თავი 29

931 153 29
                                    

   რამოდენიმე წუთი ვიბრძვი მედძმასთან, რომ ჩემით დავიმუშავო, გადავიხვიო და რაღაც მყრალი მაზი წავითხიპნო ჭრილობებზე. ბოლოს იძულებულია დამთანხმდეს.
   ბეტა ორმეტირიანი ალფის წინააღმდეგ.. პირდაპირ მიკვირს როგორ დამარცხდა.
   როდესაც ბოლო-ბოლო თავს გვანებებს, მთელი ჩემი არსენალით ბექიონის წინ ვეწყობი და საქმეს ვუდგები. ტუჩი არც ისე დიდზე აქვს გახეთქილი, როგორც თავიდან მომეჩვენა. იმის წარმოდგენაც კი არ შეგიძლიათ, თუ რას ვგრძნობ, როდესაც ცივ კომპრესს ვადებ ტუჩზე და თხელ თითებს, სველი პირსახოცით, სათითაოდ ვუწმინდავ.

  - მერე დავიბანოთ.
  - უჰუ.

   ყოველგვარი წინააღმდეგობის, ყვირილის გარეშე. ზის მთელი ხუთი წუთი და უფლებას მაძლევს, შესიებულ ტუჩზე, გამჭვირვალე გელი წავუსვა და მტკივნეულ ადგილზე სული შევუბერო. რბილი ალიფერი ტუჩები... არასწორად ფიქრობ ჩანიოლ.. ნუ წახვედი დაუკრეფავში.
   შემდეგ კი ნელ-ნელა ვაფრენ... როდესაც ომეგა ჩემს ხელს იშორებს და ონკანისკენ მივყავარ. ფრთხილად მბანს ნატკენ ადგილებს, ფრთხილად მამშრალებს პირსახოცით და უკან ტახტზე მაბრუნებს. ეს ყველაფერი აბსოლუტურ სიჩუმეში. ხმის ამოღებისაც კი მეშინია.

  - მოითმენ? - მეკითხება ბექიონი და ბამბას პერეკისის ხსნარში ასველებს.
  - ვარიანტები მაქვს?
  - არა, - ცდილობს გაიღიმოს, მაგრამ მაშინვე იშმუშნება ტკივილისაგან. მივაკლავ სეჰუნს.

   ამის დედაც! რა მწარეა! მაგრამ ასეთი შეშფოთებული სახის გამო ჩემს მოპირდაპირედ, მზად ვარ კიდევ ერთხელ ვიჩხუბო. ბექი ცდილობს ხელით გამინიავოს, სული შემიბეროს საომარ ჭრილობებზე და  პირდაპირ ჩემს წინ დგას წარბებშეჭმუხნული. საყვარელი.
   რომელი სიამაყე? რაზე ლაპარაკობთ? მიმიფურთხებია ჩემი გატეხილი გულისთვის და მისი სტერვოზულობისთვისაც. ერთი ხელის მოძრაობა და ომეგა ჩემს გაშლილ ფეხებს შორის დგას, მე კი ვითომ აქ არც არაფერი, ხელებს მის თეძოებზე ვაწყობ. ხმას არ იღებს, არც აპროტესტებს, თითქოს ასეც უნდა იყოს.

მისი ატანა არ მაქვს!Where stories live. Discover now