~5~ სირიუს ბლექი

67 5 0
                                    

"როგორ ფიქრობ როგორები იყვნენ ისინი?"

სლიზერინის მაგიდაზე ვიჯექი დრაკოსთან ერთად და დავალებას ვაკეთებდი

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

სლიზერინის მაგიდაზე ვიჯექი დრაკოსთან ერთად და დავალებას ვაკეთებდი. დრაკო ჩემს წინ იჯდა და მაკვირდებოდა. პენსი ახლოს იყო მის მეგობრებთან ერთად და რამდენიმე ბიჭთან, რაც შეეძლო ცდილობდა დრაკოს ყურადღება მიეპყრო.

"იღბლიანი ვარ რომ მხრის მოჭრა არ დაჭირდათ" დრამატულად დაიწუწუნა.

ვიღაც დაჯდა ჩემს გვერდით, გავიხედე და კეიდენსი დავინახე. "ჯანდაბა კეი, ჰეი. სად იყავი?" ვიკითხე.

თმა გაისწორა, რომელიც აბურდული ქონდა, სახე ვარდისფერი, სავარაუდოდ სიცხისგან ან რაღაცის გამო. "ამ, საერთო ოთახში" ყოყმანით მიპასუხა.

გავხედე და წარბი ავწიე. "ვიცი როცა მატყუებ კეიდენს"

"სერიოზულად ვამბობ, საერთო ოთახში ვიყავი. მე... მე ახლახანს გავიღვიძე ესაა და ეს" მხრები აიჩეჩა.

ამოვიოხრე. "კარგი. კარგი" ვთქვი და დრაკოს გავხედე, რომელიც ჯერაც მიყურებდა. წარბი ავწიე. "დრეი?"

ფიქრებიდან გამოერკვა. "ჰმმ?"

"კარგად ხარ?" ვიკითხე.

თავი დამიქნია. "კი, მშვენივრად"

სანამ კიდე რამეს ვიტყოდი, სიმუსი შემოვარდა დიდ დარბაზში. გაზეთს იქნევდა ჰაერში და საოცრად შეშინებული ჩანდა. "შენიშნეს! ის შენიშნეს!" დაიყვირა.

"ვინ?" ვიღაცამ იკითხა.

ჩემი მაგიდიდან ავდექი და გრიფინდორისკენ წავედი, დრაკო და კეიდენსიც გამომყვნენ. "სირიუს ბლექი!" სიმუსმა დაიძახა.

BITE ME- {Draco Malfoy x Reader}- (თარგმნის პროცესში)Where stories live. Discover now