11💫

2.1K 123 8
                                    


- არ იყო საჭირო. ჩემითაც შემიძლია მანქანის მართვა. - ვუთხარი და მანქანის ჩამრთველ ღილაკს დავაჭირე.
- არ წამომყვები? - მკითხა გაკვირვებულმა.
-არა - სათვალე გავიკეთე და საჭესთან დავჯექი.
მომინდომა ბიჭმა წაყვანა-წამოყვანა.
კომპანიამდე ერთი გზით მივედით. გადმოსვლისას კი ჯეიდენს უკმაყოფილება ეტყობოდა. შენობაში შესვლისთანავე ყველა თავს მოგვეხვია, ტაშს გვიკრავდნენ და გვილოცავდნენ " ფიქტიურ" შეუღლებას, მაგრამ რა იცოდნენ...
მე ის უფრო მაკვირვებდა ასე უცბად საიდან გაიგეს, თორემ ჯეიდენს ისედაც ყოველთვის თავს ევლებიან...
ჯეიდენი ხმას არ იღებდა, სახის ნაკვთებიც კი არ ეცვლებოდა, სერიოზული სახით მოძრაობდა მე კი ყველას ღიმილით ვეგებებოდი. ცოტახანში ყველა თავის საქმეს შეუდგა, ჩვენც ჩვენს კაბინეტებისკენ ავიღეთ გეზი.
- ეს რა იყო?
- შენი აზრით? უხარიათ ჩვენი ერთად ყოფნა.. - მითხრა და ჰალსტუხი შეისწორა. ნეტა თუ არ ეზარებოდა ყოველდღე ასე სიარული.
- მაგას მივხვდი, მაგრამ ასე?
- ხო,ასე. - მიპასუხა და ლიფტიდან კმაყოფილი გავიდა.
ერთი მის ტვინში ჩამახედა მეტი არ მინდოდა იმ წამს არაფერი.

ჩემს კაბინეტში შევედი და სამუშაო მაგიდას
მივუახლოვდი, რომელზეც შოკოლადები, ჟურნალი და ბარათი დამხვდა. ბარათზე წარწერა წავიკითხე :

გილოცავთ გაბედნიერებას აწ უკვე მისის მორგან ! გვინდა ყველაფერი კარგი გისურვოთ . სიყვარულით საარქიტექტორო ჯგუფი <3

ბარათი გვერდით გადავდე და ჟურნალი ავიღე წარწერით :

ნიუ-იორკის ყველაზე სასურველი სასიძო ჯეიდენ მორგანი, ოჯახური ცხოვრების ეტაპს იწყებს და მისი რჩეული კი ნორა რიჩარდსონი გახლავთ.

იხილეთ დამატებითი ინფრომაცია ჟურნალის მე-12 გვერდზე.

შეპყრობილიWhere stories live. Discover now