19💫

1.9K 121 22
                                    




კამერის გამოშუქებამ კვლავ ცუდი შეგრძნება გამიღვიძა, რის შემდეგაც ჯიდენს ვთხოვე, რომ შიგნით შევსულიყავით.

- რა თქმა უნდა წამოდი. - მითხრა და წელზე ხელის შეხებით გამიძღვა დარბაზისკენ. დარბაზი ძალიან კარგად მოერთოთ, მაგიდებიც საკმაოდ ბევრი იყო გაშლილი. ყველანი საკუთარ ადგილებს მიუსხდნენ და აქეთ-იქით ცქერა დაიწყეს. როგორც ქორწილის დაწყებას სჩვევია. მე და ჯეიდენმა ჩვენი ადგილი დავიკავეთ, რის შემდეგაც გრეისი და ჯეიდენის საუკეთესო მეგობარი სებასტიანი შემოგვიერთდნენ. ქორწილი ძალიან ჩვეულებრივად და ბანალურად მიმდინარეობდა,  სტუმრები გვიახოვდებოდნენ და შეუღლებას გვილოცავდნენ. ჩვენი მშობლები ამ ყველაფრის თავი და ბოლო იყვნენ. სტუმრებს ისინი მასპინძლობდნენ დიდი ღიმილით და სიხარულით, მაგრამ ვერცერთის გულწრფელ სიხარულს ვერ ვგრძნობდი, რაც უფრო მიმძაფრებდა მდგომარეობას.

- სანამ დრო გაქვს უნდა გამოეთიშო თამაშს ნორა ხო ვისაუბრეთ არა? - მითხრა გრეისმა თან კი ღიმილი დაურთო, რადგან სხვებს არაფერი შეემჩნიათ

- ის მკვლელი არ არის გრეის. რადგან გარდაცვლილის ადვოკატი იყავი არ ნიშნავს იმას, რომ ის დამნაშავეა.  - ვუთხარი და ჯეიდენს გავხედე.

- მოხდა რამე? - მკითხა.

- არა ყველაფერი რიგზეა.

გრეისის თქმით გარდაცვლილის ახლობლებმა ადვოკატად ის დანიშნეს, რის შემდეგაც დამნაშავედ სულ სხვა ადამიანი წარმოადგინეს , მაგრამ გრეისს ძალიან დიდი ეჭვი აქვს ჯეიდენზე რადგან გარდაცვლილთან ბოლოს  მათი ინფორმაციით  ჯეიდენი იმყოფებოდა, რაც მხოლოდ ერთ ფოტოზეა წარმოდგენილი.

სტუმრები საცეკვაოდ გაეშურნენ დარბაზის შუაგულში. ყველანი ბედნიერად და ლაღად ცეკვავდნენ , რაც ძალიან საინტერესოდ გამოიყურებდა, მაგრამ ჩემი ხედი ცოტახანში თეილორმა დაარღვია.

- გილოცავთ. დიდ ბედნიერებას გისურვებთ. ძალიან მიხარია თქვენი ამბავი. -  გვითხრა ცინიკურად  შემდეგ კი ჯეიდენს ტუჩის მოკვნეტით შეხედა, რაზეც ჯეიდენმა თვალი ჩაუკრა. ვეღარ გავუძელი ამ საშინელ სიტუაციას და აივანზე გავედი. მეზიზღებოდა ჩემი თავი. ვნანობდი იმ გადაწყვეტილებას, რაც მივიღე მაგრამ მასზე უარს ვერ ვამბობდი. ვერ ველეოდი იმ ფაქტს, რომ ამით ჯეიდენს სამუდამოდ დავკარგავდი....ხო შეყვარებული ვიყავი და თან გადამეტებით. მე თავს მსხვერპლად ვწირავდი მხოლოდ იმიტომ, რომ ჯეიდენი არ დამეკარგა. მე ვითმენდი ამ ყველაფერს იმ დღემდე მაგრამ ვეღარ გავუძელი.. სისუსტემ დამძლია და სკამიდან წამომაყენა...იმის მაგივრად, რომ თეილორისათვის საკადრისი პასუხი გამეცა ავდექი და წამოვედი....

შეპყრობილიWhere stories live. Discover now