თავი 78

717 88 19
                                    

   ერთი თვის მარაგი ალკოჰოლი, ორი ნაჭერი ძეხვი და რაღაც ხილის საწუწნი კამფეტები, სულ ეს იყო რისი მოპოვებაც შევძელით მე და კრისმა, სანამ ნაუცბათევად ვშლიდით სუფრას „დაკარგულის ძიებაში“ აღსანიშნავად. ნორმალურად დალევაც ვერ მოვასწარით, ვერც ნორმალურად ცხოვრებაზე საუბრის წამოწყება დაგვცალდა, რადგან ჩვენს წყნარ და მშვიდ, ცრემლიან-წკვინტლიან და დეპრესიულ „წვეულებას“ ერთი კონკრეტული, პატარა, მობუზღუნე და შურისძიების სურვილით ანთებული, სხეული შემოეჭრა.

  - ამის დედაც! აი, რანაირად ახერხებთ ყველაფრის გაფუჭებას, ა? - ჩხუბობს იშინი. - ერთი დაკომპლექსებული იდიოტი, მეორე ადგილობრივი მასშტაბის ოტელო. რას მომჩერებიხარ? მიდი, მითხარი, რომ ვტყუი.

  - ჩანიოლ, მოკეტე, ხელში უთო უჭირავს, - რჩევას მაძლევს უკვე ოდნავ ნასვამი კრისი.

  - ახლა შენც აირტყამ, - ემუქრება ომეგა და უთოს შნურს ატრიალებს მძიმე შტეკერით. - დახმარება გადაწყვიტა ბიჭმა, იდიოტი სტრატეგი. უშენოდაც ეშველებათ. თავად მოაგვარონ და გაერკვნენ, თორემ დაცხებენ, გააფუჭებენ ყველაფერს და მერე ჩვენ უნდა ვიფიქროთ მათზე. არც კი გაბედო ჩარევა, გაიგე?

  კრისი უბრალოდ ხმამაღლა ყლაპავს ნერწყვს და სკამის საზურგეს ეკვრის, სანამ იშინი თავსი ტირადას აგრძელებს.

  - არა, კი მიყვარხარ და რამე, ჩანიოლ, მაგრამ ამ სიტუაციაში ბექიონის მხარეს ვარ. ეჭვიანობა ზომის ფარგლებშია მისაღები. ვერ გამიგია, ამ დონეზე არ ხარ თავში დარწმუნებული თუ საერთოდ არ ენდობი? მაშინ ეშმაკსაც წაუღია ასეთი ურთიერთობა. არაფრით განსხვავდებიან წინანდელი თქვენი აქეთ-იქით კონწიალისგან. კოცნაობა და ჟიმაობა შენამდეც მშვენივრად იცოდა და თუ მზად არ ხარ, რამე ახალი შესთავაზო, მაშინ ჯობია აქვე დაასრულოთ. იეჭვიანა თურმე, აზრობ?! ვინ ხარ მისი? ქმარი?

  - ნეტავ...

  - მაგის შანსიც არ გაქვს ჯერ, ძვირფასო, - და მოქნეული შნური საჯდომზე მხვდება. - ღირსი ხარ ასეთი იდიოტური საქციელის შემდეგ.

მისი ატანა არ მაქვს!Where stories live. Discover now