~8~პირველი ქვიდიჩის თამაში და საუბარი შავ ტბასთან

115 7 0
                                    

"ვიცი რომ ცუდი ადამიანი არ ხარ, ამის დანახვა შემიძლია"

"ვიცი რომ ცუდი ადამიანი არ ხარ, ამის დანახვა შემიძლია"

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

სლიზერინის მაგიდასთან ვიჯექი, ძალიან ვღელავდი. ჩვევისამებრ ფეხს ვათამაშებდი და თითების მტვრევით უბრალოდ ვიცდიდი. საჭმლით სავსე თეფშს რომელიც ჩემს წინ იყო ვაიგნორებდი. "შ/ს!" ხმამ თქვა და ფიქრებიდან რეალობაში დავბრუნდი.

ავიხედე და კეიდენსი დავინახე რომელიც აღელვებული მიყურებდა. "ჰმმ"

"საჭმელი ჭამე, ძალა გჭირდება დღევანდელი თამაშისთვის"

წარბები შევკარი. "მართალია"

"ნერვიულობ?"

"ცოტა?" ვთქვი, მაგრამუფრო კითხვას გავდა ჩემი ნათქვამი.

"ცოტა, სერიოზულად? შ/ს ფეხები გიკანკალებს და თითებს იმტვრევ"

"კარგი, ძალიან ვნერვიულობ, შეშინებული ვარ უფრო სწორი იქნება. ჩემი პირველი ქვიდიჩის თამაშიდა და მე ამას ვერ გავაფუჭებ"

კეიდენსმა ამოიოხრა. "საოცარი იქნები. ახლა ჭამე"

გავიღიმე და დახვეული პური ავიღე, უკვე უნდა გამესინჯა როცა ჰაერში ფრთების მოსმის ხმა გავიგე. ავიხედე და ჰედვიგი და მიდნაითი დავინახე, ორივეს ერთნაირი ზომის ამანათი მოქონდათ. ჩემი ბუ ჩემთან მოვიდა და ამანათი დააგდო, დაბნეულმა დავიჭირე.

"ამანათებისთვის ცოტა ადრე არ არის?" იკითხა კეიდენსმა

"კი, მაგრამ საქმე ისაა რომ მე ამანათი არასდროს მიმიღია"

თვალები გაუფართოვდა. "მაშინ გახსენი!"

მე და კეიდენსმა გავხსენით ამანათი, სანამ რამდენიმე სლიზერინელი გვიყურებდა. როცა სრულიად გავხსენით, თვალები გამიფართოვდა. "ეს ცოცხლია"

BITE ME- {Draco Malfoy x Reader}- (თარგმნის პროცესში)Where stories live. Discover now