თავი 103

843 75 22
                                    


  დილით ნაჩქარევად ვემზადებით. მაღვიძარას უკანალში ვაგზავნიდი, ტყეში, სამ ასოზეც რამდენჯერმე, ეს დამპალი კი მთელ ოთახზე წკარუნს განაგრძობდა. ბოლოს ბექიონმა ვეღარ მოითმინა და იდაყვებზე წამოწეულმა ჩემს ტელეფონს კუკუა უწოდა. არ ვიცი პროგრამით არ იყო გათვალისწინებული რიგით მესამასე ზარის განხორციელება, თუ იმ დონეზე განაწყენდა ამ სიტყვებზე, რომ ჩვენამდე მეტი ზარის ხმა არც მოსულა. ჩვენ კი როგორც ხდება ხოლმე, ისევ დაგვეძინა.

   გაგღვიძებიათ ოდესმე ლექციების დაწყებამდე ოცი წუთით ადრე? მაშინ არ იქნება იმის ახსნა საჭირო, თუ როგორ ვხტებით ლოგინიდან, თავის მოსაწესრიგებლად გავრბივართ სააბაზანოში და სასწრაფო წესით ვეტენებით ჯინსებში. კარგია რომ შინაგანი საათი, იშვიათად, მაგრამ მაინც მუშაობს გამართულად.

   პალტო და დუტის კურტკას შემოსასვლელში საკიდიდან ვხსნით და უკვე კიბეებზე ჩასვლის პროცესში ვიცვამთ. ბექიონი დაუდევრად იგდებს კაშნეს ყელზე, ბუზღუნებს, რომ ხელთათმანები კომოდზე დარჩა და ცივ თითებს ხელში მიწყობს. მოპრიალებულ ასფალტზე გავრბივარ, ვცდილობ წონასწორობა შევინარჩუნო და ომეგას მივათრევ. ფეხს კრავს ხანდახან, უკმაყოფლოდ ბურტყუნებს, მაგრამ უფრო ძლიერად მიჭერს ხელს.

   ერთმანეთს მოკლედ ვკოცნით და სხვადასხვა მხარეს გავრბივართ. შეხვედრას კი მხოლოდ გვიან ღამით ვახერხებთ. ბექიონი დაღლილია, მაგრამ ბედნიერი, გამოცდა ჩაბარებული, მე კი ისევ ჩემს ქაღალდებში თავჩარგული. თავის ოთახში იძინებს.

   შაბათს კი მხიარული თავგადასავალი გვატყდება თავს. არა, ასე არა. სასაცილო, ეს უფრო სწორი სიტყვაა. იმიტომ რომ ბექიონი საშიშ მტერს ებრძვის, ხოლო უნივერსიტეტის რექტორატი კი ჰაერში იწევა. მაგრამ მოდი თანმიმდევრულად მოვყვეთ. ესე იგი, შაბათი...

   დილიდანვე მახსენებს დანიშნული შეხვედრის შესახებ ხელოვან აქტივისტებთან. და მაინც და მაინც დღეს, თითქოს ჯინაზე, მოუნდა რექტორს კალათბურთის გუნდის მზად ყოფნის შეფასება. ბექიონს უწევს არტისტებთან და კონცერტში მონაწილეებთან მოლაპარაკებების თავის თავზე აღება.

მისი ატანა არ მაქვს!Where stories live. Discover now