3💫

2.6K 145 14
                                    

-რატომ მაინც და მაინც მანდ ნორა? - მკითხა მამამ.
-მამა აქ რისთვის დამპატიჟეთ? იმისათვის,რომ მე გენახეთ თუ იმისათვის,რომ ისევ ჩემი სამსახურის თემაზე მეჩხუბოთ?
-ძვირფასო,ხომ იცი,რომ შენთვის საუკეთესო გვინდა - მითხრა მამამ.
-ვიცი,მაგრამ ჩემთვის საუკეთესო კომპანია ის კომპანიაა სადაც ვმუშაობ, ის კომპანია სადაც თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. რატომ ვერ გაიგეთ?
-დაანებეთ თავი , თავისი საქმის თვითონ იცის პატარა აღარ არის - მხარი ამიბა სანიმ.

უკვე აუტანელი ხდებოდა მათი ასეთი მიდგომა.                                  სახლში მალევე წამოვედი რადგან იქ გაჩერება აღარ შემეძლო.
რამოდენიმე საქმე მოვაგვარე და შემდეგ დასაძინებლად დავწექი.

***

საკმაოდ დატვირთული დღე მელოდა წინ. დიზაინის შექმნა დამკვეთმა ობიქტზე მისვლით მოისურვა. გაბრიელას გავუარე და ობიექტზე გავედით.

- ამ დილაადრიან  რატომ დაგვიბარა დამკვეთმა?
- არ ვიცი. როგორც მისტერ მორგანმა თქვა მისი ახლო მეგობარია და ამ საქმეს უფრო სერიოზულად უნდა მივუდგეთ.
- სხვათაშორის საეჭვოდ დადის მისტერ მორგანი სამსახურში ყოველდღე მანამდე ძალიან იშვიათად დადიოდა...
-ხოო?
-ხო მაგრამ ასეთი ლამაზი გოგო , რომ იყოს ჩემი მოადგილე მეც ყოველთვის ვივლიდი. - მითხრა გაბრიელამ და ეშმაკურად გაიღიმა.
- კარგი რა მე რა შუაში ვარ?
- ვინ იცის?

მივედით ობიექტზე და იქვე დაგვხვდა საკმაოდ კარგი აღნაგობის ბიჭი , იმ წამსვე მივხვდი, რომ ის იყო დამკვეთი.
- მოგესალმებით. მიხარია თქვენი აქ ყოფნა თქვენს გარდა ჩემი სახლის ინტერიერს ვერავის ვანდობდი. მე მეისონ კლარკი გახლავართ. თქვენ ნორა და გაბრიელა ხო?
-ჩვენთვისაც სასიამოვნოა თქვენი ნდობა ჩვენდამი. მისტერ კლარკ - ვუპასუხე მე.
მეისონი წინ გაგვიძღვა და ჩვენც მას გავყევით. სახლი უკვე გარემონტებული დაგვხვდა მხოლოდ ინტერიერის დამატება აკლდა სრული სილამაზისათვის.
მოვიმარჯვეთ ჩვენთვის საჭირო ნივთები და საქმეს შევუდექით.
შევქმენით ყველა ოთახის დიზაინი და ობიექტიდან კომპანიაში დავბრუნდით.
ჩვენი ნამუშევარი მისტერ მორგანს წარვუდგინეთ.
_____________________

შეპყრობილიWhere stories live. Discover now