თავი 66

888 115 10
                                    

   ჩემი ოთახისკენ მიმავალ გზაზე, ტვინი ყოველ ნაბიჯზე უფრო მეტად მეთიშება.

   ზღურბლზე მიჭერს ბექიონი, როდესაც დაღლილობისგან კარზე ვცურდები.

  - ჩანიოლ!

   საპასუხოდ მხოლოდ ცხვირში ვბურტყუნებ რაღაც გაუგებარს.

  - რა იდიოტი ხარ. მხოლოდ კუნთები და არანაირი აზროვნება, ჩვეულებრივი დეგენერატი.

  - აჰა.

  - გამოუსწორებელი შტერი.

  - ყველაფერი მესმის.

  - მისმინე მერე, კი არ მენანება.

   ბექიონი ოთახში დარბის, რაღაცას აკეთებს, მე კი კედელთან ვზივარ უკანალზე და ნახევრად მძინარე ვცდილობ ბათინკები გავიხადო. ვერ ვიტყვი ჩემი ყველაზე წარმატებული ოპერაციაა-თქო, რადგან თითები თასმაში გამეხლართა და ახლა უკვე იმისთვის, რომ ფეხზე გავიხადო, ჯერ ამ თოკებიდან უნდა გამოვაღწიო.

  ბექიონი გვერდით მიჯდება, იატაკზე ჩაის ჭიქას და თეფშს მიდგამს, პიცის ნაჭერით. თასმებიდან მათავისუფლებს და ფეხზე მხდის.

  - ამისთანა იდიოტი რატომ ხარ? ძილი არ გინდა? რა, შენს გარეშე ბურთს ვერ ისვრიან თუ როგორ?

  - ეს სპორტია.

  - ტრაკშიც წასულა ასეთი სპორტი.

  - ეი, ნუ უზრდელობ. მაგას ჯობია დამეხმარო.

  - იმის თქმა გინდა, რომ ვტყუი? - მეკითხება ომეგა, ზემოდან მაჯდება და კურტკას მიხსნის. - რაღაც რკინის ჯამების გულისთვის, აკვდებით ვარჯიშს.

  - რეგიონალური შეჯიბრებები მოდის, რომ იცოდე.

  - სულ არ მაინტერესებს. სერიოზულად გეუბნები, ასე უკანალის გარღვევა, მარტო ჭკუისწამღები სიამოვნებისთვის შეიძლება მხოლოდ. დანარჩენი ვარიანტები არ მიიღება.

  შარფს მაცლის, ჰუდს მიხსნის და ხელში ცხელ ჩაის ჭიქას მაჩრის.

მისი ატანა არ მაქვს!Where stories live. Discover now