~3~ ახალი მეგობრები

121 7 0
                                    

"ეს უბრალოდ სევიდანი იყო"

ტყუპები და ჰაგრიდი მრუდე ქუჩაზე მიდიოდნენ

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ტყუპები და ჰაგრიდი მრუდე ქუჩაზე მიდიოდნენ. ტყუპებს უკვე თითქმის ყველაფერი ქონდათ ნაყიდი, ჰარი სიას კითხულობდა. "ჩვენ ჯერაც გვჭირდება.."

"ჯოხი" თქვა შ/ს-მ და ძმის წინადადება დაასრულა.

"ჯოხი? მაშინ თქვენ ოლივანდერი გინდათ" ჰაგრიდმა მაღაზიაზე მიანიშნა. "არცერთი ადგილია ამაზე უკეთესი, მიდით, მაგრამ მოიცათ. კიდევ ერთი რამ მაქვს გასაკეთებელი. ბევრი დრო არ დაჭირდება და ერთად დარჩით" დაამატა.

ტყუპებმა თავი დაუქნიეს, ჰარიმ კიდევ ერთხელ ჩაკიდა დას ხელი და ორივე ერთად წავიდა მაღაზიისკენ. როცა შიგნით შევიდნენ ხელი გაუშვა დას, იცოდა რომ მას აქ არ დაკარგავდა. ორივემ ირგვლივ დაიწყო ყურება, ეს მაღაზია განსაკუთრებული ჩანდა. "გამარჯობა?" ერთად ნაზად იკითხეს.

მოულდონელი ხმა გაისმა უკა, რამაც შ/ს შეაშინა. მალევე კაცი გამოჩნდა კიბეზე. ვინც შ/ს-მ ოლივანდერად ჩათვალა. მან ტყუპებს დახედა, შემდეგ კი გაიღიმა. "მაინტერესებდა როდის გნახავდით მისტერ და მისის პოტერ. ისეა თითქოს მხოლოდ გუშინ იყვნენ დედათქვენი და მამათქვენი აქ თავიანთვის პირველი ჯოხის საყიდლად" თქვა ოლივანდერმა.

"მართლა?" იკითხა შ/ს-მ

ოლივანდერმა თავი დაუქნია და კიბიდან ჩამოვიდა თან ორი ჯოხი აიღო ხელში და ტყუპებისკენ წავიდა. "აი ასე" ჯოხები გაუწოდა და ორივემ ყოყმანით აიღეს ის ხელში. შ/ს ჯოხს დააკვირდა, თავი გვერდით გადახარა. ჯოხს აკვირდებოდა, რომელიც ძალიან საინტერესო ჩანდა. გოგომ გაიღიმა. "აბა ოდნავ აიქნიეთ" თქვა ოლივანდერმა.

BITE ME- {Draco Malfoy x Reader}- (თარგმნის პროცესში)Where stories live. Discover now