17 💫

2K 122 12
                                    

- სად არის ახლა?
- საავადმყოფოში.
- სასწრაფოდ წავიდეთ. - ჩემი ნივთები ავიღე და სახლიდან გამოვედით. ჯეიდენმა თან წამოყოლა შემომთავაზა, მაგრამ ვურჩიე,რომ დარჩენილიყო და თავისი პრობლემები მოეგვარებინა მიუეხადავად იმისა, რომ მინდოდა წამოსულიყო. გრეისის მანქანაში ჩავჯექი და საავადმყოფოში წავედით.
- დედამ რატომ არ დამირეკა?
- ჩემებთან ვიყავი მისული და მათგან, როდესაც გამოვედი შენი მშობლები ძალიან აფორიაქებულები დამხვდნენ და იმწამსვე მათთან მივედი და , რომ ვიკითხე რა ხდებოდა მაშინ მითხრეს აიზეკის ამბავი. დედაშენმა კი მე მთხოვა, რომ შენთვის მეთქვა.
- და საიდან გაიგე, რომ აქ ვიყავი?
- რა მიხვედრა მაგას უნდა? სხვათაშორის შენი და ჯეიდენის თემაც განსახილველი გვაქვს.
- შემდეგისთვის გადავდოთ გრეის.
- რა თქმა უნდა. - მითხრა და მანქანის მართვა განაგრძო.
გრეისმა დიდი ბოდიშების მოხდით მამცნო, რომ თან ვერ შემომყვებოდა რადგან პროცესი ჰქონდა ერთ საათში. გრეისს დავემშვიდობე და საავადმყოფოში სწრაფი ნაბიჯებით შევედი და იმ სართულზე ავედი სადაც აიზეკის პალატა იყო. დერეფანში მშობლებს და სანის შევხვდი.
- ნორაა - შემეგება დედა და მაგრად ჩამეხუტა.
- დაწყნარდი. ყველაფერი კარგად იქნება. - ვუთხარი და პარალელურად მამას და სანის მივესალმე.
- როგორ არის?
- ექიმმა მიუხედავად იმისა, რომ მძიმე დაზიანებები აღინიშნება მის სხეულზე, მდგომარეობა სტაბილურიაო
- გასაგებია.
საავადმყოფოში გვიანობამდე დავრჩი. დედა ტირილს არცერთი წამით არ წყვეტდა. მამაც გვერდიდან არ შორდებოდა. საბოლოოდ ექიმმა გვითხრა, რომ საშიშროება არ ემუქრებოდა  აიზეკის სიცოცხლეს და შეგვეძლო სახლში მშვიდად წავსულიყავით. სანის წასვლა მოუწია მე კი მშობლებთან ერთად დავრჩი. ცოტახანში ჯეიდენისგან შეტყობინება მივიღე.

* როგორ არის?*

* მძიმე დაზიანებები აქვს მაგრამ სტაბილურად არის და საშიშროება არ ემუქრება.❤️ შენ როგორ ხარ?*

შეპყრობილიWhere stories live. Discover now