თავი 55

957 117 26
                                    

   საღამოს პატივს მდებენ და ყურადღებას მაქცევენ. მესიჯით ღამე მშვიდობისას მისურვებენ. ეს კი ისეთი მცირედია, იმასთან შედარებით, თუ როგორ მეკვროდა ჯერ კიდევ გუშინ. კარგად მესმის, რომ ბექის შესაგუებლად და შესაჩვევად დრო სჭირდება. ამიტომაც მეც ღამე მშიდობისას ვუსურვებ და საყვარელ სმაილიკს ვუგზავნი. ეს ესემესიც კი პროგრესია, ჩვენი ურთიერთობისთვის, თუმცა ოთხ დღიანი სექს მარათონის შემდეგ, მისი ასეთი სიმორცხვე, მაოცებს.

   ერთი სიტყვით, რამოდენიმე დღე დამჭირდა იმისთვის, რომ არ გაიქცეს, როდესაც მის გვერდით ვჩნდები, ხელს ვკიდებ ან ლოყაზე ვკოცნი. ერთი რამ მაღელვებს მხოლოდ: აბსოლუტური უინიციატივობა. უბრალოდ ვუთხარი, რომ ურთიერთობებში, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ისიც ან აკეთებს ან უბრალოდ მემორჩილება. დილა მშვიდობისა და ღამე ნებისას, მესიჯები ყოველთვის თან მახლავს. დღისით კი თითქოს ერთმანეთს ვშორდებით. აქნევს მიმზიდველად უკანალს და არაფრით აღიარებს, რომ ყურადღება სიამოვნებს. ეს პატარა გნომი, ჭკუიდან გადამიყვანს!

  - წყნარად დადექი, - ვითხოვ, სანამ კურტკას ვუკრავ და თავზე კაპიშონს ვაფარებ.

  - მოუხერხებელია ასე, მე თვითონ ვიზამ, - მეწინააღმდეგება ბექიონი, იწევა და თავის ჭკუაზე აკეთებს ყველაფერს. - თოთო ხომ არ ვარ, მოვახერხებ და ჩავიცვამ.

   ნელ-ნელა მაცოფებს უკვე ეს ყველაფერი.

  - მომისმინე მისტერ პრეტენზიულობავ. მინდა დაგეხმარო, შენზე ვიზრუნო და ეს ნორმალურია. კეთილი ინებე და მორჩი ხტომიალს, უბრალოდ „მადლობა“ საკმარისია.

  - ჰმ... - დაფიქრებული წელავს ომეგა. - შენ ამბობდი, რომ სიყვარულისთვის მადლობას არ იხდიან.

   მომენტალურად ვკრიფავ.

  - ჩემს მოთმინებას ცდი?

  - ხო, კიდევ ერთხელ, უკანასკნელი წლების მანძილზე.. როგორც ყოველთვის.

მისი ატანა არ მაქვს!Where stories live. Discover now