~5~ დადა და სრული სისულელე

113 7 1
                                    

"ლოკოკინები ჭამე ძუკნავ!"

კეიდენსთან ერთად მივდიოდი დადასკენ

Rất tiếc! Hình ảnh này không tuân theo hướng dẫn nội dung. Để tiếp tục đăng tải, vui lòng xóa hoặc tải lên một hình ảnh khác.

კეიდენსთან ერთად მივდიოდი დადასკენ. ამოვიოხრე. "მომკალი ახლავე" დავიღრინე.

"დიახ გთხოვ" კეიდენსიც დამეთანხმა.

მე და კეიდენსი საკლასო ოთახში შევედით და ცარიელი მაგიდისკენ წავედით დრაკოს გვერდით. კეიდენსის გვერდით დავჯექი და ხელები გადავიჯვარედინე, წარბები შეკრული მქონდა.

"უკვე მძულს ეს გაკვეთილი" კეიდენსმა თქვა.

ჩავიცინე. "ხო, მე უკვე მზად ვარ შავ ტბაში გადავხტე" ვთქვი მე.

"ვგულისხმობ ის აშკარად სულელია. ეს სამსახური როგორ მიიღო?" კეიდენსმა იკითხა.

"წარმოდგენა არ მაქვს კეი, მე ისიც კი მაოცებს აქამდე როგორ იცოცხლა."

სანამ კეიდენსი რამეს იტყოდა, ლოკჰართი გამოვიდა. "ნება მომეცით წარმოგიდგინოთ თქვენი ახალი ბნელი ძალებისგან თავდაცვის მასწავლებელი... მე!" დაიძახა.

"საკუთარ თავზე შეყვარებული ჩანს!" ჩუმად ვუთხარი კეიდენს.

"ოჰ ნამდვილად" მანაც ჩუმად მითხრა. "ფიქრობ ის-"

"ოჰ ღმერთო ჩემო, არც გაბედო მაგის თქმა" მას ვუყურებდი.

გაიღიმა. "აბა, ფიქრობ?" იკითხა.

"სავარაუდოდ დემენტორზე უფრო მარტოსულია" ჩუმად ვუთხარი.

"გილდეროი ლოკჰარტი! მერლინის მესამე ხარისხის ორდენის მფლობელი, ბნელი ძალებისგან თავდაცვის ლიგის საპატიო წევრი და „ქალთა გაზეთის" ხუთგზის ჯილდოს მფლობელი ყველაზე მომხიბლავი ღიმილისათვის. თუმცა, ამ თემაზე ბევრს არ ვლაპარაკობ ხოლმე. ალქაჯებსა და ჭინკებს ჩემი ღიმილით კი არ დავაღწიე თავი! " თქვა და ჩაცინების ხმა გამოსცა.

BITE ME- {Draco Malfoy x Reader}- (თარგმნის პროცესში)Nơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ