20💫

2K 120 21
                                    

* ჯეიდენი *

მამაჩემთან კამათის შემდეგ მივხვდი,რომ ნორას მიმართ გრძნობები მიჩნდებოდა.მივხვდი, რომ გრძნობები გზას ამიბნევდა და ჩემს შურისძიებაში ხელს შემიშლიდა. გადავწყვიტე ნორასგან თავი ყველანაირად ამერიდა და მთელი თვის განმავლობაში ასეც ვიქცეოდი. ნაკლებად ვაქცევდი ყურადღებას და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში თუ მოვიკითხავდი ხოლმე. ამ ყველაფერს ჩემთვის სიამოვნება უნდა მოეტანა, მაგრამ პირიქით. მასზე ფიქრები არ მასვენებდნენ და სამსახურში მისვლა უარესად შემზიზღდა. თეილორი ყოველდღე ცდილობდა ჩემი ყურადღების მიქცევას, მისი გამომწვევი ჩაცმულობით, რაც კარგად გამოსდიოდა. თეილორთან ურთიერთობით ვფიქრობდი,რომ ნორას მიმართ გრძნობები დავიწყებას მიეცემოდა და მეც ადვილად განვახორციელებდი ჩემს გეგმებს, მაგრამ ვერ. მეფიქრებოდა მაზე. რას აკეთებდა ,  სად იყო , ვისთან ერთად და ასე შემდეგ,მაგრამ დაკავშირებას არც ვცდილობდი...ჯანდაბა, ღმერთო ის ისეთი ლამაზი იყო ქორწილის დღეს...მისით ყველა აღფრთოვანებულიყო. თვალებს ვერავინ წყვეტდა ის კი იჯდა თავისთვის და ვინ იცის რაზე ფიქრობდა...ქორწილის ღამე ერთად გავატარეთ. როდესაც ვკითხე აინტერესებდა თუ არა , რატომ მოვექეცი ასე მან უარით დამასაჩუქრა და მხოლოდ იმ წამს მივხვდი , როგორი გულნატკენიც იყო....ის ღამე მხოლოდ მე და მას გვეკუთვნოდა და ჩვენც მხოლოდ ერთმანეთს ვეკუთვნოდით.

- დილამშვიდობის ნორა. - მივესალმე ახალგაღვიძებულმა,რის შემდეგაც მაკოცა.

- მიყვარხარ ჯეიდენ...

- გიყვარვარ?

- ხო ჯეიდენ, მიყვარხარ.. -  დაბნეულობისაგან არ ვიცოდი რა გამეკეთებინა და ვაკოცე.არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა. ისიც არ ვიცოდი უნდა გამხარებოდა თუ არა ის, რომ შევუყვარდი..კოცნისას თავში ყველაფერმა ერთად გამიელვა. გეგმის პირველი პუნქტი შესრულებული იყო,მაგრამ არ ვიცოდი შემდეგის შესრულება ნამდვილად მინდოდა თუ არა...წამოვდექი და ჩაცმა დავიწყე ნორა კი მშვიდად მადევნებდა თვალს საწოლიდან..

შეპყრობილიTempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang