თავი 64

763 99 3
                                    

   მეღვიძება, როდესაც ჩემს მკლავებში აქამდე მშვიდად მყოფი რაღაც, ბორგვას იწყებს., ცდილობს ფრთხილად გაძვრეს ლოგინიდან. ცდილობს არ გამაღვიძოს, ფრთხილად ტრიალდება, იკუნტება და ძირს ცურდება. რბილად ვიხუტებ და საფეთქელთან ვკოცნი, თვალგაუხელლად და „დილა მშვიდობისას“ ვუსურვებ. ბექიონი თავიდან შეშდება, შემდეგ ლოგინიდან ხტება და სააბაზანოსკენ მიმავალი მესვრის „მშვიდობისას“.

   კიდევ ათი წუთი ვნებივრობ საწოლში, სანამ ჩემი სააბაზანო აქვს ოკუპირებული. ჩემს სააბაზანოში, ჩემს სააბაზანოში არის. და გარწმუნებთ, რომ არ არსებობს ვინმე ჩემზე უფრო ბედნიერი, როდესაც ჩემი ბალიშიდან მის არომატს ვყნოსავ. ცხვირით ვერგობი ნაჭერში, მის ნახევარზე ვწვები და ნელ-ნელა ვკვდები, ვანილის და რძის არომატისგან.

  - მოვრჩი, - მატყობინებს ომეგა, სააბაზანოდან გამოფარფატებული. ზღურბლზე მხოლოდ ჯინსში გამოწყობილი დგას და სველ თმას იშრობს პირსხოცით. მე კი ოთახის ცენტრში აჯიმანიებს ვაკეთებ. ბექიონს ხელიც კი უშეშდება, ისეთი დაბნეული ციცქნაა. ლამის ჩემს დორბლებზე მიცურდება ფეხი.

    ჩემი იდიოტი თავი, როგორ დამავიწყდა?! წინდები. რა თქმა უნდა, წინდებშია გამოწყობილი! ლურჯ ხაზიან ნაცრისფერ წინდებში. მოვკვდით სისაყვარლით, შეგვშურდა და დავივიწყეთ. ჩემია.

   სააბაზანოში მივდივარ, ბექიონი კი საწოლს ალაგებს. ყველაფერი აბსოლუტურ სიჩუმეში.

  მაშინ შემოდის, როდესაც დუშის ქვეშ ვდგავარ. სარკის წინ დგება და თმის გაშრობას იწყებს. გამოვდივარ, პირსახოცს ვიხვევ და მის დაინტერესებულ მზერას ვამჩნევ. ხელიდან ფენს ვაწიწკნი და მე თვითონ ვაშრობ ბოლომდე, ხანდახან თმებს ვიჩეჩავ და იროკეზს ვუკეთებ. ბექიონი ფართხალებს, ცდილობს ფენი წამართვას და თავშიც მიმიზნებს, ცდილობს მთხლიშოს.

  - ვსო, მოვრჩი უკვე, ნუ ყვირი,  ვამშვიდებ მე, ბექის ჩემკენ ვატრიალებ და ვკოცნი.

   ზანტად მპასუხობს და იწევა.

  - პირველი ლექციისთვის უნდა იყო?

  - მესამე. მაგრამ მანამდე დარბაზში უნდა მივიდე.

   - ისევ?

  - ხო.

   სარკის წინ ვდგავარ და თავს ვიწესრიგებ, როდესაც ბექიონი წასვლამდე შემოდის და ლოყაზე მკოცნის.

  - მე წავედი.

  - წარმატებები.

   უცებ წარმოვიდგენ, თუ როგორ მირბის ასე ყოველ დილით, მემშვიდობება, შემდეგ კი სამსახურიდან მწერს რა მოამზადოს ვახშამზე. საღამოობით როგორ მეგებება კარში, ხელს როგორ იწმენდს ჭურჭლის ტილოთი და ბედნიერი მკოცნის ლოყაზე, მაგიდასთან მსვამს. გული მიჩქარდება, როდესაც წარმოსახვა პატარა სინათლეების ფოტოებს მთავაზობს, რომლებიც იატაკზე დაფოფხავენ უამრავი სათამაშოების გარშემო. ოღონდაც. როდესმე. თუმცა ეჭვი მეპარება ჩემმა გულმა მსგავს ბედნიერებას გაუძლოს. წარმოდგენისაც კი მეშინია, თავს იმედს ვერ ვაძლევ, რომ გრძნობებზე მიპასუხებს. რომ უბრალოდ კი არ მომეკრობა და მაკოცებს, სურვილით შეპყრობილი და ვნებით ანთებული. რომ მეტყვის ჯადოსნურ „მიყვარხარ“’. მაგ მომენტში ალბათ გული წამივა, გული გამისკდება და მოვკვდები, გავაფრენ. თუ მაინც მოვახერხებ და საღ ჭკუაზე დავრჩები, ჩემზე ბედნიერი ალფა არ იქნება სამყაროში. შესაძლებელია, რომ ყველაზე გასაოცარი ქმარი მყავდეს, მსოფლიოში საუკეთესო ოჯახი. ამ ყველაფრისთვის ჩემი ომეგას გულის დაპყრობაღა დარჩა.


   🤷‍♀️🤷‍♀️ ვიცი რომ უსაშინლესად პატარა თავია, მაგრამ ესაა რაცაა და მე ვერაფერს მივამატებ. მაპატიეთ ხალხო გამოცდები მეწყება და ცოტა დავაგდე ტემპი.. სტუდენტებს გვჩვევია მთელი წლის მასალის ბოლო სამ დღეში სწავლა. ვინც სტუდენტები ხართ გამიგებთ. ეს კვირა ვეცდები, ძალიან ვეცდები რომ განვაახლო მაგრამ ვერაფერს შეგპირდებით სორიიიიი... ლავ უ ყველა და მადლობა ✌️✌️✌️❤️

მისი ატანა არ მაქვს!Where stories live. Discover now