15💫

2K 116 29
                                    




*ჯეიდენი*


- ჯეიდენ საღამოს Strike-ში ხო არ გავსულიყავით? - შემომთავაზა საიმონმა.

- დიდი სიამოვნებით. მოვრჩები და ერთად გავიდეთ.

- კარგი ძმაო. - მითხრა და კაბინეტიდან გავიდა. ტელეფონი ამოვიღე და დედას დავურეკე.

- დედა საღამოს არ დაგველოდო.

- რატომ? ხო მშვიდობაა?

- კი.

-ხვალ?

- კი, ხვალ აუცილებლად. - ვუთხარი და ყურმილი დავუკიდე.

ნორა პირველი გოგოა,რომელმაც დაუმორჩილებლობა და სიჯიუტე წარმოადგინა ჩემს მიმართ. ჩემი თავი ბოლომდე არ გამოვავლინე, სიურპრიზად დავუტოვე, თორემ სხვა, რომ ყოფილიყო ასეთ საქციელს არ შევარჩენდი. საქმეს მოვრჩი და საიმონთან ერთად სტრაიკში წავედი.

- რა გჭირს? - იკითხა საიმონმა.

- არაფერი.

- რაღაც არ გეტყობა.

- საიმონ !

- ხო კაი. თუ არ გინდა ნუ მეტყვი.

- მმმ ჯეიდენ, როგორ მომნატრებიხარ - მომიახლოვდა ბარის ერთ-ერთი მომღერალი.

- რებეკა. გამარჯობა.

- ძველი დრო ხო არ გაგვეხსენებინა?

- რატომაც არა? - ვუთხარი და თმაში ხელი შევუცურე.

- შენთან თუ ჩემთან? - იკითხა.

- აჰეემმ..ჯეიდენს საცოლე ჰყავს...- ჩაერია ყველას დამცველი საიმონი.

- შენი საქმე არაა საიმონ. შემოგივლი ცოტახანში - ვუთხარი რებეკას და თვალი ჩავუკარი.

- დაგელოდები. - მიპასუხა და უკან შებრუნდა.

- რა ჯანდაბას აკეთებ? ნორა რისთვის მოგყავს?

- დამანებე თავი რა.ნორასთან მხოლოდ სამსახური და ფიქტიური ქორწინება მაკავშირებს სხვა მხრივ ის არაფერს წარმოადგენს..

- ხო აბა რა, მაგ ტყუილებით თავი შენ გამოიტენე. მე ვიყავი ბავშვობაში სასიყვარულო წერილებს, რომ ვუწერდი? ან მე ვარ დღემდე მის გამო ჩემ თავში ჩაკეტილი? კაი რა ჯეიდენ. რაც გინდა ის გააკეთე, მაგრამ გოგოს გულს ნუ ატკენ მხოლოდ იმიტომ, რომ ცივი გულის პატრონი ხარ. მისი ბრალი არაა,რაც მოხდა.

შეპყრობილიKde žijí příběhy. Začni objevovat