თავი 38

888 143 9
                                    

   დეჟავიუ მაქვს, ისევ მის კართან ვდგევარ. კარს კიონსუ მიხნის და გაკვირვებული მომჩერებია.

  - ბექიონი მჭირდება.
  - არ არის.
  - ემ... როდის იქნება?
  - მე საიდან უნდა ვიცოდე?
  - მისი მეზობელი ხარ.
  - შენ კი მისი ალფა.

   ამის დედაც... დამაჩმორა. ისევ მტკივნეულზე დამადგეს. სადისტების შეკრებაა ჩემს გარშემო თუ რა ხდება?

  - აუდიტორიებში მონახე, აქ ნამდვილად არ არის.

   გარეთ უკვე ბნელდება, რა უნდა უნდოდეს ბექიონს ამ დროს სასწავლო კორპუსში? ვწყვეტ, გარეთ მოვძებნო, როდესაც საერთო საცხოვრებელში ვერ ვპოულობ. რა იცი, იქნებ სასეირნოდ გავიდა. ტვინში არასასიამოვნო ფიქრი მეპარება - პაემანი. რაც არ უნდა იყოს მაინც დაველოდები. ოცი წუთი დაველოდები.
   ოთახში ვბრუნდები, კურტკას ვიცვამ, ჯიბეში საფულეს ვიტენი, ტელეფონი და პლეერი. გარეთ ძალიან ცივა უკვე და კაშნეც არ შველის სიტუაციას. ნაუშნიკები იყინებიან სანამ შნურში ვიხლართები. მათი ოდნავ გათბობა მიწევს, სანამ ჩავრთავდე პლეერს. მოხერხებულად ვეწყობი ხის სკამზე, თვითმკვლელი ხომ არ ვარ ბეტონზე გავიყინო? სიცივე ჯიუტად აღწევს კურტკუს ქვეშ. ათი წუთის შემდეგ ძლიერი ქარი ვარდება და პირველი მსხვილი წვეთებიც ეცემა ასფალტს. ოცი წუთი!
   გადახურლში ვდგები, თან ხელებს ორთქლით ვითბობ. რამოდენიმე ნაცნობიც მივლის გვერდს და საერთო საცხოვრებელში შერბიან. ვესალმები, ხელს ვართმევ და სიბნელეში ყურებას ვაგრძელებ. მომდევნო ათი წუთის მანძილზე ვწყვეტ იშინსაც კი დავურეკო, რომ ამ დაკარგულის ნომერი გავიგო. დიახ, დღემდე არ გვაქვს ერთმანეთის ნომრები. უკანასკნელი სამი წუთი კი გრძელ ზარს ვუსმენ... არ მპასუხობს. აიღე ტელეფონი გთხოვ. უბრალოდ მითხარი, რომ კარგად ხარ.
   პაემანი. ალბათ მაინც პაემანია. ისევ მასე ჯობია, ვიდრე მსოფლიო კატასტროფის  ფოტოები, რომლებსაც წარმოსახვა მტენის. ყოველ შემთხვევაში, დენა  ორი კვირის წინ ჰქონდა და არავის საწოლში შემძვრალა ამჯერად. ჯუნმიონის თქმით ბლოკატორებით გამოიჭყიპა. როგორც იქნა!
   უკვე ოთახში დაბრუნებას ვწყვეტ, როდესაც თვალში უცნაური ფორმის სხეული მეჩხირება, რომელიც ფოთლებით მოფენილ გაზონზე, წვიმაში მობოდიალობს. კიდევ კარგი თავსხმა წვიმა არ არის, ცრის უბრალოდ. სამაგიეროდ ისეთი ურაგანია, რომ მესმის როგორ კვნესიან ახალგაზრდა ტოტები. ვაკვირდები, ვცდილობ გავიგო ვინ ებრძვის ზონტს, სანამ ნაცნობ ხმას არ ვგებულობ.. რომელიც ქოლგას ეჩხუბება, ცუდი სიტყვებით ამკობს...
გაბრაზებული, თითქოს ნაწყენი და რღაცნაირად ბავშვურად საყვარლად. ჩემი უნიკალური დებილი!
   ჩქარი ნაბიჯით ვტოვებ მოტკეპნილ ადგილს. ბექიონი ძლივს იჭერს მხარზე მოკიდებულ ჩანთას, ცდილოობს უკვე დამტვრეულ ქოლგას როგორმე მოერიოს. ქუდი გვერდით აქვს მოქცეული, კაშნე ხელებში ეჩხირება. ეს სულელიც ქოლგას ეჯღანება და „უტვინო ჯოხს“ უწოდებს.. ბოლოს კი ყველანაირი აპელაციის გარეშე ასკვნის, „იდიოტო!“.
   ერთმანეთს ვეჯახებით, როდესაც ქარი ქოლგას იტაცებს და ომეგაც ინერციით ტრიალდება „უტვინო ჯოხთან“ ერთად. ვიჭერ და ჩემსკენ ვატრიალებ. ბევრი ლაპარალკის გარეშე ვართმევ უკვე გამოუსადეგარ კონსტრუქციას, ხელს ვკიდებ და გაზონზე მივათრევ საერთო საცხოვრებლისკენ. ბექიონი ფეხს კრავს, ბუზღუნებს, ოხრავს და გზადაგზა ცდილობს ჩანთა გაისწოროს. შემდეგ ისევ ფეხს კრავს და კიდევ ერთხელ მეჯახება. ამოასხა!

მისი ატანა არ მაქვს!Opowieści tętniące życiem. Odkryj je teraz