~6~ ჰოგსმიდი

60 6 0
                                    

"შენ მართლა ლამაზი ხარ"

პროფესორი ლუპინის ხმამ რეალობაში დამაბრუნა, ფიქრებში ვიყავი გართული

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

პროფესორი ლუპინის ხმამ რეალობაში დამაბრუნა, ფიქრებში ვიყავი გართული. ჩემს უჩვეულო და ბოლო დროინდელ სირიუს ბელქთან შეხვედრაზე ვფიქრობდი. კრიმინალი. კაცი, რომელსაც ჩემი და ჰარის მოკვლა უნდა. ისიც ვერ შევნიშნე რომ პროფესორი შემოვიდა, იქ კარადა იყო შუა ოთახში. რომელიც დრო და დრო ირხეოდა. დრაკოს გავხედე, რომელიც ჩემს გვერდით იდგა და თაროს მიყრდნობოდა. კრაბი და გოილი მასთან ახლოს იდგნენ, მცველებივით.

"საინტერესოა, არა?" ლუპინმა იკითხა, მისი ხმა შორიდან ისმოდა.

უკან გავიხედე და ლუპინი დავინახე რომელიც ჩვენს წინ მოდიოდა, კიდევ ერთხელ შეირხა კარადა. წინ გავიხედე, მაინტერესებდა რა შეიძლება ყოფილიყო შიგნით.

"ვინმე შეეცდება გამოცნობას... თუ რა არის შიგნით?" ლუპინმა იკითხა, როცა სიარული განაგრძო წინ.

"ბოგარტი" ბიჭმა თქვა რომელიც დინ ტომასად შევიცანი.

"ძალიან კარგი მისტერ ტომას" ლუპინმა შეაქო. "ახლა, შეუძლია ვინმემ მითხრას როგორ გამოიყურება ბოგარტი?"

"არავინ იცის" ვუპასუხე მე.

ლუპინი ახლა უკვე ჩვენს წინ იყო და მიყურებდა. "და რატომ მის პოტერ?"

"ბოგარტები ფორმის შემცვლელები არია. ისინი იმ ფორმას იღებენ ვისიც პიროვნებას ყველაზე მეტად ეშინია. ეს არის რაც ქმნის მათ.."

"ასეთ საშიშებს, დიახ, დიახ, დიახ..." ლუპინმა ჩემი სიტყვა დაასრულა და მოძრავ კარადისთან მივიდა. "საბედნიეროდ, ძალიან მარტივ შელოცვას შეუძლია ბოგარტის დამარცხება. მოდი წავივარჯიშოთ"

BITE ME- {Draco Malfoy x Reader}- (თარგმნის პროცესში)Where stories live. Discover now