~7~ ხმები

113 8 0
                                    

"შე სულელო იდიოტო, არანაირი საწინააღმდეგო შელოცვა არ არის"

ჰარის გვერდით ვიჯექი, ორივეს გვაიძულეს ლოკჰართთან დავრჩენილიყავით და მას დავხმარებოდით მის წერილებთან

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ჰარის გვერდით ვიჯექი, ორივეს გვაიძულეს ლოკჰართთან დავრჩენილიყავით და მას დავხმარებოდით მის წერილებთან. ერთადერთი მიზეზი რატომაც უნდა დავრჩენილიყავი იყო ის რაც მას ვუთხარი. საპასუხო წერილი დავდე რომელიც დავამთავრე და სხვა ავიღე, საქმეს შევუდექი.

"ჰარი, შ/ს, ჰარი, შ/ს...შეგიძლიათ უკეთესი სასჯელი წარმოიდგინოთ ვიდრე ჩემი დახმარებაა ჩემი ფანების წერილებზე პასუხის გაცემაში?" ლოკჰართმა იკითხა.

"შემიძლია რამდენიმე ჩამვთვალო" ვთქვი ჩუმად.

"ალბათ არაფერი" ჰარიმ თქვა.

"დიდება არასაიმედო მეგობარია , სახელგათქმულობას მეორე მხარეც აქვს, გირჩევ დაიმახსოვრო" ლოკჰართმა თქვა.

ამოვიფრუტუნე და წერა გავაგრძელე, მოულოდნელად ხმა გავიგე. "მოდი, მოდი ჩემთაბ, მოდი ჩემთან!" ჩურცულებდა მტკიცე ხმით.

მე და ჰარიმ თავი ავწიეთ და ირგვლივ მიმოვიხედეთ. "რა?" ერთად ვიკითხეთ.

"რა თქვი?" ლოკჰართი დაბნეული ჩანდა.

"ეს ხმა" ორივემ ერთად ვთვქით.

"ხმა?"

"არ გაგიგია?" ვიკითხე.

"რას ამბობთ თქვენ ორნი? თქვენ ალბათ დაიღალეთ არა-" ლოკჰართმა საათს დახედა. "შეხედე რა დრო გასულა- გასაკვირი არ არის! დროს შეხედე! თითქმის ოთხი საათია აქ ვართ! დრო სწრაფად გადის როცა ვიღაც რამე სახალისოს აკეთებს. ჰეჰ, ჰეჰ" ლოკჰართმა ჩაიცინა.

BITE ME- {Draco Malfoy x Reader}- (თარგმნის პროცესში)Where stories live. Discover now