13💫

2.1K 127 6
                                    


* ნორა *

მშობლების სახლში საღამომდე დავრჩი. დროის შეგრძნება დამეკარგა და ვერ ვიგრძენი როგორ მოსაღამოვდა..
- ჩემი აზრით ქორწილს აჩქარებენ, არა? - მკითხა დედამ, როდესაც სავარძელზე გემრიელად მოკალათებულები ვსვამდით ყავას.
- მეც მასე ვფიქრობ, მაგრამ რაც მალე მით უკეთესიო...ისე დავიღალე გუშინ. არ ვიცოდი ქორწილს ამხელა ამბები თუ სჭირდებოდა.
- ოჰ ჯერ სად ხარ. გუშინდელი დღესავით მახსოვს ჩემი და ვილიამის ქორწილი. სანიზე ვიყავი ორსულად , ისეთი ლამაზი კაბა მეცვა..ყველა ჩემზე საუბრობდა. ყველა სტატია თითქმის ჩემს კაბაზე იყო...
დედა მოგონებების გახსენებას შეჰყვა და უამრავი, რამ გაიხსენა..
მოგონება... ჩვენი განუყრელი მეგობარი. ყველაფერი, რომ მას უკავშირდება საბოლოოდ.
ყველა ჩვენ დღეს, ქმედებას, და სიტყვას, რომ ისრუტავს და ისაკუთრებს..
დედამ თაროდან ყუთი გადმოიტანა, რომელშიც ჩვენი ბავშვობის და მათი  ახალგაზრდობის ფოტოებია შენახული. გულმოდგინედ დავიწყეთ ფოტოების თვალიერება მიუხედავად იმისა, რომ მილიონჯერ მაინც გვაქვს დათვალიერებული.
- რა კარგები იყავით..მუდამ ერთად..ახლა კიდე? გაიზარდეთ და ყველას თქვენ-თქვენი ცხოვრება გაქვთ. - თქვა დედამ და მის თვალებს ცრემლი მოერია..
-ოუ , დედაა... - ჩავიხუტე - დღესაც ერთად ვართ. უბრალოდ გავიზარდეთ. მუდამ ფიზიკურად თუ არა სულიერად მაინც ერთად ვართ სულ..
- ისე მალე გავიდა დრო...
- ხოო..
თვალიერებისას ერთი აქამდე უცნობი ფოტო შევამჩნიე.
ფოტოზე ვხედავ ზღვას, ქვიშის სასახლეებს, ჩემ თავს და ერთ ბიჭს, რომელიც სავარაუდოდ ჩემი ტოლი იქნებოდა. ვეცადე გამეხსენებინა ის დღე ან თუნდაც ის ადგილი, მაგრამ უშედეგოდ. ბიჭიც არ მეცნობოდა. პასუხი, რომ ვერ მივიღე დედას მივმართე.
- ამ ფოტოზე ვისთან ერთად ვარ? ან სად?
- აბა?...აა..მმ.. არ ვიცი, მაიამიში ვიყავით და ეს ბიჭი სანაპიროზე გაიცანი და აი როგორც ხედავ ერთად აშენებდით ქვიშის სასახლეებს.
- ამმ.. - კითხვაზე პასუხი მივიღე მაგრამ ამ პასუხით კმაყოფილი ვერ დავრჩი, რადგან ვფიქრობდი, რომ დედა მთლად სიმართლეს არ მეუბნებოდა. ცოტახანში მამაც მოვიდა. მამას სიტუაცია თავად ავუხსენი და ვუთხარი, რომ სანერვიულო არაფერი ჰქონდა. როგორც მშობლებს სჩვევიათ ხოლმე ჭკუის დარიგება, აი ზუსტად მასე დაიწყო მაგრამ არც მიკვირდა და მის რჩევებსა თუ დარიგებებს ჩვეულებრივად მივუდექი. მამასთან საუბრის შემდეგ, დაწყნარებული, სახლში წამოვედი. მიუხედავად იმისა, რომ ჯეიდენმა მითხრა შეგეხმიანებიო, მის არც შეტყობინებას და არც ზარს არ შევუწუხებივარ, მაგრამ, როდესაც სახლს მივუახლოვდი მისი მანქანა შევამჩნიე.
აჰა, შეხმიანებაში სახლში მოსვლა უგულისხმია ვაჟბატონს მე კიდე თინეიჯერი გოგონასავით, წამდაუწუმ ტელეფონს ვამოწმებდი მშობლებთან ყოფნისას...
მანქანა დავაპარკინგე და ჯეიდენის მანქანას მივუახლოვდი. საჭის მხარეს დავდექი და რას ვხედავ? მძინარე ჯეიდენს. გამეცინა შემდეგ კი მინაზე რამოდენიმეჯერ მივუკაკუნე. გამოეღვიძა და მინას დაუწია..
- აურორა მორგან - მივუგე.
- აურორა? - გაიკვირვა რატომ ვუწოდე ეს სახელი.
- ხო , მძინარე მზეთუნახავს აურორა ერქვა - ვუპასუხე და ჩამეცინა.
- ოჰ, ბოდიში არ ვარ დისნეის მოყვარული - მიპასუხა , გაიზმორა და დაამატა - ჩაჯექი.
- სად?
- მანქანაში ნორა.
- ა , ხოო... მოიცა რატომ?
- ახალგაღვიძებულზე ძალიან ცუდი ხასიათი მაქვს, ასე, რომ სჯობს ზედმეტი კითხვების გარეშე ჩაჯდე მანქანაში.
- ფხიზელზე ხო კარგი გაქვს, რას ამბობ - ვთქვი რაც შეიძლება ძალიან ჩუმად..
- რა თქვი?
- მე? არაფერი.. - ვუთხარი და მანქანაში ჩავჯექი.
როდესაც მის გვერდით დავიკავე ადგილი უეცრად უკანა მხარე გაანათა, რის შემდეგაც წითელი ვარდების თაიგული შევამჩნიე.

შეპყრობილიWhere stories live. Discover now