~12~ ვალენტინის დღე

114 7 0
                                    

"რა თქმა უნდა, ჩემი შვილი მომყავს"

თვეები სწრაფად გაფრინდა, ჰარი და რონი, რა თქმა უნდა, არ დამლაპარაკებიან

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

თვეები სწრაფად გაფრინდა, ჰარი და რონი, რა თქმა უნდა, არ დამლაპარაკებიან. ერთადერთი რომლებიც მესაუბრებოდნენ იყვნენ, დრაკო, რა თქმა უნდა, კეიდენსი, ფრედი, ჯორჯი, ჰერმიონა და პატარა რეივენქლოს პირველ კურსელი რომელიც დავიმეგობრე ჯეკი. რაც თვეები გადიოდა, მით ნაკლებს ვდარდობდი ჰარის ნათქვამზე. თავდასმა არ ყოფილა ბოლო დროს და ეს შვება იყო. ჩემდა გასაკვირად ჰარის მთელი სკოლისთვის არ უთქვამს ჩემი საიდუმლო. ვფიქრობ ეს ჰერმიონას ნამოქმედარია და ამის მადლიერი ვარ.

ღრმად მეძინა როცა მოულოდნელად ვიღაც დახტა ჩემს საწოლზე. გავიღვიძე და გადაბრუნების დროს დავეცი. ამოვიგმირე. "ამის დედაც"

"ბოდიში შ/ს მინდოდა კრეატიული გზით გამეღვიძებიე. "კეიდენსის ხმა გაისმა.

წამოვდექი და მას ბრაზით გავხედე. "შაბათ-კვირაა ჯანდაბას, ძილის საშუალება მომეცით"

"ვალენტინის დღეა შ/ს"

იატაკს დავხედე. "დამავიწყდა რომ დღესასწაულები არსებობს" ამს ავხედე. "-ეს დღესასაწაულია არა?"

კეიდენსმა მხრები აიჩეჩა. "ტექნიკურად, მაგრამ მიდი ჩაიცვი!"

ამოვიოხრე და თმაში ხელი ავხლართე. "რატომ უნდა გამეღვიძა?"

"რადგან პირველი ვალენტინის დღეა, და მეორე მოპსის სახიანი დრაკოს ეფლირტავება"

თვალები გამიფართოვდა. "ოჰ ჯანდაბა არა"

სწრაფად ჩავიცვი, სააბაზანოში შესვლაზე დრო არ დამიკარგავს, მე და კეიდენსი ფაქტიურად დები ვიყავით, ამიტომაც ერთმანეთის წინ გამუდმებით ვიცვლიდით. ფართხუნა გძელსახელოებიანი მწვანე მაისური ჩავიცვი, რომ ჩემი სლიზერინის მხარე გამომეჩინა რა თქმა უნდა. შავი დახეული ჯინსი, რომელიც კეიდენსმა მათხოვა. მიუხედავად იმისა რომ ის წმინდა სისხლის იყო, მისი ოჯახი სხვებისგან განსხვავდებოდა, მათ სისხლის სტატუსი არ ადარდებდათ. და ზოგჯერ დღესასწაულებს მაგლების სამყაროშიც აღნიშნავდნენ, რისი ცოდნაც კარგია.

BITE ME- {Draco Malfoy x Reader}- (თარგმნის პროცესში)Where stories live. Discover now