თავი 63

974 118 10
                                    

   რცხვენია და თავს შარფში მალავს, როგორც კი მშორდება.

  - რას ვბოდავ?

  - ნუ იგრუზები. წამოდი სახლში წავიდეთ.

   ჩანთას ვიღებ, ბექიონს შარფს ვუსწორებ.

  - აუტანელი ხასიათი მაქვს.

- მოკეტავ დღეს?

   ისევ იბუტება.

  - არ ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის ჩვენი ურთიერთობა, მაგრამ ამ წუთამდე ყველაფერი კარგად იყო. მართლა.

  - არ არსებობს.

   რამდენჯერ უნდა მოვაკეტინო ჩემს გნომს დღეს?

   ჩვენს სართულებზე ვიშლებით. ბექიონი ისევ დამორცხვებულია, დასიებული ტუჩებით, ყოველ ნაბიჯზე წასაქცევად გამზადებული.

  კბილებს ვიხეხავ, ნივთებს ჭუჭყიანი ტანსაცმლის კალათში ვტენი და ხვალისთვის სუფთა ფორმას ვამზადებ.

  ოუ, დამავიწყდა თქმა. მეზობელი გამექცა, როგორც იქნა. ასე რომ ახლა დიდი ოთახის, ავეჯის და ინტერიერის ნივთების ორმაგი რაოდენობის მფლობელი ვარ.

  ამ გაწამაწიაში ერთი მინუსია, დიდი მინუსი, ნორმალური საჭმელი არ მაქვს და აღარც არავინაა ოთახში, რომ  მას ვთხოვო. ჩანთაში შემორჩენილი შოკოლადის ნატეხს ვპოულობ, შემდეგ კი მახსენდება, რომ სადღაც კომოდში, გადამალული მაქვს სასუსნავი შავი დღისთვის.

  უკვე ლოგინზე ვზივარ და აღმოჩენილ სასუსნავებს მივირთმევ, როდესაც მთელს ოთახში ხმამაღლა ყვირის ტელეფონი. ვპასუხობ და ბექიონის კითხვა მოულოდნელობისგან მაოცებს.

  - როგორ იქცევიან ნორმალური წყვილები?

   და რატომ ვჭამდი მაინცდამაინც ამ დროს თხილიან პეჩენიას? მაინც ყველაფერი პირიდან მიცვივდება.

  - წინასწარ უნდა გამაფრთხილო ხოლმე, პატარავ, მსგავს კითხვებს სანამ დამისვამ.

  - რა იყო, ამაზე უკვე კითხვის დასმაც აღარ შემიძლია?

  - შეგიძლია, მაგრამ ისე მეკითხები, გეგონება სპეციალისტი ვიყო ამ სფეროში.

მისი ატანა არ მაქვს!حيث تعيش القصص. اكتشف الآن