თავი 89

725 87 20
                                    

   ჯერ კიდევ არ მოსული რექტორის დახურული კაბინეტის კართან ვდგავარ და ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო ჩემით დაინტერესებულ მდივანს. ბიჭი, დამყნოსე და ბოლო-ბოლო დაუბრუნდი შენს საქმეებს.

   სადღაც ათი წუთის შემდეგ, კარში პორთფელგადაკიდებული შემორბის აქოშინებული ბატონი კიმი. მონოტონური ბურტყუნის ფონზე გვესალმება  და გვერდითა ჯიბიდან გასაღებების დიდ აცმას აძრობს.

   რამდენიმე სიტყვას ეუბნება მდივანს და შემდეგ მეც კაბინეტში მეპატიჟებიან. სავარძელში ეშვება, სისტემურ ბლოკზე ღილაკს აჭერს ხელს და მაგიდაზე დოკუმენტებით სავსე საქაღალდეს აგდებს, რომლებიც თავის მხრივ მთლიან ხის ზედაპირზე იფანტებიან.

  თავისუფლად ვჯდები მის მოპირდაპირე სავარძელში და სახელურზე ჩანთას ვკიდებ.

   რექტორი სავარძლის საზურგეს ეყრდნობა და მოდუნებული იწყობს ხელებს მუცელზე.

  - მშვიდობიან დილას არ გისურვებ, - მეუბნება, თან მიუხედავად ამისა, მაინც ოდნავ მიღიმის. - ხვდები ალბათ, რის გამოც წავა აქ ლაპარაკი?

  - ვხვდები.

  - გამაკვირვე ჩანიოლ. ასეთ დონეზე დისციპლინის დარღვევა, თან საკუთარ გუნდში. მომიყვები რა მოხდა ასეთი?

   იქნებ, ჯანდაბაშიც წასულა ყველაფერი?

  - ბატონო კიმ, შეძლების და გვარად ავარიდებდი თავს...

  რექტორს სახის გამომეტყველება ეცვლება და მოულოდნელად სწორდება სავარძელში. ყოველგვარი სირბილე და მეგობრულობა წამიერად ქრება. კარგი კაცია, და როდესაც საჭიროა მკაცრიც არის.

  - კარგი, მაშინ საკითხი სხვანაირად დავსვათ. პაკ ჩანიოლ, მოვითხოვ ამიხსნას, რა მიზეზით წამოიწყეთ გუშინ ჩხუბი.

  - ომეგას ეხება.

  - რომელ ომეგას?

  - და სახელის გარეშე შეიძლება?

მისი ატანა არ მაქვს!Where stories live. Discover now