~4~ ბაკბიკი

86 6 0
                                    

"ააჰ ძალიან დრამატულია, არა?"

მე, დრაკო და ტრიო ჰაგრიდის ქოხისკენ მივდიოდით

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

მე, დრაკო და ტრიო ჰაგრიდის ქოხისკენ მივდიოდით. აღელვებული ვიყავი და ფაქტიურად მივხტოდი ქოხისკენ. ტრიოზე წინ ვიყავი და დრაკო ცდილობდა ჩემსთვის ფეხი აეწყო. ტრიო რაღაცაზე საიდუმლოდ საუბრობდნენ, გავჩერდი და მათ გავხედე.

"ამჯერად რაზე საუბრობთ?" ვიკითხე.

ტრიო გაჩერდა და დრაკო ჩემს გვერდით დადგა, ოდნავ ღრმად სუნთქავდა. "დიდებულო მერლინ, ძალიან სწრაფი ხარ"

ტრიომ არ მიპასუხა. "აბა?" ვიკითხე ისევ.

"არაფერი!" ჰერმიონამ წამოიძახა, დაპანიკებული ჩანდა.

ჰარის გავხედე და დავინახე დანაშაულის გრძნობა მის სახეზე. წარბები შევკარი. "მოგვიანებით ვისაუბრებთ, მე და შენ" ჩემს ძმას თითი მივუშვირე.

***

"აი ასე. წამოდით, ახლა. ახლოს მოდით. ნაკლები საუბარი თუ შეიძლება" ჰაგრიდმა თქვა და კლასი შეაგროვა. "ნამდვილი საგანძური მაქვს თქვენთვის დღეს. დიდებული გაკვეთილი, ასე რომ გამომყევით" გააგრძელა და ტყეში შეგვიძღვა.

დრაკოს გვერდით მივდიოდი, საინტერესო წიგნი მეკავა ხელში, რომელიც დაგვავალა. "აღელვებული ვარ!" წამოვიყვირე და დრაკოს ავხედე.

დრაკომ დამხედა და გამიღიმა. "საყვარელი ხარ"

თვალები ავატრიალე. "ხო რა თქმა უნდა"

"კარგი, ყველამ ნაკლები საუბარი. მოგროვდით და წიგნი გადაშალეთ 49 გვერდზე" ჰაგრიდმა თქვა და მის ირგვლივ მოვგროვდით.

BITE ME- {Draco Malfoy x Reader}- (თარგმნის პროცესში)Where stories live. Discover now