თავი 75

1K 96 29
                                    

   ტელეფონის წრიპინის ხმაზე მეღვიძება, ელემენტი ნელ-ნელა კვდება. ხელით კომოდისკენ ვიწევ, დილის 5:47 წუთია.

   ბექიონის სძინავს, თავი ჩემს მხარზე უდევს და ხელ-ფეხი ჩემზე აქვს შემოწყობილი. ოდნავ ვიცვლი პოზიციას, ომეგა ძილში ბურტყუნებს და მომენტალურად ეწყობა ისევ კომფორტულად.

  - რა იყო, უხერხულად წევხარ ხო? - ვეჩურჩულები მე.

   თითქოს ჩემი ხმა ესმის, იმიტომ რომ ჩემს გვერდით ბორგავს და უფრო ძლიერად მეხვევა, კიდევ რაღაცისაგან ოდნავ შესამჩნევად იღიმის ძილში.

  - კარგი ხო, იწექი, - ვეუბნები მე, ლოყაზე ვეხები თითით.

   ოდნავ ვეფერები, რომ არ შევაწუხო, ყურს უკან თმებს ვეთამაშები. ისეთი ლამაზია, როდესაც სძინავს. წამწამები ცახცახებენ, გაბუშტული ტუჩები კი ოდნავ სველი და ტკბილია.

   ნახევარი საათი ვწევარ და ვუყურებ, მის თითოეულ დეტალს ვიმახსოვრებ, მისით ვიჟღინთები. ახლა კი ფანჯრიდან მზის სხივი ეცემა ლოყაზე. ახლა კი ცხვირს იჭმუხნის და შუბლზე ხაზები უჩნდება. წაბლისფერი თმა ერთმანეთში იხლართება თავის მოტრიალებასთან ერთად და მუქ ფერებს შორის უფრო ღია ფერის წაბლისფერიც მოსჩანს, ზაფხულში მზეზე გახუნებულნი. მიყვარს. სიგიჟემდე. ისე, რომ შეხების სურვილისაგან, თითები მექავება. გადაულახავია სურვილი, გამუდმებით მკლავებში მოქცეული მყავდეს და არასოდეს გავუშვა.

   ბექიონი ბორგავს, ზანტად ახელს თვალებს. მხარზე მკოცნის და ტკბილად იზმორება.

  - შეიძლება არ ვიკითხო ხო, რას ვაკეთებ შენს ლოგინში?

  - გძინავს, - თვალს ვუკრავ მე.

  - ჩემთან ვერ დავიძინებდი, ხომ?

  - იქ მე ვერ დავწვებოდი შენთან ერთად.

  - აჰ, ნუ რა თქმა უნდა, შენს გარეშე ხო  ცუდად გამომდის ძილი.

  - აღიარებასავით ჟღერდა, - და მაცდუნებელი ღიმილით ვიკრავ გულში.

  - არც კი იოცნებო, - ენას მიყოფს ბექი, მკლავებიდან მისხლტება და სააბაზანოსკენ გარბის.

   ლოგინიდან ვხტები და უკან მივყვები.
ეს გნომი ნიჟარასთან დგას, თავის კბილის ჩოთქს ღეჭავს და კბილის პასტას უსვამს ჩემსას. თავის მოწესრიგების პარალელურად ვასწრებთ ერთმანეთის გაწუწვას თავიდან ბოლომდე. იცინის, ეშმაკურად მიყოფს ენას და იფხაჭნება, როდესაც ვცდილობ დავიჭირო. ვშტერდები, როდესაც მის ღიმილს და პრანჭია ჟესტებს ვუყურებ. თითქოს შენელებული კადრია. თუმცა ჩემი პერსონალური პატარა მზის სილამაზესთან, ვერცერთი ფილმი ვერ მოვა ახლოს.

   პირველი შხაპის მისაღებად ბექიონი მიდის. კარგით, ვაღიარებ, კი არ მიდის, ყვირილის, წიკვინის და ხელზე კბენის ფონზე, ვტენი დუშ-კაბინაში. ვიჭერ, მკლავებში ვჭყლეტ, გულის წასვლამდე ვკოცნი ამ აღშფოთებულ ზაზუნას და წყლის ქვეშ ვტენი. თავად კი მის ოთახში მივდივარ გამოსაცვლელი ტანსაცმლისათვის.

   სანამ ბექიონი თმებს იშრობს, მე ვიღებ შხაპს. ომეგა სარკის წინ ტრიალებს, იპრანჭება, თან ჯიუტ თმის ღერებს არასასიამოვნო სიტყვებს ეძახით.

  - რაზე ჩხუბობ? - გამოვდივარ კაბინიდან.

  - ამაზე, - და ხელით შუბლზე ჩამოშლილ თმაზე მიმანიშნებს.

   სველი ფეხებით მივატყაპუნებ პოლზე, პირსახოცს ვიღებ და თმის მშრალებით ვდგები მობურტყუნე ბექიონის უკან.

  - მე თუ მკითხავ, სულაც არ არის ცუდი.

  - შენ უბრალოდ აზრზე არ ხარ არაფრის.

  - სად შეგვიძლია ჩვენ. მე ხომ დაუვარცხნელი და შენი თქმით, ყველანაირ „სირობაში“ გამოწყობილი დავდივარ.

  - აბსოლუტურად მართალია! - საქმიანად იბზუებს ცხვირს და საყვარლად მნიშვნელოვან სიფათს იღებს.

  - ვიღაც აირტყამს ახლა, - ვაფრთხილებ მე და ვუღატუნებ.

   ბექიონი ფართხალებს, ცდილობს დამისხლტეს და როგორც კი ახერხებს მაშინვე კარისკენ გარბის. უკან მივსდევ, ვეწევი, მაგრამ... ამ მხიარულ სიტუაციაში ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არ გაგვითვალისწინებია... სველი იატაკი. ჯამში კი, როდესაც ბექიონს ვიჭერ, ფეხი უსრიალდება, ცდილობს როგორმე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დარჩეს, ფეხს მიდებს ამასობაში და.... ჩვენც როგორც ცხვრები ყინულზე, ვასრულებთ რამდენიმე დახვეწილ და არც ისე სასიამოვნო პირუეტს და  მთელი ძალით ვენარცხებით იატაკზე. მე ბექიონი  მყავდა ჩახუტებული, ის კი კისერზე მეკონწიალებოდა.

  - ამის დედაც, ჯანდაბაა! ფიასკოც ამას ქვია, - ვბუზღუნებ მე, ვცილობ ავდგე და ომეგის ქვეშიდან ხელი გამოვაძვრინო. - ბაჭია, ცოცხალი ხარ მანდ?

  - ბაჭია ვიღაცას დაკბენს ახლა. ადექი ფეხზე გავიჭყლიტე! - ბორგავს ჩემს ქვეშ ბექი. - დაიგრძელებენ ფეხებს და მერე მე უნდა ვურტყა კუდუსუნი იატაკს.

   ხელებზე ვიწევი, თავიდან ფეხებამდე ვათვალიერებ ომეგას, ცოცხალია. არაფერი დაშავებია. ნელ-ნელა ვდგები ფეხზე, ბექიონი კი ბურტყუნს აგრძელებს.

  - აი, ასე, ცხოვრობ შენთვის, არავის აწუხებ, მერე კი მოდიან ვიღაც ვიღაცეები, სველი ფეხებით, და ხან სად უვარდები და ხან სად.

  - მაპატიე, სპეციალურად ხომ არ მიქნია, - ვუწოდებ ხელს.

  - ეგღა გაკლდა სპეციალურად გექნა, - აგრძელებს ომეგა, დგება და ტანსაცმელს იფერთხავს. შემდეგ წელზე იკიდებს ხელს, კვნესის და რბილად მირტყამს მხარში. - ერთი შენიც... მტკივა ახლა. ხალიჩა მაინც დააფინე ან რამე.

  კრუსუნით და სასტიკ ცხოვრებაზე წუწუნით, ბექიონი ლოგინამდე მიბოდიალობს, ზედ ეცემა, ბალიშში რგავს ცხვირს და გარეთ დარჩენილ, ჩამოკიდებულ ფეხებს ჰაერში ათამაშებს.

  - ვსო, დღეს ტრანსპორტირების თავი არ მაქვს. ასე ავუხსნი მერე კურატორს. ვეტყვი, ყველაფერში პაკ ჩანიოლი და მისი გუბეებია დამნაშავე-თქო.

  - ხოდა რას გამირბოდი.

  - რას მიღატუნებდი?

  - მოიცა, ანუ ჩემთვის მოღატუნება, კბენა და დაკაწვრა შეიძლება? და როგორც კი საქმე საპირისპიროდ მიდის..

  - ჩემს უკანალს სტკივა.

მისი ატანა არ მაქვს!Where stories live. Discover now