26 💫

1.9K 108 17
                                    


- მზად ხარ? - მკითხა ჯეიდენმა და ღვედი შეიკრა. მე კი იმ მომენტში ყველანაირად და ყველაფრისთვის მზად ვიყავი. 

- როგორც ყოველთვის. 

- მაშინ წავედით.  - თვალი ჩამიკრა და მანქანა დაქოქა. გრილი ნიავი თმას მიფრიალებდა და საოცრად კარგად ვგრძნობდი თავს. არ ვიცოდი ეს, რის ნიადაგზე ხდებოდა , მაგრამ კმაყოფილი ნამდვილად ვიყავი.

ჯეიდენმა კარი გამიღო და მანქანიდან გადმოვედი. საბარგულიდან ბარგი გამოიტანა და შენობისკენ წავედით. რეგისტრაცია გავიარეთ და ისღა დაგვრჩენოდა, რომ ჩვენი რეისის ფრენის დაწყება გამოეცხადებინათ.

- როგორ გრძნობ თავს? - მკითხა ჯეიდენმა.

- მადლობა კარგად. - საუბარი ჯეიდენის ერთ-ერთმა ნაცნობმა გაგვაწყვეტინა.

- მორგან?

- ჰეეი ჯონსონ.. - წამოდგა ჯეიდენი და ხელი ჩამოართვა.

- როგორ ხარ? 

- კარგად შენ როგორ ხარ?

- მეც კარგად. შენს ქალბატონს არ გამაცნობ? - ჰკითხა ჯეიდენს და ხელი ჩამოსართმევად გამომიწოდა.

- ნორა გაიცანი ეს ლუკ ჯონსონია. უნივერსიტეტში ერთად ვსწავლობდით.

- სასიამოვნოა, ლუკ. - ვუთხარი და ხელი ჩამოვართვი.

- ჩემთვისაც - მითხრა და ეშმაკურად გამიღიმა, რამაც ჯეიდენის სახეზე ცვლილება გამოიწვია. -  ვხედავ ოჯახში მატება გაქვთ..ბევრი რამ გამომიტოვებია ჯეიდენ.

- ასეა.  - უპასუხა ჯეიდენმა. მალევე კი ჩვენი რეისის დაწყება გამოცხადდა, ლუკს დავემშვიდობეთ და თვითმფრინავში ჩავჯექით. 

ფრენის ნახევარი დრო ძილში გავატარეთ, ნახევარი კი საუბარში...


* 3 საათის შემდეგ *  

* მაიამი *

ძალიან დაღლილი ვიყავი და ეს ყველაფერი სიარულზე მეტყობოდა, ჯეიდენმა შეამჩნია და მითხრა..

შეპყრობილიTempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang