~4~ პატარა ბინძური საიდუმლო და მყვირალა

114 6 0
                                    

"როგორც ვთქვი, რონ, მკვდარი ხარ"

საბოლოოდ მივედით ჰოგვართსში, მე და დრაკო შევთანხმდით რომ ჩვენი ერთად ყოფნა საიდუმლოდ შეგვენახა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

საბოლოოდ მივედით ჰოგვართსში, მე და დრაკო შევთანხმდით რომ ჩვენი ერთად ყოფნა საიდუმლოდ შეგვენახა. მე არ მინდოდა ტრიოს შევძულებოდი და ორივემ ვიფიქრეთ რომ სახალისო იქნებოდა მათ ზურგს უკან შეხვედრები. რონი და ჰარი ჯერ არ დაბრუნებულან და უკვე ნერვიულობას ვიწყებდი. განაწილების ცერემონია დასრულებული იყო და კეიდენს ვესაუბრებოდი, დრაკო ჩემს გვერდით იჯდა და მისი ხელი ჩემს ფეხზე იდო.

"შენი ძმა სად არის?" იკითხა კეიდენსმა.

მხრები ავიჩეჩე. "გულწრფელად, წარმოდგენა არ მაქვს. დარწმუნებული ვარ კიდევ ერთ თავგადასავალს გადის უჩემოდ"

ჩაიცინია. "მზად ხარ პირველ კურსელის ასაყვანად?"

გავიღიმე. "ჯანდაბა კი"

"პირველ კურსელის აყვანა?" დრაკომ იკითხა.

მას გავხედე და თავი დავუქნიე. "ხო, გასულ წელს მე და კეიდენსმა ვთქვით რომ პირველ კურსელს შევიფარებდით ჩვენი ფრთის ქვეშ" ავუხსენი.

სანამ დრაკო რამეს იტყოდა დამცინავი ქირქილი გავიგე. გვერდით გავიხედე და პენსი პარკინსონი დავინახე, რომელსაც საზიზღარი გამოხედვა ქონდა. გულწრფელად დამავიწყდა რომ ის საერთოდ არსებობდა, მაგრამ მასში არაფერი შეცვლილა. მას ჯერაც ბუნებრივი მოპსის სახე ქონდა და სავარაუდოდ ჯერაც დრაკოზე იყო ჩაციკლული.

"რომელ ნორმალურს მოუნდება რომ თქვენი მსგავსი იყოს?" ჩაიცინა.

BITE ME- {Draco Malfoy x Reader}- (თარგმნის პროცესში)Where stories live. Discover now