~10~ ნახვამდის ბაკბიკ

20 9 0
                                    

"შე სულელო განებივრებულო ბოროტო პატარა ძუკნავ!"

მე, ჰარი, რონი, დრაკო და ჰერმიონა ეზოში გავედით

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

მე, ჰარი, რონი, დრაკო და ჰერმიონა ეზოში გავედით. ჩვენ ყველა ჰაგრიდისთან სასაუბროდ მივდიოდით, ის ახალი დაბრუნებული იყო ლონდონიდან ბაკბიკის სასამართლოს გამო და ჩვენ ყველას გვინდოდა გაგვეგო რა მოელოდა ჰიპოგრიფს.

"ლამაზი დღეა" თქვა ჰერმიონამ.

"ნამდვილად ლამაზია გარეთ" ვთქვი და სუფთა ცისფერ ცას ავხედე.

თოვლი გამქრალიყო, ჯერაც ციოდა გარეთ მაგრამ ნელ-ნელა თბებოდა. რამდენადაც არ უნფა მიყვარდეს ზამთარი, სიცივე მძულდა. ზამთარი ჩემი საყვარელი სეზონი იყო რამდენიმე მიზეზის გამო, ერთ-ერთი ის იყო რომ დრაკოს თმა ნაზ თოვლს გავდა, რომელიც ყოველ წელს ფარავდა მიწას.

"დიახ, ლამაზია თუ შენ არ დაგლიჯეს ნაწილებად!" რონმა დაიყვირა, გაბრაზებული ჩანდა.

"ნაწილებად დაგლეჯა?" დრაკომ იკითხა. "ვიზლი რაზე საუბრობ?"

"რონალდმა მისი ვირთხა დაკარგა" ჰერმიონამ ამოიოხრა.

"სკრაბერი დაიკარგა?" წარბაწეულმა ვიკითხე.

"არაფერი დამიკარგავს!" რონმა დაიყვირა. "შენმა კატამ მოკლა ის!" რონმა დააბრალა.

"დარწმუნებული ხარ რონ, ანუ არაფერს ვგულისხმობ ისეთს, მაგრამ ეს დიდი პრობლემა არ იქნებოდა" ვთქვი მე. რონმა ბრაზით გადმომხედა. ხელები ავწიე დანებების ნიშნად. "კარგი, დამშვიდდი. პირველი რაც მე და ჰარის გვითხარი როცა შეგვხვდი, ის იყო რომ სკრაბელი ცოტა პათეტიკური იყო. ეს თავად თქვი"

BITE ME- {Draco Malfoy x Reader}- (თარგმნის პროცესში)Where stories live. Discover now