23 💫

1.9K 113 18
                                    

დარბაზში,როდესაც შევედი ყველანი აღელვებულები დამხვდნენ..არავისთან საუბარი არ მინდოდა. მხოლოდ დედას გადავეხვიე და ვუთხარი, რომ კარგად ვიქნებოდი. ტაქსი დავიჭირე და ჯეიდენის სახლში დავბრუნდი, ჩემი სახლის გასაღების წამოსაღებად. მძღოლმა რამოდენიმეჯერ მკითხა კარგად ვიყავი თუ არა და მეცინებოდა..მეცინებოდა იმაზე, რომ იმდენად გაუბედურებული ვიყავი,რომ უკვე გარედანაც მეტყობოდა. ჯეიდენის სახლში შევედი,რაც კი შემეძლო ყველაფერი მანქანაში ჩავტენე და სახლისკენ ავიღე გეზი. მიუხედავად იმისა,რომ არ ვიყავი კარგ მდგომარეობაში საჭეზე მაინც დავჯექი.  Selena Gomez-ის '' Kill Em With Kindness'' ჩავრთე,ხმას ავუწიე და მშვიდად განვაგრძე სახლში მიმავალი გზა. 

სახლში შევედი თუ არა იმწამსვე დივანზე წამოვჯექი..საშინლად ამტკივდა წელი და მუცელიც საშინლად მიჭერდა...და მხოლოდ მაშინ გამახსენდა, რომ მარტო არ ვიყავი და ჩემი ასეთი მდგომარეობით შეიძლება პატარაც დაშავებულიყო.

- შენ ამას შეძლებ ნორა...ნუ მისცემ ნერვიულობას იმის საშუალებას, რომ პატარა დააზიანოს... - ვთქვი და ჩავისუნთქე. მუცელზე რამოდენიმეჯერ გადავისვი ხელი და ცოტახანში ყველაფერი რიგზე იყო. წამოვდექი და შხაპის მისაღებად მოვემზადე. შხაპის მიღებისას ბევრს ვფიქრობდი კინგსის შემოთავაზებაზე..ვფიქრობდი, რომ ეს  ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებაში დამეხმარებოდა და გადამატანინებდა იმ სიტუაციას, რომელშიც იმ წუთას ვიყავი. ყველაზე მეტად მშობლებზე ვბრაზდებოდი. რატომ დამიმალეს ის , რომ ამნეზიის მსხვერპლი ვიყავი? უბრალოდ ვერ ვხვდები დასამალი რა იყო? მამას მკვლელად არც არასდროს არ  ვთვლიდი და ვიცოდი, რომ ჯეიდენის მამაც ერთ-ერთი გარდაცვლილი პაციენტის განაწყენებული ახლობელი იყო. მამას მუდამ უწევდა ასეთი მშობლების თუ ახლობლების ატანა.. ვთვლიდი, რომ ხანდახან დაავადება სიცოცხლეს ვერ უთავსდებოდა და ის მხოლოდ სიკვდილისათვის იყო წარმოქმნილი.როგორც ჩვენ, ადამიანები. ტელეფონი არ წყვეტდა შეტყობინებების ხმის გამოცემას, რომ დავხედე ეს შეტყობინებები ჯეიდენისგან და გრეისისგან იყო. ყურადღება არ მივაქციე და დასაძინებლად დავწექი. დილით საუზმეზე, საბოლოოდ გადავწყვიტე,რომ მისტერ კინგსს დავკავშირებოდი. ასეც მოვიქეცი. ავკრიფე მათი კომპანიის  ტელეფონის ნომერი და დავრეკე...

შეპყრობილიWhere stories live. Discover now