თავი 33

1K 145 16
                                    

   ერთ დღეს მოულოდნელად ირკვევა, რომ ლუჰანს, იქ საზღვარგარეთ, სტილისტი-პარიკმახერის კურსები აქვს გავლილი. მე კი სასწრაფო წესით მესაჭიროება თურმე სტილის შეცვლა. ჩვენს კომპანიასაც სხვა მეტი საქმე არ აქვს, ამიტომ მოვლენ და საკუთარი ესტეთიკური გემოვნებით შეაფასებენ, სტილისტის ქმნილებას.
   ომეგა დიდხანს აფანგერლინგებს ჩემს რიჟა კულულებზე, გარშემო დახტის, თმის პრუჟინებს ეთამაშება, ექაჩება და მხოლოდ შემდეგ მიძმე ოხვრით იღებს მაკრატელს ხელში. იმ მომენტში, როდესაც თვალებს ვახელ, სარკეში ჩემს გამოსახულებას ვხედავ და სამხრეთ ნახევარსფერო მიაქვს ჩემი გადმოუცემელი "აღფრთოვანებით" გამოწვეულ ყვირილს, ლუჰანი უკვე ჩემოდნებს ალაგებს და უახლოეს ბუნკერს აფარებს თავს.
   შავი ვარ.. ამის დედაც! არანაირი წითური, რიჟა ან თუნდაც მოწითალო... უბრალოდ შავი ვარ. ბანძი ვარ ნახევრად თმიანი, ნახევრად ტლოპინა და ღმერთმა უწყის რომელ მხარეს გადავარცხნილი, ან საერთოდ თუ გადავარცხნილი მაინც.. ერთი კვირა გამირბოდა და მემალებოდა კორიდორებში, ეს ვითომ პარიკმახერ-სტილისტი. მალავდა ბასრ და მოგრძო წვრილ ნივთებს, რომლებიც ტრაკში შეიძლება შეტენო ადამიანს.
   დაუოკებელი სურვილი მაქვს თვალში მაკრატელი ჩავთხარო და პოლისჯოხი შესაბამის ხვრელში. სუინი ტოდი, ამ ირემთან შედარებით, ნამდვილი კაცთმოყვარე ჰუმანისტია. (სუინი ტოდი, ერთერთი ფილმის პერსონაჟია, რომელსაც ჯონი დეპი ასრულებს. ფილმში ის დალაქია, რომელიც შურისძიების მიზნით ხალხს ხოცავს, ატარებს  და მერე სხვებს აჭმევს.. კაროჩე მაგარი ფილმია არ ინანებთ 😂😂😂😂😂😂😂😂)
   პარასკევს საღამოს რაღაც სათავგადასავლო იდიოტობის ყურების დროს, როგორც იქნა ვპატიობ. თუმცა ჩემი შეკორტნილი ქოჩორი ჯერ კიდევ ებუტება და ჯიუტად იშვერს თმის ღერებს სხვა მხარეს. იატაკზე ვზივართ ტელევიზორის წინ, თან უამრავი სასუსნავი გვაქვს წინ დახროვებული.
   ეს ირემი და მისი მცირეწლოვანი ალფა შორიდან უმზერენ ერთმანეთს, აკვირდებიან და არც კი ელაპარაკებიან ერთმანეთს. ჯონგინი მის მუხლებზე მოკალათებულ და მოხითხითე ჯუნმიონს უღატუნებს. ამ უკანასკნელს სულ ჰკიდია ეკრანზე რა გადის, რისთვის დააინტერესებს თუ გვერდით თავის ალფა ჰყავს. იშინი დუმს, კრისს ეყრდნობა და ნელ-ნელა იტენის პირში ჩიფსებს. ერთი სიტყვით, სიმშვიდე და ურთიერთგაგება სუფევს.
   ლუჰანი ფილმს აპაუზებს, როდესაც კარზე აკაკუნებენ. სახელური მოძრაობს, შემდეგ თხელი თითები ჩნდება და ამ ლამაზი თითების პატრონი ომეგაც. ჩემი პატრა დაბნეული და სულელი გნომი ომეგა. რა სურპრიზია.. ყველანი გაჩუმებულები არიან, ჩემს რეაქციას ელიან. ბექიონიც ელოდება..

  - რამე გინდოდა? - უბრალოდ ვეკითხები მე.
  - გავიგე საინტერესო ფილმს უყურებენო.
  - ვუყურებთ.
  - ემ.. შეიძლება შემოგიერთდეთ?
  - ისტერიკებს არ მოაწყობ? - ეჩხირება ჩვენს საუბარში ჯონგინი.

   ბექიონი დამცინავად იღიმის და ალფას ისეთი თვალებით დასცქერის.. სიამაყე მიპყრობს.

მისი ატანა არ მაქვს!Where stories live. Discover now