~8~ იმედი მაქვს გვიპოვის

27 6 0
                                    

"იმედია გვიპოვის"

დრაკოს გვერდით ვიჯექი დადას კლასში, ლუპინი ჯერ არ მოსულა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

დრაკოს გვერდით ვიჯექი დადას კლასში, ლუპინი ჯერ არ მოსულა. გულწრფელად, ლუპინი ჩემი საყვარელი პროფესორია. ამოვისუთქე და დრაკოს მივეყრდენი, პენსი ჩვენს უკან იჯდა და ჯერაც მის მხარზე წუწუნებდა. მიუხედავად იმისა რომ მხოლოდ ნაკაწრი იყო და უკვე შეხორცებული.

"ღმერთო, თავს მატკიებს" დრაკომ ჩუმად მითხრა.

"შეიძლება მოვკლა?" დაღლილმა ვუჩურჩულე.

"არა, მირჩევნია ჩემი შეყვარებული აზკაბანში არ გაუშვან" დრაკომ მიჩურჩულა და ლოყაზე მაკოცა.

ამოვიოხრა. "ჯანდაბა"

სანამ კიდევ რამეს ვიტყოდით, კარები სწრაფად გაიღო და ყველა გაგვასწორა. ფანჯრის დარაბები დაიკეტა როცა პროფესორი სნეიპი შემოვიდა და მაგიდებს შორის დაიწყო სიარული. დრაკოს გავხედე რომელიც ჩემსავით დაბნეული იყო.

"394 გვერდზე გადაშალეთ" სნეიპმა თქვა თავისი მონოტონური ხმით.

"უკაცრავად სერ, სად არის პროფესორი ლუპინი?" იკითხა ჰარიმ, ჩემი ფიქრები გააჟღერა.

"ეს შენი საქმე არ არის ნამდვილად პოტერ, ასე არაა? პროფესორმა სწავლებისთვის კარგად არ არის... ამ დროს" სნეიპმა თქვა და ჩემს ძმას გახედა. "გადაშალეთ 394 გვერდზე" გაიმეორა.

თვალები ავატრიალე და წიგნი გადავშალე, როცა აღნიშნულ გვერდთან მივედი დაბნეული დავაშტერდი მას. "მაქციები?" რონმა იკითხა, დაბნეულმა.

"სერ, ჩვენ ახლახანს ვისწავლენ გობლინები და ჭინკები" ჰერმიონამ თქვა, ჩემს აფუებულ თმიან მეგობარს გავხედე. მისი შემოსვლა არ შემიმჩნევია, არც ჰარისთან და რონისთან მოსიარულე. "ჩვენ ეს კიდევ კვირები არ უნდა გაგვევლო"

BITE ME- {Draco Malfoy x Reader}- (თარგმნის პროცესში)Where stories live. Discover now