~4~გამანაწილებელი ქუდი და მალფოი

119 7 0
                                    

"რატომ ჟღერს ეს თითქოს სარკის წინ 50-ჯერ გაქვს გამეორებული?"

"კარგი მაშინ! პირველი წელი! აქით, გთხოვთ! წამოდით, ახლა, ნუ მორცხვობთ! მოდით, იჩქარეთ!" გავიგე ნაცნობი ხმა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

"კარგი მაშინ! პირველი წელი! აქით, გთხოვთ! წამოდით, ახლა, ნუ მორცხვობთ! მოდით, იჩქარეთ!" გავიგე ნაცნობი ხმა. მე, რონი და ჰარი ჰაგრიდთან მივედით. "გამარჯობა ჰარი და შ/ს" თქვა როცა შეგვნიშნა.

გავიღიმე. "გამარჯობა ჰაგრიდ" მე და ჰარიმ ერთად ვთქვით.

დავინახე როგორ შეიშმუშნა რონი. "თქვენ ორნი ფრედზე და ჯორჯზე უარესები ხართ" თქვა.

გავიცინე და რონს მომღიმარმა გავხედე. "კარგი მაშინ. ნავებზე ადით. მიდით ახლა, გამომყევით!" თქვა ჰაგრიდმა.

ჰაგრიდი სამივეს წინ გაგვიძღვა ნავისკენ და თვალები გამიფართოვდა, მე რონი და ჰარი ნავში ავედით. ნავმა ნელა დაიწყო ტბის მოპირდაპირე ნაპირისკენ ცურვა, რომელზეც უზარმაზარი სასახლე იყო.

***

როცა სასახლეში შევედით ირგვლივ გაოცებული ვიყურებოდი. ჰარი და რონი ჩემს გვერდით იყვნენ როცა გავჩერდი. ჩემს წინ ქალი დავინახე რომელსაც მაღალი ქუდი ეხურა და რაღაცით ნაცნობი ჩანდა. მაგრამ წინ გამწიეს როცა მისი საუბრის დაწყებას ელოდნენ.

"კეთილი იყოს თქვენი მოსვლა ჰოგვართსში, ახლა, რამდენიმე წამში ამ კარში შეხვალთ და თქვენს თანაკლასელებს შეუერთდებით. მაგრამ სანამ თქვენს ადგილებს დაიკავებთ, სახლებში უნდა განაწილდეთ. ესენია: გრიფინდორი, ჰაფლეპაფი, რეივენქლო და სლიზერინი. ახლა, სანამ აქ ხართ თქვენი სახლი თქვენი ოჯახი იქნება. თქვენი გამარჯვება თქვენს სახლს ქულებს მოუტანს, ნებისმიერი წესის დარღვევა და თქვენ ქულებს დაკარგავთ. წლის ბოლოს სახლი, რომელსაც ყველაზე მეტი ქულა ექნება სახლის თასს მიიღებს" აგვიხსნა მან.

BITE ME- {Draco Malfoy x Reader}- (თარგმნის პროცესში)Where stories live. Discover now