21💫

2K 128 21
                                    




ჯეიდენის მშობლებს ფანჯრიდან ვადევნებდი თვალს და მხოლოდ ორი კითხვა მაწუხებდა : რა ჰქონდა ჩაფიქრებული ჯეიდენის მამას და უნდა მეთქვა თუ არა ჯეიდენისთვის ის, რაც მამამისმა მითხრა. მათი მანქანა ეზოდან გავიდა  და ჭიშკარიც ავტომატურად დაიკეტა. საუზმის მოსამზადებლად სამზარეულოში შევედი ცოტახანში კი ლიზა მოვიდა,ხელში დიდი პაკეტით.

-  დილამშვიდობისა მისის მორგან..

- ნორა დამიძახე გთხოვ - მივუგე ღიმილით

- როგორც მეტყვი..ამ პაკეტის მოტანა მისტერ მორგანმა მთხოვა თქვენთვის..

- მართლაა? რა არის?

- ჩემი ვარაუდით საღამოს კაბა..

- საინტერესოა..მადლობა დიდი. დარჩები ?

- დიახ.

- კარგი. მე ზევით ავალ. - ვუთხარი და ოთახში ავედი.

პაკეტის ელვა გავხსენი. იქიდან კი გრძელი და ულამაზესი წითელი კაბა ამოვიღე. კაბას კი თან წერილიც მოჰყვა. როგორც მივხვდი, ჯეიდენს წერილების წერა ძალიან მოსწონდა.

'' გუშინ უხეშად მოვიქეცი ვიცი. მაპატიე.  დღეს საიმონის დაბადების დღეა და მინდა, რომ მის წვეულებაზე ამ კაბით მოხვიდე. ვფიქრობ და ვიცი, რომ ძალიან მოუხდება შენს ლამაზ სხეულს. ''

წერილის კითხვისას სახიდან ღიმილი არ მშორდებოდა. გულს ძალიან მიხარებდა მისი წერილები... ვერც წარმოვიდგენდი, რომ ჩემს შესარიგებლად კაბას გამომიგზავნიდა. რაღაცნაირად მიზიდავდა მისი ასეთი ცვალებადი ხასიათები..ერთგვარ ხიბლს სძენს. წარმოუდგენელია, როგორ გვახარებს ადამიანებს პატარა წვრილმანებიც კი. ის ფაქტი, რომ ყველას სხვადასხვა,რამ გვძენს ბედნიერებას დიდ სიმპატიას იწვევს ჩემში... ბედნიერებით აღსავსემ გადავწყვიტე ყავა დამელია , მაგრამ ის უკვე დამთავრებულიყო რის გამოც სტარბაქსში გასვლა მომიწია. სახლისთვის მარაგს მუდამ იქ ვყიდულობ. წვეულებამდე 3 საათი რჩებოდა ამიტომ დრო საკმარისად მქონდა ქალაქში გასასვლელად ,თან კი საიმონის საჩუქარსაც ვიყიდიდი.



შეპყრობილიWhere stories live. Discover now