თავი 61

878 112 6
                                    

   საერთო საცხოვრებელთან მისული, ცივ ქარს და ჩხვლეტია ფიფქებს ვებრძვი. ვგრძნობ, როგორ მირტყამს თავში ვისკი, მამაჩემის ბარიდან. ბომბასავითაა. გახსნილი კურტკით, თხელი მაისური, არც ხელთათმანები, არც ქუდი.

  - რას დარბიხარ ტიტველი იდიოტო?! - მიყვირის შესასვლელიდან ბექიონი.

  - არაუშავს, არ მცივა, - ვარწმუნებ მე, კიბეებზე ავრბივარ და ჩემს ომეგას ჰოლში ვექაჩები.

  - არ სცივა თურმე. ტუჩები გაქვს ლურჯი, არ მითხრა რომ ეს ახალი პომადაა, არა?

  საფეთქელთან ვკოცნი და ვიხუტებ. კორიდორში მივდივართ. ბექიონი კურტკის ქვეშ მიძვრება და მეხვევა.

  - სად დაეთრეოდი?

  - საქმეზე ვიყავი.

  - ასე გამოწყობილი? გაცივდები გეუბნები და არ გესმის.

  - არ გავცივდები. ნასვამი ვარ.
  ბექიონი ატორმუზებს.

  - მოიცა რა? ნასვამი?

  - ვისკი. ცოტა, მაგრამ მაინც იგრძნობა.

  - პრაზდნიკის მიზეზი? - გაბრაზებული მეკითხება ომეგა.

  - პრაზდნიკისთვის არა, გამბედაობისთვის, - ვპასუხობ, თან პირველ საფეხურზე ვდგამ ფეხს.

   ნელ-ნელა ავდივარ, ბექიონი ცხვირში ბურტყუნებს.

  - რისთვის თამამდებოდი? - ვერ ითმენს და მოაჯირზე მიბიძგებს.

  ნუ, ჩვენი სათუთი დიპლომატის ახსნას ხომ არ დავუწყებ, ამიტომ...

  - აი, ამისთვის, - და ვკოცნი, ჩემს კურტკაში ვახვევ.

   მპასუხობს, რბილად მეხება თითებით ყელზე.

  - მატყუარა, - იღიმის და შემდეგ გამომწვევად ილოკავს ტუჩებს. - მაგარი გემო აქვს მაგ ვისკის, გამასინჯებ?

   მხარზე ვიკიდებ. ხუმრობით ფართხალებს, მაგრამ მაშინვე მშვიდდება, როდესაც უკანალზე ვურტყამ.

  - არა პატარავ, შენთვის დალევა არ შეიძლება. მთვრალი, პროფესიონალი პროვოკატორი ხდები, მე კი უნდა მოგხედო მერე, და დავიტანჯო. არცერთი არაა მარტივი.

მისი ატანა არ მაქვს!Where stories live. Discover now