~15~ არაგონი და საიდუმლო ოთახში

102 6 0
                                    

"ვფიქრობ ეს კარგი რამაა"

"წამოდი!" ჰარიმ დაიყვირა და ქოხიდან გავიდა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

"წამოდი!" ჰარიმ დაიყვირა და ქოხიდან გავიდა. ფანგი მის მხარეს იყო, რადგან მისი საყელო ეჭირა.

დრაკო და რონი უკან მიყვნენ. "რა?!" დაიძახა რონმა.

"ჰაგრიდის ნათქვამი არ გაგიგია?" დრაკომ თქვა და წარბი აწია.

"ხო ჰაგრიდმა თქვა ობობებს გაყვესო." ჰარიმ თქვა.

"ისინი ბნელ ტყეში მიდიან!" რონმა დაიყვირა. "რატომ ობობები! რატომ არ შეეძლო ეთქვა პეპლებს გაყევიო?!" დაიწუწუნა.

დრაკოს არაფერი უთქვამს მის საქციელზე, რადგან მასაც არ უნდოდა ბნელ ტყეში შესვლა, მაგრამ მაინც შევიდოდა.

***

"ჰარი ეს არ მომწონს... ჰარი, საერთოდ არ მომწონს ეს!" რონმა ჩუმად თქვა.

"ოჰ, ღვთის-"დრაკომ ამოიოხრა. "დამშვიდდი ვიზლი"

სამივე დადიოდა რაღაც პერიოდი, მიყვებოდნენ პატარა 8 ფეხიან არსებებს. დროის უმეტესობა დრაკო ფიქრებში იყო დაკარგული. სამივე გვირაბში შევიდა, ობობების დიდ ჯგუფს გაყვნენ. დრაკომ ირგვლივ მიმოიხედა, დარწმუნდა რომ მის თმაზე არცერთი იყო. სანამ რონი პრაქტიკულად ტიროდა.

"შეგვიძლია უკან დავბრუნდეთ ახლა?" რონმა იკითხა, ირგვლივ შეშინებულ იხედებოდა.

სამივე შევიდნენ დიდ სივრცეში, ის სავსე იყო დიდი და პატარა ობობის ქსელებით. დრაკომ წარბები შეკრა, აშკარად არ მოწონდა ეს ყველაფერი.

"წამოდი!" თქვა ჰარიმ და წინ წავიდა.

"ვინ არის?" თქვა ბოხმა ხმამ.

BITE ME- {Draco Malfoy x Reader}- (თარგმნის პროცესში)Where stories live. Discover now