თავი 77

707 89 54
                                    

   ბიბლიოთეკაში თითქმის არავინ არის. რამდენიმე სტუდენტი წიგნების თაროებს შორის დაბოდიალობს და კიდევ დაახლოებით ათი, დარბაზში არიან მიმოფანტული. ბექიონის საყვარელ ადგილზე ვიღაც ზის. ოთახს ვათვალიერებ, ნაცნობ თავის ძიებაში. აი ისიც, ჩემი ომეგა, ზის რაღაცას წერს თან ფანქრის ბოლოს ღეჭავს.

   ეს რაღაა?

  ბექიონის გვერდით ვიღაც სირი ზის და მონდომებით უჟუჟუნებს თვალებს ჩემს ომეგას. ვერაფრით გამიგია, ამ კამიკაძეს ყნოსვის სისტემა არ უვარგა, თუ? ვიცი, რომ ჭკუის წამღებად ლამაზი ომეგა მყავს, მაგრამ კილომეტრზე მისდევს ჩემი სურნელის შლეიფი. ყველაზე ამაზრზენი კი ის არის, რომ ბექიონი უღიმის! ისე უშუალოდ, მთელი თავის ოცდა თორმეტი კბილით, თან იცინის კიდეც რაღაცაზე, ხელებით ჟესტიკულირებს.

   რამდენიმე წუთი ვუთვალთვალებ კიდევ, ვუყურებ როგორ ელაპარაკება ალფას და მათი მიმართულებით ვიძვრი. ეს ვითომ რომეო კი, ზუსტად ამ მომენტში ექაჩება ხელებს ჩემი გნომისაკენ, მხარზე ეხება და რაღაცას ეუბნება. ახლა ფანჯრიდან გაფრინდები მტრედო, თავისუფლებაზე. გაწიე შენი ტორები ჩემი გნომისგან!

   წამში ვჩნდები მაგიდასთან, წყვილს სინათლეს ვუფარავ. ბექიონი დაბნეული ახამხამებს წამწამებს, ზემოდან გადმოკიდებულ ჩრდილს უყურებს, შემდეგ კი ხვდება, რომ თავი ასწიოს.

  - ო, ჩანი, - იღიმის ომეგა.

  - აჰა, - არც ისე მეგობრული სახის გამომეტყველებით ვპასუხობ მე.

   გვერდით მჯდარი ალფა მოკლედ მესალმება, მაგრამ ჩემგან პასუხს ვერ იღებს.

  - ჩანი დამელოდე ცოტა ხანს, თითქმის დავასრულე, - და მაშინვე გვერდით მჯდომს მიმართავს. - გადავფურცლო?

  ისიც თანხმობის ნიშნად უქნევს თავს.

   რა? ფურცლებსაც უფურცლავს გამოდის? ბექიონი, ამის დედაც!

   ჩემი საყვარელი თითები წიგნის კიდისკენ იწევენ, მაგრამ ჩემი ხელი მძიმედ ეშვება ფურცლებზე, პირდაპირ ბექიონის თითებზე. დროა ეს ცირკი დავასრულოთ. დამჯდარა აქ და ჩემს გნომს კერავს, თან უნამუსოდ არც რომ იშმუშნება. სირცხვილი საერთოდ არ აქვს.

მისი ატანა არ მაქვს!Where stories live. Discover now