძილი პრინცესა.
- ტკბილი ძილი საბა.
დილით საკმაოდ ადრე გავიღვიძეთ და საბამ სახლში დამტოვა. ჩუმად შევიპარე სახლში და ჩემი ოთახისკენ ავიღე გეზი.
- თაია მოხვედი?
სამზარეულოს კარში თაკო იდგა ჭიქით ხელში.
- მე ნინისთან...
- კარგად ვიცი რომ შეყვარებულთან დარჩი, თინეიჯერი მეც ვყოფილვარ. მოწესრიგდი მამაშენმა ესე არ გნახოს თორემ ძალიან გაბრაზდება.
  რაღა მეთქვა მხოლოდ თავი დავუქნიე და კარები შევაღე.  სასწრაფოდ გამოვიცვალე და მისაღებში გავედი. მამა უკვე ამდგარი იყო და სუფრასთან იჯდა. მოვეხვიე და ვაკოცე.
- სად მიდიხარ მა?
- ცოტახანში მე და ნინი საყიდლებზე მივდივართ ექსკურსიისთვის.
- კარგი ჩემო ლამაზო, რამე ხოარ გინდა?
- არაა.
საუზმე მივირთვით და სუფრა მე ავალაგე. დემეც ჩვენთან იყო და დრო როგორცვე ვიხელთე თაკოცე ვუთხარი. დამამშვიდა არ ინერვიულო დაველაპარაკები და მამას არაფერს არ ეტყვისო. ცოტა დამამშვიდა მისმა სიტყვებმა. 12საათი იყო რომ ნინისთან გავედი და საყიდლებზე წავედით. იმდენი ვიარეთ რომ უკვე გადაქანცას ვიყავი, მეგონა სადმე გონებას დავკარგავდი, თან უსაშველოდ ცხელოდა. როდესაც სახლში ვბრუნდებოდით საბამ დამირეკა, ისე გამიხარდა იმ წუთას მისი ზარი რომ არვიცი. მოგვაკითხა და სახლში წაგვიყვანა, ნინის პარკები გავატანე მეკი საბასთან დავრჩი. ერთად ცოტა გასეირნება გადავწყვიტეთ, მართალია ამის თავი არ მქონდა მაგრამ 4 დღე ვერ ვნახავდი და ძალიან მომენატრებოდა.  ცოტა გაბუტულიც მომეჩვენა მაგრამ დიდად ყურადღება არ მიმიქცევია.
- ანუ მიდიხარ.
- კი საბა.
- ილიას რავუყოთ.
- რამდენჯერ გითხარი რომ ილია არარის პრობლემა და ნუ ჩაიხვიე გთხოვ.
- თაია ჩემს ადგილას წარმოიდგინე თავი აბა. შეყვარებულს ვუშვებ 4 დღით იმ ბიჭთან ერთად რომელსაც წლებია უყვარს.
- სისულელეზე ეჭვიანობ.
- არა საერთოდ არარის სისულელე.
- საბა გეყო, არ მენდობი? ეს რა საქციელია.
- არმინდა რომ წახვიდე.
- სრულ ჭკუაზე თუ ხარ.  ისინი ჩემი კლასელები არიან, მაპატიე მაგრამ შენსგამო ამ ექსკურსიას ვერ გამოვტოვებ.
- რომ გეცადა და ჩემი გაგეგო მიხვდებოდი
- არც შენ არ გიცდია ჩემი გაგება.
- მე რომ ასეთ სიტუაციაში ვყოფილიყავი შენ გაგიჟდებოდი.
- არა საბა მე შენ გენდობი და ვიცი რომ სხვა არარსებობს შენთვის ამიტომ პრეტენზიას არ გამოვთქვამდი.
- ბოდიში რომ ასეთი ეჭვიანი და უაზრო ვარ.
- საუბარი რომ გავაგრძელოთ ვატკენთ. ჯობია წავიდე.
მანქანის კარი გავაღე და გადმოვედი, უკვე ვხურავდი რომ საბას სიტყვები გავიგე.
- კარგი დასვენება თაია.
კარი მივხურე და სახლისკენ წავედი. როგორცვე ავედი ნინისთამ შევედი და ჩემი ბრაზი იქ ამოვანთხიე. მთელი გზა ვიგროვებდი და ბოლოს ვეღარ გავუძელი.
- არ მენდობა ნინი არა.
- ნდობასთან არაფერ შუაშია.
- თავშია, რომ მენდობოდეს ამას არ მეტყოდა.
საბოლოოდ ნინისგანაც ვერ მოვისმინე ისეთი პასუხი რაც მინდოდა და სახლში გამოვედი. ბარგის ჩალაგება დავიწყე და თან ჩხუბი. მალმალე ტელეფონს ვუყურებდი მაგრამ ნარეკი არ ჩანდა. ორივე ძალიამ ჯიუტები ვიყავით ამიტომ არცერთი არ ვაპირებდით უკან დახევას. სამწუხაროდ ეს ჩვენი სიჯიუტე ორივეს გვტკენდა გულს.დილით 5საათზე მივდიოდით, ჯერ სკოლასთან შევიკრიბებოდით იქიდან კი პირდაპირ სვანეთში. ამის გამო ადრე დავიძინე და მომავალი დღისთვის ძალები მოვიკრიბე.
   დილით ძლივს გავიღვიძე, გავიღვიძე არა გამაღვიძეს. ბუძელნიკი თავისთვის რეკავდა მეკი ტკბილად და მშვიდად მეძინა სანამ მამა არ შემოვიდა და კარგად არ შემაჭანჭყარა. სწრაფად გავემზადე და სკოლამდე მამამ წაგვიყვანა. 6ის ნახევარზე თბილისიდან დავიძარით. ერთი სული მქონდა ჩავსულიყავით მაგრამ თან საბაზე დარდი არ მასვენებდა. 
საღამოს შვიდი საათისთვის უკვე მესტიაში ვიყავით, 13 საათიანმა დაუსრულებელმა მგზავრობამ ყველა ძალიან დაგვქანცა და ენერგია გამოგვაცალა. გზადაგზა ვჩერდებოდით, ხან საჭმელად ხანდაც რაღაც მიზეზების გამო. კიდევ ულამაზესი ბუნების თვალიერებამ ამატანინა მგზავრობა თორემ ნამდვილად გავგიჟდებოდი.



ძალიან დიდი ბოდიში მინდა მოგიხადოთ შემდეგი თავის ასე დაგვიანებისთვის😔 სამწუხაროდ რაღაც პრობლემების გამო ვერ მოვახერხე დაწერა😓 იმედი მაქვს რომ გამოვასწორებ და ისევ სწრაფი ტემპით შევუდგები წერას❤ კიდევ ერთხელ ბოდიში

შემიყვარდიWhere stories live. Discover now