16 💫

2K 126 14
                                    




- ჯეიდენ რა მოხდა? - გავუმეორე კითხვა.

ჯეიდენმა პასუხი კვლავ არ გამცა. ხელი მაგრად მომჭიდა და შესასვლელისკენ წამიყვანა. ჟურნალისტები თავს გვეხვეოდნენ ცდილობდნენ ჯეიდენისგან რამე გაეგოთ, მაგრამ ამაოდ. ჯეიდენი პასუხს არავის სცემდა. საიმონის კაბინეტში ავედით.

- ჯეიდენ...

- ხმას აუწიე ! - მიუთითა ჯეიდენმა საიმონს.


* ჩვენთვის ცნობილი გახდა " Builder Company''-ის მთავარი დირექტორ ჯეიდენ მორგანის მიერ ჩადენილი მკვლელობის დამადასტურებელი ფაქტები, რომელიც მისმა ყოფილმა მოადგილემ თეილორ ბენკსმა გვამცნო. დანარჩენ დეტალებს კი ჩვენი კორესპოდენტი გაგვაცნობს..გისმენთ ნენსი..* თქვა ერთ-ერთი საინფორმაციოს წამყვანმა. ვერ ვუჯერებდი მოსმენილს. ხმასაც ვერ ვიღებდი ან რა უნდა მეთქვა? ქანდაკებასავით ვიდექი კარებთან და ვუსმენდი მათ დიალოგს..

- ძუკნა.. - თქვა ჯეიდენმა და ჭიქაში ვისკი დაისხა.

- ხო გითხარი ზედმეტია ეს ყველაფერი. რისთვის წამოიწყე? ხედავ რა დღეში ჩავვარდით შენ გამო? - დაუწყო ჩხუბი საიმონმა.

- შენ გჯერა, რომ მე მოვკალი? - დაიყვირა ჯეიდენმა.

- არ მჯერა, მაგრამ ეს ფოტოები?

- ფოტოებზე მე მას სამსახურის ამბებს ვუყვებოდი და ახალ გეგმებს ვაცნობდი საიმონ, მე რად მაწყობდა მისი სიკვდილი?

- არ ვიცი ჯეიდენ არაფერი არ ვიცი.

- ხოდა, როცა არ იცი მე ნურაფერს ნუ მეტყვი. ახლა წავალ მაგ ძუკნასთან და საკადრის პასუხსაც მიიღებს. - თქვა ჯეიდენმა და კაბინეტიდან გავიდა. სირბილით უკან გავყევი.

- დარჩი შენ.

- არ გინდა ნუ წახვალ. ფხიზელ მდგომარეობაში, რომ იქნები მერე შეხვდი. ახლა გაბრაზებულზე უარესს ნუ ჩაიდენ. - ვუთხარი ჯეიდენს და მხრებზე ხელები დავადე.

- უარესს?ნორა მე არაფერი ჩამიდენია და მაგას მე გადავწყვეტ კაი?

შეპყრობილიWhere stories live. Discover now